„500 სტარტაპის გამოცდილება დაგვეხმარება, რომ ჩვენი პროდუქტი მოერგოს საერთაშორისო მომხმარებელს“ - Kernel

„500 სტარტაპის გამოცდილება დაგვეხმარება, რომ ჩვენი პროდუქტი მოერგოს საერთაშორისო მომხმარებელს“ - Kernel

access_time2020-11-30 15:02:39

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აგრძელებს. პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქათული ეკოსისტემის წევრები. ამჟამად აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადი დაიწყო, სადაც 15 კომპანიაა ჩართული. ესენია: Activechat, Agrolabs, Agronavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me.


ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის მეორენაკადში შერჩეული სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროცესი - ონლაინ ,,ბუთქემფი“ უკვე დაიწყო. ის მოიცავს, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა.


აქსელერაციის პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია Citycom - ია მათ მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმა, კორპუსში  მცხოვრებ მომხმარებელს  საშუალებას  აძლევს, რომ სადარბაზოს კომუნალური და სხვა ხარჯები გამჭვირვალედ შეაგროვონ. როგორც  კომპანიის კომერციული დირექტორი ლევან სარაგნიააღნიშნავსლიფტში აპარატი იქნება დაყენებული და მგზავრობა ბარათის საშუალებით მოხდება. 


„მხოლოდ საწევრო გადასახადის გადახდის შემთხვევაში შეძლებს მოსახლეობა ლიფტით მგზავრობას, იმ შემთხვევაში თუ მათ  თანხა  არ  აქვთ  გადახდილი, მოუწევთ  კიბით  სარგებლობა. პლატფორმა არის შესაძლებლობა ადამიანებმა  კორპუსიასთვის  საჭირო  თანხები შეაგროვონ. საქართველოში არსებული 17 000 ლიფტიდან კომპანია Citycom-ი 1040 ლიფტს ემსახურება,  ამ ეტაპზე თბილისა და ბათუმში ვოპერირებთ. მთავარი  გამოწვევა არის რუსთავი, 500 სტარტაპი კი რუსთავის ბაზრის ათვისებისთვის საჭირო ფინანსების მოძიებაში დაგვეხმარება. ჩვენ ამ ეტაპზე  არ  გვაქვს  იმდენი სახსრები, რომ  უფრო  მასშტაბურად  დავიწყოთ მონტაჟი. 500 სტარტაპი კი გვეხმარება იმაში, რომ მეტ კორპუსს მიეცეს ჩვენი  სერვისის  გამოყენების  შესაძლებლობა,- აღნიშნავს ლევან  სარანგია.


აქსელერაციის პროგრამაში ასევე ჩართულიაკომპანია Kernel, როგორც კომპანიის  კომერციულმა დირექტორმა ბექა დალაქიშვილმა აღნიშნა, მისი კომპანია მცირე  მეწარმეებისთვის, ძირითადად არაფინანისტებისთვის აკეთებს მარტივ ფინანსურ ხელსაწყოებს.



„ამ ეტაპზე  გვაქვს  ინვოისირება, მარტივი  ფინანსური და საგადასახადო კალკულატორები და მცირე  მეწარმეებს  ვეხმარებით, რომ  ორგანიზება  გაუკეთონ ფინანსურ დოკუმენტაციას, უკეთესდ  მართონ  ის,  მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები.

 

ჩვენთვის  რა თქმა უნდა  500 სტარტაპში მონაწილეობა  ძალიან დიდი მიღწევაა, ერთის  მხრივ  ეს  იმ  საქმის  აღიარებაა,  რომელსაც ვაკეთებთ, მაგრამ უფრო  მნიშვნელოვანია ის, რომ 500 სტარტაპში მონაწილეობა და მათი მენტორები  დაგვეხმარებიან, ერთის  მხრივ ჩვენი პროდუქტი  გაუმჯობესებაში და მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, მეორეს  მხრივ  საერთაშორისო  ბაზარზე  გასვლაში. 500 სტარტაპის  გამოცდილება  რეალურად  დაგვეხმარება  იმაში, რომ ჩვენი პროდუქტი მოერგოს საერთაშორისო მომხმარებელს, რაც  ჩვენი  საბოლოო  მიზანია“,-  აღნიშნავს ბექა დალაქიშვილი.

 

500 Georgia-ს მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში 15 სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა, მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობა კი 5 მლნ აშშ დოლარს აღემატება. პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი, Cardeal და Cargon, 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

 

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ ისეთი გლობალური პროექტის განხორციელებას, როგორიცაა 500 Georgia. აქსელერაციის პროგრამის მეშვეობით 2 სტარტაპს უკვე მიეცა შესაძლებლობა სილიკონ ველიში გაემგზავროს. მეორე ნაკადში მონაწილე 15 სტარტაპს კი აქვს უნიკალური შანსი, საკუთარი სტარტაპებისა და კომპანიების დასახვეწად მსოფლიოში წამყვან, ერთერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან და მენტორებთან იმუშაონ. აქსელერაციის პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა, რაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატებაა და იმაზე მიუთითებს, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტია. მინდა ვუთხრა პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს, რომ არ გაჩერდნენ, ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ახსოვდეთ რომ, გზა სულ არის განავითარონ სტარტაპი. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მეორე ნაკადში ჩართულ თითოეულ მონაწილეს. ჩვენ გვეამაყება მათი წარმატება“,- აცხადებენ ბანკში.

 

შეგახსენებთ, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი Unicorn სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up