5 თვეში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების 306 ოპერატორი დარეგისტრირდა

5 თვეში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების 306 ოპერატორი დარეგისტრირდა

access_time2021-10-04 21:00:00

5 თვის განმავლობაში (მიმდინარე წლის 1 აპრილიდან - 1 ოქტომბრამდე), სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირდა უპილოტო საჰაერო ხომალდების 306 ოპერატორი, აქედან 292 ფიზიკური პირი, ხოლო 12 იურიდიული პირი - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



„პლატფორმაზე აიტვირთა 119 დრონის მონაცემი, მათ შორის 4 თვითნაკეთი უპილოტო საჰაერო ხომალდის;


101-მა მომხმარებელმა წარმატებით ჩააბარა A1-A3 ტესტი (ხალხის სიახლოვეს ფრენა; ფრენა ხალხისგან შორს);


46-მა მომხმარებელმა წარმატებით ჩააბარა A2 ტესტი (ფრენა ხალხისგან უსაფრთხო მანძილზე);



სააგენტოს მიერ, განხორციელდა კომპანია „კოპტერ.ჯი“-ს სერტიფიცირება და სამუშაო ადგილზე ინსპექტირება.


შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ გვერდზე (www.gcaa.ge) ამოქმედდა უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმა: https://uas.gov.ge/


ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, შესაძლებელია 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების) ელექტრონული რეგისტრაცია. ანგარიშის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დაარეგისტრირონ კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდი და გაიარონ „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისთვის სავალდებულო დისტანციური პილოტების კომპეტენციის დამადასტურებელი ონლაინ ტესტირება.


უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისთვის აუცილებელია სავალდებულო ველების შევსება. აირჩიეთ უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენების სფეროები (ჰობი, ფოტოგრაფია, კომერცია, სოფლის მეურნეობა, სარბოლო და სხვა) და მიჰყევით ინსტრუქციას. უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია უფასოა.


ღია კატეგორიაში უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ონლაინ თეორიული გამოცდის ჩაბარებისთვის, მომხმარებელმა საჭიროა გადალახოს 75%-იანი ზღვარი. ონლაინ ტესტირების საგამოცდო საკითხები განსხვავდება ქვეკატეგორიების მიხედვით. კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ონლაინ ტესტირება უფასოა.


დარეგისტრირდით პლატფორმაზე და მიიღეთ საინფორმაციო და სავალდებულოდ შესასრულებელი შეტყობინებები დრონების უსაფრთხო ოპერირებასთან დაკავშირებით, ასევე ყველა საჭირო ინფორმაცია, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up