საკონსულტაციო კომპანია Boston Consulting Group(BCG)-მა გამოაქვეყნა კვლევა მსოფლიოშისიმდიდრის განაწილების თაობაზე, რომლისმონაცემებით, რუსეთში 500 ადამიანი, ანუმოსახლეობის 0,0001% ქვეყნის მთელი სიმდიდრის40%-ს, ანუ 640 მლრდ. დოლარის აქტივებს ფლობს.
არანაკლებია სიმდიდრის არათანაბარი განაწილებამათ შორისაც, ვინც 100 მლნ.-ზე მეტ დოლარს ფლობს- რუსეთის მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 1% ქვეყნის 57%-ს ფლობს, მაშინ როდესაც საშუალოდმსოფლიოში ეს მაჩვენებელი 44% შეადგენს.
სიმდიდრის არათანაბარი განაწილების კუთხით, რუსეთი მსოფლიოში მე-2 ადგილზეა აშშ-ს შემდეგ.
BCG-ის გათვლებით, რუსეთის მოქალაქეების ჯამურიკერძო და პირადი საკუთრება 4,1 ტრლნ. დოლარსშეადგენს, მათ შორის 1,6 ტრლნ. ფინანსურ აქტივებზემოდის (ნაღდი ფული, ანაბრები, ობლიგაციები, აქციები, საპენსიო სქემები და ა.შ.), 2, 8 ტრლნ - რეალურ აქტივებზე ( უძრავი ქონება, მიწა, მატერიალური ფასეულობები, ტრანსპორტი).
ამავე დროს მოქალაქეთა ფინანსურივალდებულებები (პირველ რიგში საბანკო ვალები) 300 მლრდ, დოლარია.
Boston Consulting Group-ის პროგნოზით, 2025 წლისთვისრუსეთის მოსახლეობის ჯამური აქტივები 5,4 ტრლნ. დოლარამდე გაიზრდება, მათ შორის ფინანსური - 2,1 ტრლნ.-მდე
მთლიან მსოფლიო სიმდიდრეში (250 ტრლნ. დოლარი) რუსეთის წილი 1%-ზე ნაკლებია.
მთლიან აქტივებში ასევე შედის ქვეყნისმოქალაქეთა საკუთრება უცხოეთში.
კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისკუთვნილი 400 მლრდ. დოლარის აქტივები უცხოეთში, მათ შორის ოფშორებში ინახება.
ბოლო წლებში კაპიტალების გადინება რუსეთისთვისსერიოზულ პრობლემას წარმოადგენს - სახელმწიფოს უცხოეთში ფულის გატანის არხებისჩაკეტვა სურს, თუმცა, ეს საკითხი ჯერ განხილვისსტადიაზეა/
რუსეთში ფინანსური აქტივების განაწილებაგანსხვავდება დანარჩენი მსოფლიოსგან - მაგალითად, ძალიან მცირეა აქციებში ჩადებულითანხების წილი, ასევე უმნიშვნელოა კერძო საპენსიოფონდებში შენატანები. და ეს მაშინ, როდესაცგანვითარებულ ქვეყნებში ფინანსური აქტივებიძირითადად სწორედ აქციებში და საპენსიოფონდებშია თავმოყრილი.
Forbes-ის მონაცემებით, 2022 მარტიდან მოყოლებული1 პანდემიური წლის მანძილზე რუსი მილიარდერებისჯამური ქონება 207 მლრდ.-ით, რეკორდულ 663 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.
ყველაზე მეტად კორონავირუსით ინტერნეტ-სექტორმა იხეირა. პანდემიამ ზემოგება ასევე სხვადარგებსაც მოუტანა - მაგალითად, მეტალურგიას(ფასების ზრდის ხარჯზე), ფარმაცევტიკას (მაღალიმოთხოვნის გამო) და ა.შ.
სიმდიდრის ასეთი უთანასწორო განაწილების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ აქტივების განაწილებაშისახელმწიფოს როლი ძალიან მაღალია. პოლიტიკურკავშირებს ისევ დიდი მნიშვნელობა აქვს, რაცმსხვილ ბიზნესში სხვადასხვა მოთამაშეებისშემოსვლას და კონკურენციის განვითარებასაფერხებს.
სწორედ კონკურენციის ძალიან დაბალი დონეაშექმნილი სურათის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
https://www.rbc.ru/economics/10/06/2021/60c0c14f9a79476c014a3263?from=column_6