5 საინტერესო ფაქტი ყველაზე გამორჩეულ ანტრეპრენერზე

5 საინტერესო ფაქტი ყველაზე გამორჩეულ ანტრეპრენერზე

access_time2021-07-04 16:00:29

ილონ მასკს, 28 ივნისს 50 წელი შეუსრულდა. იგი პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში დაიბადა და სამი ქვეყნის − სამხრეთ აფრიკის, კანადისა და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს. ამჟამად, მასკი ლოს ანჯელესში ცხოვრობს. ბოლო წლების განმავლობაში, ილონ მასკი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია მოქცეული. იგი თავისი არაორდინარულობითა და უშრეტი ენერგიით, კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან უამრავ პროექტსაა შეჭიდებული და ამავდროულად, სოციალურ ქსელებში აქტიურობისთვისაც სისტემატურად იცლის. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, Entrepreneur ილონ მასკის შესახებ 5 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ.

 

1. ილონ მასკმა, 12 წლის ასაკში ვიდეოთამაში შექმნა

 

იცოდით, რომ მასკმა 12 წლის ასაკში ვიდეოთამაში − Blastar შექმნა? ვინაიდან იგი თამაშებით, სამეცნიერო ფანტასტიკითა და პროგრამირებით პატარაობიდანვე იყო გატაცებული, ინსპირაცია Space Invaders-ისგან მიიღო და კოსმოსურ თემატიკაზე თამაშის კოდის დაწერა მოახერხა. მოგვიანებით, ეს თამაში ერთ-ერთმა სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ მისგან 500 დოლარად შეიძინა.

 

2. ილონ მასკმა სტენფორდში სწავლა 2 დღეში მიატოვა

 

პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხისა და ორი დიპლომის მიღების შემდეგ, მასკი სტენფორდში ფიზიკის შესასწავლად, კალიფორნიაში გადასახლდა. სამწუხაროდ, მან სწავლა ზუსტად 2 დღეში მიატოვა და გადაწყვიტა, მთელი თავისი დრო საკუთარ კომპანია Zip2 Corporation-ისთვის დაეთმო.

 


3. დღეის მდგომარეობით, მასკმა 8 წარმატებული კომპანიის დაარსება მოახერხა

 

ილონ მასკს, თავისი აწ უკვე 50-წლიანი სიცოცხლის განმავლობაში, 8 კომპანია აქვს დაფუძნებული, ესენია: Zip2, PayPal, SpaceX, Tesla, Hyperloop, OpenAI, Neuralink და The Boring Company.

 

4. ილონ მასკის წლიური ხელფასი Tesla-ში 1 დოლარს შეადგენს

 

იცოდით, რომ ილონ მასკი Tesla-სგან, ხელფასის სახით წლიურად 1 დოლარს იღებს? ცხადია, Tesla-ს გენერალური დირექტორის შემოსავალი მნიშვნელოვნად მის აქციებზეა დამოკიდებული, თუმცაღა, იყო დრო, როდესაც მასკს, მართლა ერთი დოლარით გაჰქონდა თავი და ფინანსურად ძალიან უჭირდა.

 

5. მასკმა კინაღამ გაყიდა Tesla

 

ჯერ კიდევ 2013 წელს ილონ მასკს, ფინანსური პრობლემების გამო, Tesla-ს 11 მილიარდ დოლარად Google-ისთვის მიყიდვა სურდა. დღესდღეობით, მსოფლიოში ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ბრენდი − Tesla, იმ დროისათვის საკმაოდ სუსტ და წამგებიან კომპანიად მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომ, Alphabet-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა, მასკის შეთავაზება უარყო. საინტერესოა, რომ მასკმა Apple-ის გენერალურ დირექტორ ტიმ კუკსაც მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელმა მასთან შეხვედრაზეც კი უარი განაცხადა.

 

entrepreneur.ge


თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up