„Tbilisi Waterfall“ -5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 2020 წლის მარტში გაიხსნება

„Tbilisi Waterfall“ -5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 2020 წლის მარტში გაიხსნება

access_time2019-09-20 14:30:15

ორთაჭალაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall“ 2020 წლის მარტში გაიხსნება. სასტუმროში 5 სხვადასხვა კატეგორიის 164 ნომერი იფუნქციონირებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 9 მილიონი დოლარია.


სასტუმროს განმახორციელებელი დეველოპერულ კომპანია “RRestate”-ია. სასტუმროს არქიტექტორი ვასილ გიორგაძე აცხადებს, რომ “Tbilisi Waterfall“ -ს რეგიონში პირველად ხელოვნური ჩანჩქერი ექნება, რომელიც მე-14 სართულზე მოეწყობა, მისი თქმით ჩანჩქერი წუთში 200 ლიტრს დაატრიალებს.  გიორგაძის განმარტებით სასტუმროს ნომრები უახლესი ტიპის ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.


 


„სასტუმროში ყველაფერი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვებით და მარმარილთი.  ნომერში განთავსებული იქნება 69 ინჩიანი ტელევიზორები . ვიტრაჟებზე გამოყენებული გვაქვს დაბალი მასიური მინები (ენერგოეფექტური შუშები). პირველ სართულზე რესტორანი განთავსდება, ხოლო მე-12 სართულზე ბარი და ღია აუზი. ცურვის დროს მოაჯირი ხელს არ გიშლის და შექმნილია ისეთი ეფექტი რომ თითქოს ვარდები. ბოლო ორი სართულზე განთავსებულია პენტჰაუსი. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 50 მანქანაზე გათვლილი პარკინგი“, -ამბობს ვასილ გიორგაძე.

 


როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი პროექტი დამკვეთს საკუთარ ნომერის ქონის  შესაძლებლობას აძლევს, ეს კი ინვესტირებისთვის საუკეთესო  საშუალებაა.

 

„ჩვენი პროექტი განსაკუთრებულია იმით, რომ კლიენტს საშუალებას აძლევს თავიანთ ნომრებში ინვესტიცია ჩადონ. 164 ნომრიდან უკვე გაყიდულია 91 ნომერი, ნაწილის გაყიდვას არც ვაპირებთ და გვინდა, რომ ჩვენ დავიტოვოთ. ინვესტორმა იმიტომ უნდა შეაჩეროს არჩევანი ჩვენზე, რომ ეს არის გამზადებული ბიზნესი, ახლა ძალიან პოპულარულია უძრავი ქონების შეძენა გასაქირავებლად და შემოსავალის გასაზრდელად. ჩვენ შემთხვევაში, გარკვეულ გარანტიასაც გავცემთ. ერთი კვ.მ ღირებულება არის 3 000 დოლარი, ხოლო ნომრის ფართი იწყება 33 კვადრატიდან, 110 000 დოლარი საკმარისი თანხაა ინვესტიციის განსახორციელებლად“,- განაცხადა ანა კოკილაშვილმა.

 


Tbilisi Waterfall - ის მენეჯერი ამბობს, რომ საფასო პოლიტიკა დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გაიხსნება სასტუმრო. ანა კოკილაშვილის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ერთი ნომრის ღირებულება 170 დოლარიდან დაიწყება. „კომერსანტი“ს კითხვაზე რომლი ბრენდი  შევა სასტუმროს მართვაში “RRestate”-ში გვპასუხობენ:

 


„უფრო მომგებიანია როდესაც ბრენდს არ ქირაობ, იმიტომ, რომ  უფრო მეტი თანხა რჩება ინვესტორსაც და კომპანიასაც. ამიტომ, განიხილება ის ვარიანტი, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ სასტუმრო მენეჯმენტის ჯგუფი. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენს რესტორანში იმუშავებენ ისეთი შეფები რომლებიც იმ რესტორნებში მუშაობდნენ რომელთაც ჰქონდათ მიშლენის ვარკვლავი“,- განმარტავს ანა კოკილაშვილი.



ბაჩო ადამია


თეგები:
Tbilisi Waterfall



გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up