500 startups-ის შემოყვანა პოზიტიურად აისახება სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაზე და კარგია, რომ პროცესში ისეთი ფინანსური ინსტიტუტი ჩაერთო, როგორიც საქართველოს ბანკია

500 startups-ის შემოყვანა პოზიტიურად აისახება სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაზე და კარგია, რომ პროცესში ისეთი ფინანსური ინსტიტუტი ჩაერთო, როგორიც საქართველოს ბანკია

access_time2020-08-19 12:00:37

უმსხვილესი აქსელერატორი 500 Startups-ს აქსელერაციის პროგრამის ინტენსიური მენტორშიპის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და ახლა აქსელერაციაში მონაწილე 14 კომპანია მენტორშიპის მეორე ეტაპზეა. ჩვენ უკვე მოგიყევით რამდენიმე სტარტაპზე, რომლებიც პროგრამაშ მონაწილეობით ცდილობენ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, უნიკალური იდეებისა და კონცეპტების გენერირებასა და კომპანიის უკეთეს პოზიციონირებას ინვესტირების თვალსაზრისით.


ამჯერად გვინდა გაგაცნოთ კომპანია Intrro, რომელიც ადამიანებს სამსახურის მოძიებაში ეხმარება.


ნებისმიერმა ადამიანმა, სამსახურის მოძებნამდე უნდა დასვას სამი შეკითხვა: რაში ვარ კარგი, რა მაინტერესებს და სად მინდა მუშაობა. ყველა ამ ფაქტორის სწორად გაანალიზების შემდეგაც ხშირად ხდება, რომ დამსაქმებლისგან ვერანაირ უკუკავშირს ვერ ვიღებთ. ე.წ „ჯობ ჰანთერებისგან“ ამ დროს მოვისმენთ, რომ უამრავ ვაკანსიაზე გააგზავნეს რეზიუმე და არავინ დაუკავშირდა, ხოლო დამსაქმებლები ჩივიან, რომ ერთი შესაფერისი რეზიუმეც კი არ მიუღათ.


ამ პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სამუშაოს მოძებნის მოძველებული მეთოდოლოგია. უმეტეს შემთხვევაში ვიღებთ ლეპტოპს, შევდივართ საიტზე, რომელზეც განთავსებულია ვაკანსიები, ვაგზავნით ჩვენს რეზიუმეს და გადავდივართ მოლოდინის რეჟიმში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ლოდინი საკმაოდ სტრესულია, რადგან სამსახური ბევრი ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს პროცესი უფრო მწვავდება, როდესაც პასუხის მიღებას თვეების განმავლობაში ველოდებით.

Intrro არის კომპანია, რომელიც ადამიანებს სამსახურის მოძებნას, ტრადიციულისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით სთავაზობს. კომპანიის ორ დამფუძნებელს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა HR სფეროში. ერთად მუშაობისას მათ დაინახეს, რომ ე.წ. „ჯობ ჰანთერები“ სხვადასხვა სირთულეს აწყდებოდნენ. ბაზარზე არსებული პრობლემის გაანალიზების შემდეგ კი, 2019 წლის მაისში, მათ დაარსეს Intrro და დაიწყეს სტარტაპის განვითარებაზე მუშაობა.



„ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო დასაქმების მეთოდი არის საკუთარი თანამშრომლმების რეკომენდაცია. Intrro არის სრულიად ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სამსახურის მაძიებლებს და დამსაქმებლებს. სისტემა დამსაქმებლისათვის ამარტივებს კანდიდატის შერჩევის პროცესს, ხოლო სამსახურის მაძიებელი რეკომენდაციებით მარტივად საქმდება. ამავდროულად, თანამშრომლებს ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ თვალი ადევნონ მათ მიერ რეკომენდირებული კანდიდატის მიმდინარე სტატუსს,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელი ნასერ ოუდჯიდანე (Nasser Oudjidane).


Intrro-ს დამფუძნებლები აქტიურად ადევნებდნენ თვალს ქართული სტარტაპების ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებს. როდესაც თებერვალში ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ბანკის ჩართულობით 500 Startups შემოვიდოდა ბაზარზე, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნასერმა, გადაწყვიტა აქსელერაციის პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. Intrro სტარტაპის განვითარების საწყის, ანუ სწავლის, ეტაპზე იმყოფებოდა და პროგრამაში მონაწილეობა კომპანიისათვის იყო შესაძლებლობა მიეღო ახალი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაეხმარებოდა პროდუქტის სწრაფ განვითარებაში.


„გარდა იმისა, რომ ამ პროგრამისგან მივიღებთ ცოდნასა და გამოცდილებას, ამავდროულად ჩვენი სტარტაპისათვის მნიშვნელოვანია ის ინვესტიციაც, რომელსაც საქართველოს ბანკი ანხორციელებს. Covid-19-მა მძიმედ იმოქმედა ჩვენს ბიზნესზე და ამ პერიოდში ახალი მომხმარებლების პოვნა პრაქტიკულად ვერ მოვახერხეთ. ეს ინვესტიცია კი დაგვეხმარება სწრაფად გადავლახოთ არსებული ფინანსური სირთულეები და გავაგრძელოთ განვითარებაზე მუშაობა.რა თქმა უნდა, პროგრამაში მონაწილეობამდეც არ არსებობდა არანაირი კითხვის ნიშნები 500 Startups-ის მენტორების პროფესიონალიზმზე და ამის პარალელურად პროცესში ეფექტურად ჩაერთო საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდიც. და მინდა აღვნიშნო, რომ აქსელერატორის შემოყვანა პოზიტიურად აისახება სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაზე და კარგია, რომ პროცესი ისეთმა გამოცდილმა კომპანიამ წამოიწყო, როგორიც საქართველოს ბანკია,“ - ამბობს Intrro-ს დამფუძნებელი ნასერ ოუდჯიდანე.


Intrro-ს მთავარი სამიზნე აუდიტორია სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიებია. კომპანიას უკვე ჰყავს 10 მსხვილი მომხმარებელი, რომლებიც ევროპაში ოპერირებენ და სამომავლოდ ამერიკის ბაზარზე შესვლასაც გეგმავენ. 2020 წლის კორონავირუსის კრიზისმა ნათლად დაგვანახა, რომ ქართულ კომპანიებს შეუძლიათ ადაპტაცია და ყველაზე რთულ მომენტშიც კი ნერგავენ სიახლეებს, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ სულ მალე საქართველოშიც ვიხილავთ დასაქმების ინოვაციურ სისტემებს.
და ბოლოს, უკვე დიდი ხანია საუბრობენ კადრების მოძიების მეთოდოლოგიის ცვლილების საჭიროებაზე, ხოლო არის თუ არა სამსახურის მოძებნის ტრადიციული მეთოდი არაეფექტური, ამ კითხვაზე პასუხს მკითხველს მივანდობთ.


(R)


თეგები:
Intrro



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up