5 რამ, რაც კრიპტობროკერის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

5 რამ, რაც კრიპტობროკერის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

access_time2021-11-14 18:30:26

კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება. შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი ისწრაფვის კრიპტოვაჭრობისა და სარგებლის მიღებისკენ. თავის მხრივ კი, წარმატებული სავაჭრო სტრატეგიის გასაღები ბაზრის დეტალურ ცოდნაში მდგომარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოინდუსტრია არასტაბილურ მიმართულებადაა მიჩნეული, ტრეიდერებს წარმატების მისაღწევად ზუსტი სტრატეგია და სწორ ინსტრუმენტებზე წვდომა სჭირდებათ. როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ტრეიდერები ხშირად მიმართავენ პროფესიონალურ საბროკერო სერვისებს, რომლებიც იმ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებზე წვდომას უზრუნველყოფენ, რაც ტრეიდერებს ეფექტიანი სტრატეგიების შექმნაში ეხმარება.

ამ სტატიაში განვიხილავთ იმ ხუთ საკითხს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ტრეიდერებმა კრიპტოვალუტის ბროკერის შერჩევისას.

მოქნილი და მყიდველზე მორგებული ვაჭრობა

სერვისი ტრეიდერს უნდა აძლევდეს აქტივებისა და ბაზრების ფართო სპექტრზე – კრიპტოვალუტაზე, აქციებზე, საქონელზე, ფორექსზე, ETF-ებზე წვდომას. როგოც წესი, სრულყოფილი პლატფორმიდან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა სახის ფასიანი ქაღალდი სხვა საბროკერო სერვისის გამოყენების გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ მყიდველისთვის ეს პროცესი იყოს მოქნილი, მობილური და მომხმარებელმა სხვა საქმეების კეთების დროსაც ივაჭროს. ამასთან, აუცილებელია, კრიპტოვალუტის შეძენა იყოს მარტივი – სადებეტო ან საკრედიტო ბარათით.

ინსტრუმენტები და რისკის მართვის ხელსაწყოები

მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე, ფინანსური დაგეგმვის ინსტრუმენტებსა და ტექნიკური ანალიზის ხელსაწყოებზე (მათ შორისაა შესრულების ანალიზი, ბაზრის სკანირება და რისკისა და სარგებლიანობის პოტენციალის მონიტორინგი). ასევე აუცილებელია ისეთ ხელსაწყოებზე წვდომა, როგორიცაა ზარალის შეჩერება, მოგების მიღება და ფინანსური სიახლეები.


კარგი იქნება, თუ ბროკერი დემოანგარიშის დაყენების შესაძლებლობასაც იძლევა – ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რეალური ვაჭრობის დაწყებამდე გაერკვეს, რა სტრატეგიები მუშაობს მის შემთხვევაში.

გაერთიანებულ ლიკვიდობაზე წვდომა

არავის სურს აქტივებში ზედმეტის გადახდა. ერთიან ლიკვიდობაზე წვდომით მომხმარებელი ნებისმიერი ზომის შეკვეთის საუკეთესო, ხელმისაწვდომ ფასად შესრულებას შეძლებს. ამასთან, ტრეიდერებს ლიკვიდურობის სხვადასხვა წყაროსთან მუშაობის საშუალება ეძლევათ.

საბირჟო ბერკეტების კოეფიციენტების ფართო სპექტრი

ეს ბერკეტი ნასესხები კაპიტალის აქტივებში ინვესტირებისთვის გამოყენებას გულისხმობს. ბროკერისგან კაპიტალის სესხებით, ტრეიდერებს შეუძლიათ უფრო დიდი პოზიციებით ვაჭრობა, რითაც პოტენციურად უფრო დიდ მოგებას მიიღებენ. კარგ ბროკერს ასეთი ბერკეტების კოეფიციენტების ფართო არჩევანი აქვს (2x-დან 100x-მდე).

მარტივად გამოსაყენებელი

პლატფორმა უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი და მომხმარებელს აქტივების იოლ მართვას, სავაჭრო ისტორიის, აქტიური პოზიციების და მიმდინარე შედეგების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას სთავაზობდეს. ბროკერის პლატფორმის მუშაობის შესახებ წარმოდგენა მომხმარებელს საკომისიოებსა და რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვებითაც შეექმნება. 

მაგალითისთვის, CEX.IO Broker პლატფორმა ტერეიდერს საშუალებას აძლევს ივაჭროს კრიპტოვალუტითა და კრიპტოდერივატივებით, ფორექსებითა და აქციებით 25-ჯერ მეტი სასესხო ბერკეტით, ხოლო მომხმარებლებს უზრუნველყოფს ლიკვიდობის ბაზრებით. პლატფორმა ტრეიდერებს ასევე სთავაზობს ინსტრუმენტების დიდ არჩევანს ტექნიკური ანალიზისთვის; სასესხო ბერკეტებს, ხელსაწყოებს ზარალის შესაჩერებლად და მოგების მისაღებად – ყველაფერს, რაც ხელს უწყობს სავაჭრო სტრატეგიების ისე ჩამოყალიბებას, როგორც ეს მომხმარებელს სჭირდება.

„ფასიანი ქაღალდების ბაზარი ისეთივე სარისკოა, როგორიც მომგებიანი. სათანადო ცოდნითა და მახვილი თვალით ტრეიდერებს მოგების მიღება შეუძლიათ. კრიპტოვალუტით ვაჭრობა სულ უფრო ძლიერდება და ინდუსტრია ინსტიტუციონალიზებულ მიმართულებად ყალიბდება“, – აცხადებს CEX.IO Broker-ის მონაცემთა ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იური მაზური.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up