5 საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებიდან სამს მიიღებს რობოტი - მომავალი, რომელიც არ მოგეწონებათ

5 საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებიდან სამს მიიღებს რობოტი - მომავალი, რომელიც არ მოგეწონებათ

access_time2017-07-16 18:00:00

რა ელის კაცობრიობას მომავალში, რა გავლენას მოახდენს ჰომო-საპიენსზე სწრაფი ტექნიკური პროგრესი? ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორმა იუვალ ჰარარიმ. წიგნის სახელწოდებაა „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია". პროფესორის პროგნოზით მომავალი, რომელიც ჩვენ გველის, ბევრს არ მოეწონება.

 

 

ბიოლოგიური უთანასწორობა

 


ტექნიკურმა პროგრესმა მოგვცა ჩვენ ის, რაზეც ჩვენი მშობლები ვერც იოცნებებდნენ. ელექტრონიკაში და მაღალ ტექნოლოგიებში საოცარმა პროგრესმა გახადა საყოველთაოდ ხელიმისაწვდომი კომპიუტერები, სმარტფონები, ინტერნეტი და თანამგზავრული ნავიგაცია. სულ მალე ამ ტექნოლოგიებს შეუერთდება თვითმავალი ავტომობილები და „ჭკვიანი ნივთები", შემდეგ კი - ყველას გველის რევოლუცია მედიცინაში და ბიოტექნოლოგიებში.

 

ამას მოყვება სიცოცხლის გახანგძლივება, რაც თავისთავად არაერთგვაროვანი მოვლენაა. ერთია, როდესაც ყველას შეუძლია იყიდოს ჩინური სმარტფონი და სულ სხვაა - როდესაც ვიღაცა იცხოვრებს 100 წლით მეტს, ვიდრე თქვენ - იმის გამო, რომ მას აქვს მეტი ფული და შესაბამისად უკეთესი წვდომა ახალ სამედიცინო და ბიოტექნოლოგიურ მიღწევებთან.

 

ამან შეიძლება შექმნას ძალიან დიდი უთანასწორობა ადამიანებს შორის, იუვალ ჰარარის აზრით, 21-ე საუკუნის ბოლოს კაცობრიობა გაიყოფა ბიოლოგიურ კასტებად. ზოგადად, ეს დამახასიათებელია ადამიანებისთვის, თუმცა მოწინავე სოციალური და ეკონომიკური სისტემები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ სიკეთეების არათანაბარი განაწილება საზოგადოებაში. თანაც ელიტა იძულებული იყო ასე თუ ისე ეზრუნა რიგით მოქალაქეებზე, რადგანაც სწორედ რიგითი მოქალაქეები წარმოადგენდნენ ძირითად სამუშაო ძალას.

 

თუმცა, ეს ეპოქა სრულდება. რობოტები მალე შეცვლიან ადამიანებს წარმოებაში, შესაბამისად, დღევანდელი მუშები დარჩებიან ხვალ მუდმივი შემოსავლის გარეშე, მდიდრება კი ბევრად შეუმცირედება ხარჯები და ისინი გახდებიან კიდევ უფრო მდიდრები.

 

ეკონომიკური უთანასწორობა გამოიწვევს ბიოლოგიურს, მდიდრებს შეეძლებათ ახალი ტექნოლიგიების მეშვეობით ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ფიზიკურ სრულყოფა და საბოლოო ჯამში, სიცოცხლის გახანგძლივება. ღარიბებსისთვის კი მთელი ეს სიკეთეები დარჩება მიუწვდომელი.

 

 

უსარგებლო კლასი

 

თავის დროზე ინდუსტრიალიზაციამ შექმნა მუშათა კლასი. ამჯერად „ინდუსტრიალიზაცია-2" მას ანადგურებს, თუმცა ადამიანები არსად არ გაქრებიან. ამჟამად მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას არ მოაქვს უმუშევრობის მკვეთრი ზრდა - ერთი პროფესიის ნაცვლად მოდის მეორე. თუმცა, ეს არაა მუდმივი პროცესი. ტექნოლოგიური ზრდა ყოველთვის მოითხოვს ადამიანების მიერ ახალი პროფესიის ათვისებას და კვალიფიკაციის ამაღლებას, თუმცა ერთხელაც მოვა დრო, როდესაც ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ ვერ შეძლებს ახალი, ბევრად უფრო რთული პროფესიის ათვისებას. მაგალითად, შეძლებს კი ტაქსისტი ვირტუალური სამყაროების დიზაინერის პროფესიის ათვისებას? ან სადაზღვევო აგენტი? შესაბამისად უამრავი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს.

