50%-იანი ქეშბექ აქცია თეგეტა მოტორსისგან

50%-იანი ქეშბექ აქცია თეგეტა მოტორსისგან

access_time2019-12-10 17:27:34

მიუხედავად იმისა, რომ თოვლის მოსვლა იგვიანებს, საქართველოში ზამთარი უკვე დაიწყო და ტემპერატურა საგრძნობლად არის დაკლებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა, რადგან არა თოვლი, არამედ გზის ცივი საფარი ახდენს გავლენას ზაფხულის საბურავების უსარგებლობაზე. ზამთრის საბურავის სპეციალური შემადგენლობა სწორედ ისეა შერჩეული, რომ მისი შემცველი კომპონენტები  ცივი გზის საფართან შეხებისას  გააქტიურდეს  და უზრუნველყოს შესაბამისი მოჭიდება.


„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს სთავაზობს 50%-იან ქეშბექ აქციას ზამთრის საბურავებზე. აქციის ფარგლებში „თეგეტა მოტორსში“ პრემიუმ ხარისხის ზამთრის საბურავების შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად ნახევარი დაუბრუნდებათ ქეშბექის სახით თეგეტა ქარდზე. ამასთანავე საბურავებზე მოქმედებს უსასრულო გარანტია, რაც გულისხმობს, რომ საბურავის ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში „თეგეტა მოტორსი“ უსასყიდლოდ აღგიდგენთ მას ან აგინაზღაურებთ გადახდილი ღირებულების 100%-მდე თანხას. შეცვლილი ზაფხულის საბურავები შეგიძლიათ შეინახოთ თეგეტას „საბურავების სასტუმროში“. აღნიშნული ქეშბექ აქცია მოქმედებს 15 დეკემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.



თუ თქვენ პირადად ვერ ასწრებთ აქციით სარგებლობას, თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ გამოიყენოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურება. თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი მენეჯერი და უმოკლეს დროში ჩაგაბარებთ ავტომობილს უკვე გამართულ მდგომარეობაში.


(R)





საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-01-29 12:05:55
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის...

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება
access_time2020-01-29 12:30:33
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ძირითადად რა სახის საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. „საქსტატის“ მიერ...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა
access_time2020-01-29 11:15:37
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29...

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და  მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“
access_time2020-01-29 10:45:58
„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის...


მსგავსი სიახლეები

up