5 საგამოცდო ცენტრის  კონდიცირებაზე 79 000 ლარი დაიხარჯა

5 საგამოცდო ცენტრის კონდიცირებაზე 79 000 ლარი დაიხარჯა

access_time2018-07-11 12:33:13

საგამოცდო ცენტრები ახლა უკვე ერთდროულად კონდიციონერებითაცაა აღჭურვილი და ვენტილიატორებითაც

 

საგამოცდო ცენტრები ამ დროისთვის ერთდროულად კონდიციონერებითაცაა აღჭურვილი და ვენტილიატორებითაც.

 

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  ინფორმაციით, 22 საგამოცდო ცენტრის ჰაერის გაგრილება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვისთვის, პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანების შესაბამისად, 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. 



„ჰაერის გაგრილება-ვენტილაციის სისტემების შესყიდვისთვის გამოიყო 2 მილიონი ლარი, რაც შეთანხმებული იყო შესყიდვების სააგენტოსთან. ამ თანხით მოხდა ჰაერის გაგრილება-ვენტილაციის სისტემების შესყიდვა (მობილური კონდიციონერები და სპლიტ კონდიციონერები), ასევე, ამ თანხაშია გათვალისწინებული თანმდევი სამონტაჟო სამუშაოების და კონდიციონერების ასამუშავებლად საჭირო შიდა და გარე ელექტრო გაყვანილობის მოწყობის ხარჯი“, - განაცხადეს სააგენტოში და განმარტეს, რომ ე.წ. მობილურ კონდიციონერებზე, რომელიც 5 საგამოცდო ცენტრში დადგეს, 79 000 ლარი დაიხარჯა.




ამასთან, როგორც ცნობილია, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონდიციონერების შეძენამდე საგამოცდო ცენტრებში ვენტილიატორები შეიტანა, რაზეც, თავის მხრივ, ჯამში 27 105 ლარია დახარჯული. შესაბამისად, ამ დროისთვის საგამოცდო ცენტრები როგორც კონდიციონერებით, ისე ვენტილიატორებითაა აღჭურვილი.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს უჰაერობის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. თავდაპირველად კონდიციონერის დამონტაჟება საპილოტე რეჟიმში მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იყო გადაწყვეტილი, რაზეც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გამოცდების და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ისაუბრა. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების სამინისტროს საგამოცდო ცენტრების გაგრილების სისტემით აღჭურვა დაავალა და ამ მიზნით სარეზერვო ფონდიდად 2 მილიონი ლარი გამოყო. 

 

 

ipn

 






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up