 

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მათ გაღატაკებას - ისინი იცხოვრებენ სახელმწიფოს ხარჯზე, უპირობო შემოსავლის შედეგად, თუმცა აქ სულ სხვა პრობლემაა - უსაქმურობის და მიზნის არარსებობის გამო ადამიანები გიჟდებიან. ადამიანს აქვს მოთხოვნილება განიცადოს ემოციები, მიიღოს დაკმაყოფილების გრძნობა მიღწეული მიზნის გამო.

 

ჰარარი აზრით, გამოსავალი იმ სიტუაციიდან არსებოს - ვინც ვერ მოძებნა თავისი ადგილი რეალურ ეკონომიკაში, დაიმკვიდრებს მას ვირტუალურ სამყაროში - ვიდეოთამაშები გახდება „უსარგებლო კლასის" ცხოვრების აზრი.


 

 

ადამიანი, როგორც მანქანების დანამატი

 

დღეს უკვე თითქმის ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ავტომატიზაციას მოყვება უმუშევრობის ზრდა. თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ" - შეცვლის თუ არა ამა თუ იმ ადგილას რობოტი ადამიანს - ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეკონომისტები და თუ ადამიანის შრომა უფრო ეფექტურია, ვიდრე რობოტის - მაშინ პრიორიტეტი მიენიჭება სწორედ ადამიანს.

 

Union Square Ventures-ს დირექტორის ალბერტ ვაგნერის აზრით, ადამიანს ექმნება უპირატესობა რობოტებთან შედარებით - ადამიანი უფრო იაფია დამსაქმებლისთვის. მაგალითად, საგრძნობლად შემცირდება მოთხოვნები ტაქსისტების კვალიფიკაციისადმი, რადგანაც ყველა მარშრუტებს და ფასებს განსაზღვრავს სპეციალური პროგრამა, შესაბამისად, ტაქსისტი იქნება ჩვეულებრივი მძღოლი, ეს კი უფრო იაფია, ვიდრე დღეს. ეს არ ეხება მხოლოდ ტაქსისტებს. რობოტები უკვე ვაჭრობენ ბირჟაზე, ეხმარებიან ექიმებს სწორი დიაგნოზის დასმაში და ა.შ. საბოლოო ჯამში, 5 საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებიდან 3-ს მიიღებს რობოტი. ადამიანებს კი დარჩებათ ერთად-ერთი ფუნქცია - მანქანების მომსახურეობა.

 

 

მომავალი კერძო საკუთრების გარეშე

 

ამერიკული ოცნების მატერიალური გამოხატულება მრავალი წლის განმავლობაში იყო კერძო სახლი და ავტომანქანა ოჯახის ყოველი ზრდასრული წევრისთვის. თუმცა, როგორ ჩანს, მალე ეს სტანდარტი ჩაბარდება წარსულს კერძო საკუთრებასთან ერთად. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დღესაც კი, აშშ-ს 35 წლამდე ასაკის ადამიანების უმრავლესობა არ ყიდულობს უძრავ ქონებას და ცხოვრობს ნაქირავებ ბინებში ან სახლებში. ისინი არ ყიდულობენ მანქანებს და გადაადგილდებიან ტაქსით. ამ თაობას უკვე შეარქვეს „მეიჯარეთა თაობა". მათ ეხმარება მთელი IT-ინდუსტრია, რომლის მოწინავე რიგებში არიან Uber და Airbnb. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

 

The Guardian-ის ჟურნალისი ბენ ტაროფი აღწერს მომავალს, რომელიც შესაძლებელია მოგეჩვენოთ ფანტასტიკად. მის მიერ აღწერილ მსოფლიოში ადამიანებმა უარი თქვენს კერძო საკუთრებაზე. ეს ეხება არა მხოლოდ სახლებს და მანქანებს, არამედ საუბარია პალტოზე, რომელიც არის ნაქირავები და ზაფხულში უბრუნდება პატრონს, საოჯახო ტექნიკაზე და ავეჯზე.

 

ამ მხრივ პირველი ნაბიჯები იდგმება უკვე დღეს - მაგალითად, „ტოიოტა" ამუშავებს ახალ გადაწყვეტილებას „ჭკვიანი კონტრაქტის" საფუძველზე - ის ეხება ადამიანებს, ვინც ყიდულობს მანქანას განვადებით, თუმცა იგივე პრაქტიკა შეიძლება გავრცელდეს მეიჯარეებზეც - გადაუხდელობის შემთხვევაში მანქანა უბრალოდ არ დაიქოქება. „ჭკვიანი კონტრაქტი" უზრუნველყოფს ჯარიმების დაკისრებას წამებში, დისტანციურად და ყოველგვარი სახლემწიფო უწყების შუამავლობის გარეშე.

