520 დადგენილებას ზუსტად იგივე შედეგი აქვს, როგორიც კორონავირუსს ამერიკაში, ესპანეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში

520 დადგენილებას ზუსტად იგივე შედეგი აქვს, როგორიც კორონავირუსს ამერიკაში, ესპანეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში

access_time2020-05-19 10:00:17

ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. მას შემდეგ მთელი ქვეყანა ვირუსთან ბრძოლაში ჩაება. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი საზრუნავი ახლა სწორედ ეს პრობლემაა. დღეს აღარავის ახსოვს 520-ე დადგენილება, რომელსაც სრულიად ჰოსპიტალური სექტორი აპროტესტებდა, ყველა ექიმი აცხადებდა, რომ  დადგენილი ტარიფები რეალურ დანახარჯებს არ შეესაბამებოდა. თუმცა, როცა ჯანდაცვის სამინისტოში 520-ე დადგენილება ახსოვდათ, სახელმწიფო უწყება პრობლემის მოგვარებით არც მაშინ იყო დაკავებული.

 

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად კლინიკები მივიდნენ იმ რთულ ფინანსურ მდგომარეობამდე რომელზეც რამდენიმე თვის წინ ხმამაღლა საუბრობდნენ. ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად დღეს სამედიცინო პერსონალს ხელფასი დაახლოებით 35 პროცნტით შეუმცირდა, ხოლო გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო გეგმიური ოპერაციები.


კლინიკა ,,ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორი  დავით მიქელთაძე
აცხადებს, რომ 520 დადგენილებას ზუსტად იგივე შედეგი აქვს  როგორიც კორონავირუსს ამერიკაში, ესპანეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეტში. ექიმის თქმით, პანდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. დავით მიქელთაძე განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელებამდე დადგენილ ტარიფებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ძალიან გაიწელა, შედეგი არ დაიდო, COVID-19-ის პანდემიის დროს კი ,,ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 520 დადგენილებისთვის აღარავის ეცალა.

 

„გატარებული რეფორმის შედეგი არის ის, რომ ამ რთულ პირობებში სამედიცინო პერსონალს ხელფასი შეუმცირდა. 520 დადგენილება როდესაც ამოქმედდა ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,7 ლარი იყო დღეს არის 3,2. დადგენილება ძირითადად კარდიოქირურგიას შეეხო, მაღალტექნოლოგიურ დარგს, სადაც ერთჯერადი სახარჯი მასალა ევროპული ქვეყნებიდან შემოდის, ეს დაკავშირებულია დოლართან და ევროსთან, ამ ხარჯის მატება და სახელმწიფოს მხრიდან მომსახურების დადგენილი დაბალი ფასი მთლიანობაში კატასტროფულ მდგომარეობას ქმნის. რეალობა არის ის, რომ სამედიცინო დარგს არ აქვს ფასწარმოქმნის საშუალება რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიცინა ბიზნესი არაა. მედიცინა ბიზნესი არ იყო საბჭოთა კავშირის დროს, რადგან მაშინ ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებოდა. დღეს ფარმაცია ბიზნესია, კომუნალური გადასახადები, რომელიც ორგანიზაციას სჭირდება ბიზნესია, ექიმი და ექთანი რომელიც პაციენტს ემსახურება იღებს განათლებას, განათლება კი სწავლის საფასურის გადახდის გარეშე არ გამოდის და ესეც ბიზნესია და თუ მედიცინის ყველა შემადგენელი ნაწილი ბიზნესია მაშინ რა აღარაა ბიზნესი? აი ესაა საკითხავი“, - განაცხადა დავით მიქელთაძემ.


 

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე აცხადებს, რომ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად უნდა განახლდეს 520 დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები, რათა მოხდეს დადგენილი ტარიფების გადახედვა. მისი განმარტებით, რეფორმის მიერ შექმნილი პრობლემები უახლოეს მომავალში უფრო მეტად გამოჩნდება, რა დროსაც სამედიცინო სექტორი საკითხს კვლავ გაააქტიურებს.

 

„520 დადგენილებას პანდემიის პერიოდი დაემთხვა, რა დროსაც რეალური სურათი ბუნდოვანი გახდა, რადგან იმ სერვისებს რომელსაც 520 დადგენილება არეგულირებს ზიანი ისედაც მიადგა, რეფორმა რომც არ ყოფილიყო კორონავირუსის გამო გეგმიური ოპერაციები მაინც გადავადდებოდა. დადგენილება კარდიოქირურგიის გარდა შეეხო ისეთ მიმართულებებს როგორიც იყო რეანიმაცია, ინტენსიური მოვლა და ნევროლოგია, ცხადაია შემოსავლები შემცირდა, ამას დაემატა ისედაც შემცირებული პაციენტები რაოდენობა, ამ ყველაფერმა სამედიცინო დაწესებულებები რა თქმა უნდა მძიმე მდგომაროებაში ჩააგდო. ვფიქრობ, რომ დადგენილი ტარიფები დაბალია და დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეკონომიკური გარემო გაუარესდა. სასურველია გადაიხედოს ფასები, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ანაზღაურების წესი ან მეთოდოლოგია არ არის სწორი. ვსაუბრობთ, რომ მოცემული ტარიფები არის არარეალურად დაბალი განსაკუთრებით არითმოლგიის მიმართულებით, რაც შეუძლებელს ხდიდა ამ სერვისის მიწოდებას“- აცხადებს გიორგი ლობჟანიძე.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up