50-მდე გვირაბი და ამდენივე ხიდი - რიკოთზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

50-მდე გვირაბი და ამდენივე ხიდი - რიკოთზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

access_time2016-08-02 11:35:24

რიკოთის უღელტეხილზე,  52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,  ასეთი სირთულის პროექტი ევროპაში დღეს არსად მიმდინარეობს. 4-ზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.

მისი თქმით, დაგეგმილია 100 ლიკომეტრიანი მონაკვეთის მსენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი. ავტობანს ექნება განშტოებებიც – ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში.

ჩუმათელეთი-არგვეთას 52 კმ-იანი თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად 50-მდე გვირაბის და ამდენივე ხიდის აშენებაა საჭირო.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ცოტა ხნის წინ “ფორტუნას” განუცხადა, რიკოთზე იქნება ავტობანი მაქსიმუმ სამ წელიწადში გვექნება. მაშინ ჯავახიშვილმა განმარტა, რომ მონაკვეთი დაყოფილია ოთხ ლოტად (F1, F2, F3, F4).  პირველი ლოტის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეორე, მესამე და მეოთხე ლოტებს კი “აზიის განვითარების ბანკი” “აზიის საინვესტიცო ბანკთან” ერთად.


“მომავალ წელს სამუშაოები უნდა დავიწყოთ. რაც ადრე დავიწყებთ მით უკეთესი. ეს ინებამაქსიმუმ 30 თვე და ჩვენ უკვე გვექნება რიკოთზე ავტობანი” – განაცხადა ჯავახიშვილმა.

გზების მშენებლობა სხვა მიმართულებითაც იგეგმება. კერძოდ, აშენდება:  საირმე – აბასთუმნის დამაკავშირებელი მოკლე გზა, იმერეთიდან რაჭასთან დამაკავშირებელი გზა,  გოდერძის უღელტეხილზე გზა,  სვანეთის მიმართულებით  უმოკლესი გზა და ასევე ყაზბეგი – ხევსურეთი – თუშეთის დამაკავშირებილი გზა, რომელიც იქნება ევროპაში ყველაზე გრძელი, ექსტრემალაური გზა, სადაც მომავალში შესაძლებელი გახდება ტურისტული კლასტერების წარმოქმნა.

 

"ბანკები და ფინანსები" 

 

 



30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-11-30 18:05:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3253 ლარი...

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...


მსგავსი სიახლეები

up