5 ნოემბრიდან „კატარის ავიახაზები“ ანახლებს ავიამიმოსვლას დოჰასა და თბილისს შორის კვირაში ერთი რეისით

5 ნოემბრიდან „კატარის ავიახაზები“ ანახლებს ავიამიმოსვლას დოჰასა და თბილისს შორის კვირაში ერთი რეისით

access_time2020-10-26 22:00:00

„მოხარულნი ვართ გაცნობით, რომ 2020 წლის 5 ნოემბრიდან კატარის ავიახაზები ანახლებს ავიამიმოსვლას დოჰასა და თბილისს შორის კვირაში ერთი რეისით“ – ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.



„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ წამყვანი გლობალური ავიახაზი, რომელიც საშუალებას აძლევს მგზავრს დაუკავშირდეს მსოფლიოს და იმოგზაუროს სასურველ მიმართულებაზე ყველაზე ახალგაზრდა, ეფექტური და მდგრადი ავია ხომალდებით.



მგზავრობისას, თვითმფრინავის ბორტსა თუ დოჰას მსოფლიოში აღიარებული ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში, თქვენ გელით უსაფრთხო გარემო უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ჰიგიენის ნორმების და ბოლო დროს დადგენილი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.



კატარის ავიახაზების მზარდი ქსელით გაქვთ საშულება დაუკავშირდეთ ამერიკის, აფრიკის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, ავსტრალიის 100-ზე მეტ მიმართულებას კვირაში 700-ზე მეტი ავიარეისით.



ჩვენი მზარდი ქსელის და თქვენთვის სასურველი ქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს qatarairways.com/WhereWillYouGo


მოთხოვნები და შეზღუდვები საქართველოში შემოსასვლელად


ძალაშია 2020 წლის 05 ნოემბრიდან



საქართველოს მოქალაქე:


- საქართველოს მოქალაქე დაიშვება რეისზე შეზღუდვის გარეშე


უნდა იქონიოს უარყოფითი PCR ტესტი ჩამოფრენამდე 72 საათით ადრე აღებული და უნდა გაიაროს 8 დღიანი თვით-იზოლაცია.
იგი, ვისაც არ ექნება PCR ტესტი, გაივლის 8 დღიან კარანტინს სპეციალურად დადგენილ საკარანტინე სივრცეში.
ყველა ხარჯს ფარავს საქართველოს მთავრობა.


უცხო ქვეყნის მოქალაქე:


- საქართველოში დაბრუნების მსურველი უცხოელი სტუდენტი


უნდა იქონიოს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული საქართველოს მთავრობის თანხმობის წერილი.


უნდა იქონიოს საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვა. გამონაკლისია:


- ის შემთხვევა, თუ სტუდენტს აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივების დასტური, წერილი გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. მგზავრის მიმღებმა სადგურმა წინასწარ უნდა მიიღოს OKTB (Ok To Board) თანხმობა კატარის ავიახაზების თბილისის აეროპორტის მენეჯერისგან.


- ის შემთხვევა, თუ სტუდენტს არ აქვს არც საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვა და არც საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივების დასტური წერილი გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მას მაინც შეეძლება საქართველოში მგზავრობა, თუ იგი არის კატარის, ქუვეითის, ან ომანის მოქალაქე ან ფლობს ამ ქვეყნებში მოქმედ ბინადრობის ნებართვას. გზავრის მიმღებმა სადგურმა წინასწარ უნდა მიიღოს OKTB (Ok To Board) თანხმობა კატარის ავიახაზების თბილისის აეროპორტის მენეჯერისგან.


უნდა შეავსოს და გადააგზავნოს საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის ფომრა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე StopCov.ge. მას შეეძლება საქართველოში შემოსვლა, მხოლოდ მას მერე, რაც მიიღებს თანხმობას ელექტრონულად. შესაბამილი ბმული: https://registration.gov.ge/pub/form/22__/abrckq/
უნდა წარადგინოს უარყოფითი PCR ტესტი აღებული საქართველოში შემოვლამდე 72 საათით ადრე.


უნდა გაიაროს სავალდებულო 12 დღიანი კარანტინი საკუთარი ხარჯით.


12 დღიანი სავალდებული კარანტინის გავლის შემდეგ, უნდა გაიკეთოს PCR ტესტი საკუთარი ხარჯით.


მიმღები სასწავლებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სტუდენტების განთავსება საკარანტინე სივრცეებში და მოახდინონ საკარანტინე სივრცეების შესაბამისი საფასურის გადახდის ადმინისტრირება/კონტროლი.


- უცხოელი ბიზნეს მგზავრი


უნდა შეავსოს და გადააგზავნოს „საქართელოში შემოსვლის მსურველი ბიზნეს ვიზიტორის რეგისტრაციის ფორმა“ საქართველოში შემოსვლამდე 48 საათის ადრე. ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე „StopCov.ge“. მას შეეძლება საქართველოში შემოსვლა, მხოლოდ მას მერე, რაც მიიღებს თანხმობას ელექტრონულად. ეწვიე ბმულს https://registration.gov.ge/pub/form/7_protocol_for_arrivals_in_georgia /kcjcpx/


არ არის სავალდებულო ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა საქართველოში შემოსვლისას.


სავალდებულოა ჩაიტაროს PCR ტესტი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში და PCR ტესტის პასუხის მიღებამდე გაიაროს 24 საათიანი სავალდებულო კარანტინი. ყველა ხარჯი (PCR ტესტი და კარანტინი) უნდა დაიფაროს მგზავრის მიერ.


საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას სავალდებულოა ყოველ 72 საათში ჩაიტაროს PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up