5 რჩევა თიბისისგან, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება

5 რჩევა თიბისისგან, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება

access_time2020-03-09 22:35:32

ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შესაძლოა ნაღდი ფული იყოს, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია მის გამოყენებას მოვერიდოთ.დღესდღეობით ნაღდი ფულის მრავალი ალტერნატივა არსებობს. თიბისი 5 მათგანის შესახებ უზიარებს მომხმარებელს ინფორმაციას:


· დისტანციური არხები ნებისმიერი ტრანზაქციისთვის

თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად სასურველი ტრანზაქციის შესრულება: მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, თანხის გადარიცხვა.


· Apple Wallet

მომხმარებლებს, რომლებსაც Apple-ის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ ელექტრონულ საფულეში დაამატონ თიბისის ნებისმიერი ბარათი და გადაიხადონ ყველგან, სადაც ტერმინალებია განთავსებული.



· TBC Wallet

მომხმარებლებს, რომლებსაც ანდროიდის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ თიბისის ელექტრონული საფულის გამოყენება.


· QR კოდით გადახდა


ნებისმიერ ობიექტში, სადაც QR კოდია განთავსებული, შესაძლებელია QR კოდის მობაილბანკიდან დასკანერება და ნაღდი ფულის გარეშე გადახდა.

· ბარათით, სტიკერით ან სამაჯურით გადახდა


ნაღდი ფულის მაგივრად შესაძლებელია საბანკო ბარათის გამოყენება, რომელზეც არ არსებობს შეზღუდვა მინიმალურ თანხაზე. ასევე, შესაძლებელია სტიკერის მიმაგრება სასურველ ნივთზე, მაგალითად, მობილურ ტელეფონზე. საკმარისია სტიკერის ტერმინალთან მიახლოება და გადახდის დაფიქსირება.


თიბისი სამაჯურით შესაძლებელია ბარათის, სტიკერის ან ელექტრონული საფულის გარეშე გადახდა. სამაჯურის უპირატესობა ის არის, რომ ის სრულად უკონტაქტოა - გადახდისას მომხმარებელს არ უწევს არც ბარათზე და არც ტელეფონზე შეხება. სამაჯურის ტერმინალთან მიახლოებით გადახდა შესრულებულია.


(R)


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up