კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნა რამდენჯერმე გაიზარდა. მათ შორის, ერთ-ერთი არის ნიორი.
ნიორის იმპორტი გაიზარდა საქართველოშიც, კერძოდ, 2020 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში თითქმის 3-ჯერ მეტი ნიორი შემოვიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველომ სულ 385,2 ტონა ნიორი იყიდა, შარშან კი მხოლოდ 137 ტონა. შარშან 4 თვეში ნიორის იმპორტისთვის ქვეყნიდან მხოლოდ 84,1 ათასი დოლარი გავიდა, წელს, ანალოგიურ პერიოდში კი 273,4 ათასი დოლარი.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს საქართველომ ნიორი მხოლოდ 5 ქვეყანაში იყიდა:
ჩინეთი - 269.4 ტონა
ირანი - 88.3 ტონა
უკრაინა - 20.2 ტონა
სომხეთი - 6.3 ტონა
ნიდერლანდები - 1 ტონა
bpn.ge