5 წლის გოგო,რომელიც თვეში ნახევარ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს

5 წლის გოგო,რომელიც თვეში ნახევარ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს

access_time2019-11-26 20:10:11

ნებისმიერ ტოპ-მენეჯერს მოუნდება 5 წლის კრასნოდარელი ნასტია რადზინსკაიას ადგილზე ყოფნა და მისი შეშურდება. გოგონა მაიამიში ცხოვრობს, ისვენებს მალდივებზე, იცვლის გარდერობს ყოველკვირეულად- და ეს არაა ზღაპარი. 5 წლის გოგოს შემოსავალი თვეში 200 000- 500 000 დოლარს შეადგენს.


დაბადების პირველივე თვეში ექიმებმა ბავშვს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს- ბავშვთა ცერებრული დამბლა. პროგნოზები ძალზე უარყოფითი იყო. ექიმების თქმით, გოგონა ვერ ივლიდა და ვერ ილაპარაკებდა.მშობლებმა შვილის მკურნალობისთვის არაფერი დაიშურეს. მათ შორის, თერაპიის ერთ-ერთი საშუალება იყო მუშაობა ვიდეოკამერაზე. ასე ასწავლიდნენ მშობლები ნასტიას გარე სამყაროსთან ურთიერთობას.


დღეს ერთ დროს უიმედო ავადმყოფი 5 წლის ბავშვიმ ფლობს 5 ვიდეო-ბლოგს, რომელთა ხელმომწერთა რაოდენობა 87 მლნ. ადამიანს აჭარბებს. მისი ბლოგი ტრანსლირდება რუსულ, ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე.მარტივ ვიდეო-ჩანახატებს იმაზე, თუ როგორც დადის გოგო სკოლაში, დახტის ბატუტზე და სიხარულით იზომავს ახალ ტანსაცმელს, ნასტიასთვის ასობით ათასი დოლარის შემოსავალი მოაქვთ . 5 წლის რუსი ბავშვი 3 წელიწადში გახდა უფრო მდიდარი, ვიდრე ბევრი მსხვილი საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელი.


ნასტია 2014 წელს დაიბადა. უმძიმესი დიაგნოზის მიუხედავად, 2 წლის ასაკისთვის ცხადი გახდა, რომ ბავშვი ნორმალურად ვითარება.„არ ვიცით, რამ უშველა,მკურნალობამ თუ ჩვენმა სიყვარულმა. შესაძლოა, ექიმები შეცდნენ“ - ამბობს გოგოს დედა ანა. მიღწეული შედეგის გასამაგრებლად მშობლებმა გოგონას სამსახიობო მონაცემების განვითარება გადაწყვიტეს.


„გადავწყვიტეთ ვიდეო-ბლოგის შექმნა, თუმცა, წარმოდგენა არ გვქონდა ეს როგორ კეთდება. ნასტიას ვუყიდეთ სათამაშოები და დავიწყეთ მისი გადაღება, YouTube-ზე განთავსება. შევქმენით არხი სახელად Like Nastya. ბავშვს არანაირად არ ერიდებოდა კამერის და დიდი სიამოვნებით იყო ჩართული პროცესში“ - ამბობს ანა.


მისი თქმით, არხის ძირითადი მაყურებლები არიან ბავშვები, რომლებსაც მულტიპლიკაციური ფილმების ყურება მობეზრდათ.რუსეთში საკმაოდ კარგადაა განვითარებული საბავშვო YouTube ,არსებობს ათობით პოპულარული ვიდეო-ბლოგი, რომელიც ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს.


„ჩვენ არ ვიყავით პირველები, თუმცა, ჩვენმა ბლოგმა ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. არხმა დაიწყო მოგების მოტანა, თუმცა, რეკლამას ჩვენ არც ვეძებედით - YouTube-ის წესების მოხედვით, როდესაც რეკლამა ამა თუ იმ ვიდეოზე გადალახავს გარკვეულ რაოდენობას, შემოსავლის ნაწილი ავტომატურად ვიდეოს ავტორს ერიცხება“ - ამბობს პატარა მილიონერის დედა.


ვიდეო-ბლოგის გაშვებიდან 6 თვეში გარდატეხა მოხვდა, როდესაც რადზინსკებმა YouTube-ისგან 20 000 რუბლი მიიღეს.„ჩვენ მივხვდით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ბლოგი ზრდას განაგრძობს. ცოტა ხანში ჩვენი შემოსავალი თვეში 10 000 დოლარამდე გაიზარდა. ამის შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მოვიდა განვითარების დროც. რუსეთში ცივა, ბავშვი ჯერ არ დადის სკოლაში, რატომ არ წავიდეთ სამოგზაუროდ აზიაში?“ - ამბობს ანა.



მოგზაურობა 9 თვე გაგრძელდა. რადზინსკებმა შეცვალეს ბლოგის ფორმატი და დაიწყეს სიუჟეტების გადაღება . კერძოდ, როგორ ერთობა ნასტია ატრაქციონებზე, როგორ ირჩევს ტანსაცმელს, როგორც სინჯავს ადგილობრივ კერძებს.


ცოტა ხანში ბლოგის ხელმომწერთა რაოდენობა მილიონამდე გაიზარდა, შემოსავლებმა კი თვეში ათობით ათას დოლარს მიაღწია.„ნასტიას ბავშვები ქუჩაში ცნობდნენ - ტაილანდში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, ყველგან, სადაც ჩვენ ვიყავით., ქუჩაში მას ხვდებოდნენ სიტყვებით „ო, შენ ხომ ის გოგო ხარ YouTube-იდან?“ - ყვება ანა.