 

იგივე პრინციპი შეიძლება გამოყენებულ იქნას უძრავი ქონების იჯარისადმი. გერმანული კომპანია Slock.it ამზადებს „ჭკვიან ბოქლომებს", რომლებიც შეიძლება დაყენდეს როგორც გაქირავებული ბინის კარებზე, ასევე მაგალითად, სარეცხ მანქანაზე ან გაზქურაზე. „ჭკვიანი ბოქლომი" იქნება მოქმედი ზუსტად იმდენი ხანი, რა პერიოდზეც მეიჯარე გადაიხდის თანხას, დაგვიანებიშ შემთხვევაში კი ავტომატურად ჩაიკეტება. პერსპექტივაში ეს გახდის შესახლებელს სხვადასხვა ქონების და ნივთების გაქირავებას ავტომატურ რეჟიმში, უშუალო კონტაქტის გარეშე.

 

ყველაფერი მიდის იქეთკენ, რადგანაც საკუთრება ძვირი სიამოვნებაა. თუ თქვენ რაღაცას ფლობთ - გაუზიარეთ ის სხვას. თუ არაფერი არა გაქვთ - ეს უკეთესიც არის - შეგიძლიათ იქირაოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.

 

 

 

 

 

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენს შესახებ ყოველდღიურად გროვდება ინფორმაცია - ამისთვის არსებობს უმარავი მეთოდი - ჩვენი საძიებო მოთხოვნები, მონაცემები სმარტფონებიდან, ქუჩის ვიდეოკამერებიდან, საბანკო ბარათებიდან. ტექნოლოგიებს უკვე აქვს საშუალება გააკონტროლონ ჩვენი ყოველი ნაბიჯი. ძალიან მალე მთელი ინფორმაცია ჩვენ შესახებ თავს მონაცემთა დიდ ბაზებში მოიყრის.

 

 

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იყიდეთ წამალი, რომელიც უნდა მიიღოთ 2 კვირის განმავლობაში, გადაიხადეთ ღირებულება პლასტიკური ბარათით. წამლის მიღების დასრულებამდე ყველა საიტზე, რომელზეც თქვენ შედიხართ გაჩნდება კონკურენტი მწარმოებლების მიერ გამოშვებული წამლების რეკლამა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი შენაძენის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობენ ინტერნეტის სხვა მომხმარებლები - ამ შემთხვევაში - ფარმაცევტული კომპანიები. თქვენი ქცევა რეალურ ცხოვრებაში განაპირობებს რეკლამას, რომელსაც გაჩვენებენ. ეს რა თქმა, უნდა კომფორტულია, თუმცა შეიცავს სერიოზულ პრობლემებს - მომავალში ადამიანებს უნდა ეშინოდეთ არა ერთი დიდი, არამედ ათასობით მცირე მაკონრტოლებელი „უფროსი ძმების" - ეს იქნება კომპანიები, რომლებიც აგროვებენ მთელს ინფორმაციას ჩვენს შესახებ - რას ვყიდულობთ, ვისთან გვაქვს ურთიერთობა, რა დაავადებები გვაწუხებს, რა პრობლემები გვაქვს კანონთან. დღეს, მაღალი ტექნოლოგიების შედეგად ეს ბევრად უფრო შესაძლებელია, ვიდრე ოდესმე იყო.

 

 

დღესაც კი, პერსონალური ინფორმაცია გახდა ვაჭრობის საგანი - მაგალითად, ინფორმაცია ერთი ამერიკული ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ მიეყიდა 187 საკრედიტო ისტორიების ბიუროს. აღმოჩნდა რომ გარკვეული შეცდომების გამო ინფორმაცია დაუზუსტებელი იყო, მაგრამ ოჯახი 7 წელი ვერ იღებდა სესხს.

 

 

თუმცა, იუვალ ჰარარის აზრით, ყველაფერი არც თუ ისე ცუდათაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ახალი ტექნოლოგიები და ახალი ცხოვრების წესი მისცემენ კაცობრიობას მრავალი პრობლემის გადაწყეტის საშუალებას - მაგალითად, ისეთის, როგორც მზარდი მოსახლეობისთვის რესურსების დეფიციტია.

 

იქნებ საჭიროა მხოლოდ ადაპტაცია და იქნებ ჩვენს შვილებს მოეწონებათ ასეთი მომავალი?

 

 

naked-science.ru

 



„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up