5 საინვესტიციო ბანკი და 4%-იანი საპროცენტო განაკვეთი - მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ევრობონდებით გეგმავს

5 საინვესტიციო ბანკი და 4%-იანი საპროცენტო განაკვეთი - მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ევრობონდებით გეგმავს

access_time2021-03-23 10:00:46

2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობამ 500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს. ეს ფასიანი ქაღალდები საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2011 წელს განათავსა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა. მთავრობა მის გასტუმრებას ამჯერადაც ახალი სესხით გეგმავს.

 

2021 წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ შეაფასა 10  საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების მიხედვით და შედეგად, შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი:   JP Morgan, Goldman Sachs და ICBC.

 

გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა  - Galt & Taggart და TBC Capital.

 

თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ახალი 500 მლნ დოლარის ევრობონდებით არსებულის გადაფარვა მოხდება, თუმცა ვადიანობა და საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა ბევრად დაბალი იყოს, ვიდრე აქამდე.



„ამ ეტაპზე განხილვაშია 500 მლნ დოლარის ევრობონდის რეფინანსირება, რაც შეეხება ვადიანობას საინდიკაციოთ ისევ 10 წლიანზეა საუბარი, თუმცა ძალიან ბევრი დამოკიდებული იქნება უშუალოდ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, შესაძლოა უფრო ნაკლები ვადა იყოს. პროცენტიც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება ვიდრე არსებული ევრობონდია, რადგან ბევრი ფაქტორია რომელიც ბოლო პერიოდში შეიცვალა, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე 10 წლის წინ იყო და ამის გარდა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც გაიზარდა, შესაბამისად 6,8% იყო, ახლა კი მოლოდინი გვაქვს რომ ბევრად ნაკლები იქნება. თუმცა ეს არის ბოლო ეტაპი, როდესაც ინვესტორები თავიანთ მოთხოვნას აფიქსირებენ ანუ ოდენობას და ფასს, მის მიხედვით ხდება განსაზღვრა. ფინანსთა სამინისტროს არსებული ტრანსაქციებიდან გამომდინარე წინასწარი მოლოდინი აქვთ განსაზღვრული და ალბათ საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ირგვლივ იქნება, თუმცა ეს ბოლო ეტაპზე განისაზღვრება“, - აცხადებს მერი ჩაჩანიძე.


თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა ქართული ორგანიზაციების ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი როლი ძირითადად იმაში მდგომარეობს, რეკომენდაციები გასცენ თუ როგორ გავყიდოთ საქართველოს რისკი საერთაშორისო ინვესტორებზე და როგორ წარმოვაჩინოთ  საქართველოს ეკონომიკა.


„პროცესში 5 ბანკია ჩართული და ყველა შეეცდება, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელების პროცესში. სხვა ევროობლიგაციები რომლებიც აქამდე განგვითავსებია, მათში ჩვენი ჩართულობა უფრო აქტიური იყო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი როლი იქნება რომ ერთის მხრივ რჩევა და რეკომენდაცია მივცეთ ფინანსთა სამინისტროს, მეორეს მხრივ ჩვენს მაკრო თუ სექტორულ კვლევებზე დაყრდნობით შევეცდებით სწორი მესიჯები გავუზიაროთ როგორც საერთაშორისო ბანკებს ასევე მთავრობას თუ როგორ გავყიდოთ საქართველოს რისკი საერთაშორისო ინვესტორებზე და როგორ წარმოვაჩინოთ  საქართველოს ეკონომიკა.


პროცესი შემჭიდროვებულ ვადებზეა დაგეგმილი და გაწერილია განრიგი ანუ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ჩართულია რამდენიმე მხარე, მათ შორის მთავრობა, 3 უცხოური და 2 ქართული ბანკი, ასევე რამოდენიმე იურიდიული კომპანია, აუდიტორები და ა.შ. გაწერიალია კალენდარი, რომ 5 აპრილისთვის სრულად დასრულებული იყოს ყველაფერი და 12 აპრილისთვის ძველის რეფინანსირება და შესაბამისად ახალი ევრობონდის გამოშვება მოხდეს“, - განმარტავს მერი ჩაჩანიძე.

 

აღსანიშნავია, რომ ევროობლიგაციების ისტორია 2008 წლის აპრილში იწყება. ინიციატივა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნოდა. მაშინ ლონდონის ბირჟაზე გათავსებულ ობლიგაციებში მთავრობა ძალიან მაღალ 7.5%- იან სარგებელს არიცხავდა. ობლიგაციები 5 წლიანი იყო, რომელიც 2013 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო, მაგრამ ემისიას რამდენიმე თვეში ომი და ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. 2011 წელს პირველი რეფინანსირების შედეგად საპროცენტო განაკვეთი 6.9%-მდე შემცირდა. 10 წლის შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სახელმწიფოს მორიგ რეფინანსირებაზე უწევს ფიქრი, მაგრამ საპროცენტო ხარჯი მცირდება. თუმცა, მიუხედავად დაბალი პროცენტისა, თუ პირველი ემისიის მომენტში 500 მლნ დოლარი 725 მლნ ლარს უდრიდა, 2011 წელს ვალის ძირი თანხა ეროვნულ ვალუტაში 833 მლნ-მდე გაიზარდა. წელს კი უკვე 500 მლნ დოლარი 1.663 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს 2-ჯერ და 13 წლის წინანდელ მაჩვენებელს 2.3-ჯერ აღემატება.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up