აზიური მოგზაურობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ კლიპები ნასტიას მონაწილეობით საინტერესოა ბაშვებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში . არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზეა ის გადაღებული, ბავშვებისთვის მთავარია ემოცია და არა ტექსტი.თუმცა, ოჯახმა მაინც გადაწყვიტა კლიპების თარგმნა, რისთვისაც თარჯიმნების და ხმების დუბლიორები აიყვანა. ჯერ იყო ინგლისური, შემდეგ დაემატა ესპანური და არაბული.


კუსტარული ოჯახური ვიდეო სერიოზულ მრავალმილიონიან ბიზნესად გადაიქცა, სადაც ჩართულია ვიდეომონტაჟორები, თარჯიმნები, ხმის დუბლიორები, სპეცეფექტების სპეციალისტები. პროექტისთვის ირჩევა შესაბამისი რეკვიზიტი - სათამაშოები, ტანსაცმელი, აქსესუარები, მანეკენები.„რუსეთში ყველაფერი პრობლემაა, იმიტომ რომ თითქმის არაფერი არ იშოვება, ამიტომაც 2016 წელს გადავწყვიტეთ შტატებში გადაბარგება. ჩვენ ასევე განვიხილავდით ლონდონს, თუმცა, იქ ცივა და საბოლოოდ, ფლორიდა ავირჩიეთ, სადაც საერთოდ არაა ზამთარი“ - ამბობს ნასტიას დედა.


ბლოგის შემოსავალი ოჯახს უზრუნველად ცხოვრების საშუალებას აძლევს. მათ იქირავეს სახლი მაიამის ელიტურ უბანში და ყოველდღიურად იღებენ წინადადებებს რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით.„ჩვენ არ გვსურს ჩვეულებრივი რეკლამა. „ჩვენი საქონელი საუკეთესოა და იყიდეთ ის“. ჩვენ მზად ვართ რეკლამისთვის გამოვიყენოთ ის, რასაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, Adidas-ის ფეხსაცმელი, რომელიც ნასტიას აცვია, ან Danone-ის იოგურტები, რომლებიც ბავშვს ძალიან უყვარს“ - ყვება ანა.


დღეს რადზინსკების ძირითადი არხი Like Nastya Vlog 34,3 მლნ. ხელმომწერს ითვლის, ერთი ვიდეოს ნახვის რეკოდრული მაჩვენებელი კი 724 მლნ-ია.ნასტია ლიდერობს საბავშო ვიდეოს სეგმენტში არა მხოლოდ რუსეთში . მისი ბლოგი ამ კატეგორიის 10 ყველაზე მოთხოვნად ვიდეო-ბლოგის სიაში შედის.


დღეისთვის Like Nastya ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეო-ბლოგია არა მხოლოდ საბავშვო სეგმენტში, არამედ საერთოდ.„როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბლოგის კეთება, კონკურენცია იყო ბევრად დაბალი ვიდრე დღეს. ჩვენ არასდროს არ დაგვიხარჯავს ფული ბლოგის რეკლამაზე. ხელმომწერთა რაოდენობა ავტომატურად იზრდებოდა. ამჟამად ჩვენი კონტენტი იცვლება - ბავშვი იზრდება და შესაბამისად, ჩვენ აქცენტს საგანმანათლებლო თემებზე ვაკეთებთ“ - ამბობს ნასტიას დედა.


მისი თქმით, გარეგნულად ისე ჩანს, რომ ვიდეო ბლოგერობა მარტივი საქმეა, თუმცა, რეალობაში ასე არაა. საკმარისია ჩააგდო ერთი დღე და მნახველების რაოდენობა ეცემა. შესაბამისად, მცირდება შემოსავალიც.ორივე მშობელი მთლიანადაა ჩართული ამ ბიზნესში - მამა გოგოს მუდმივი პარტნიორია კლიპებში. გარდა ამისა, ის დაკავებულია პროექტის ფინანსური მხარითაც, დედა სცენარისტია, უკვეთავს რეკვიზიტს, ურთიერთობს დიზაინერებთან, სპეცეფექტების სპეციალისტებთან და მუსიკოსებთან, რომლებიც მონაწილეობას კონტენტის შექმნაში იღებენ.


ერთი კლიპის დამზადება 1000-2000 დოლარი ღირს, ბლოგის თვიური შემოსავალია 200-500 ათასი დოლარი.რადზნინსკენი კვლავ უარს ამბობენ ტრადიციული რეკლამის განთავსებაზე. დღესაც შემოსავლის ძირითადი წყარო YouTube-იდან გადმორიცხვებია.


ფსიქოლოგები აფრთხილებენ მილიონერი გოგონას მშობლებს, რომ ბავშვის ვიზუალური მხარის გამოყენება შესაძლოა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს.


„ეს იგივეა, რაც მოსდის ბავშვ-კინოვარსკლავებს . ადრეული პოპულარობა ძალიან ცუდად მოქმედებს მათზე გაზრდის შემდეგ. თუმცა, ჩვენ ამ საკითხზე არ ვნერვიულობთ. გოგონა არ აღიქვამს მის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, როგორც განსაკუთრებულ პოპულარობად. ის აკეთებს იმას, რაც სიამოვნებს. ჩვენ ვეუბნებით - „დღეს უნდა გადავიღოთ როგორ იცვლი კაბებს“ - და მას მეტი არაფერი არ უნდა, მირბის ბედნიერი“ - ყვება ანა.


დედის თქმით, 5 წლის მილიონერი გოგო ოცნებობს გახდეს ბიზნესმენი, ამ მსახიობი.


წყარო:forbes.ru

თენგიზ აბლოთია 





ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up