5 ნაბიჯი, რომლებიც ახალი პროდუქტების შექმნას დააჩქარებენ – ილონ მასკისგან

5 ნაბიჯი, რომლებიც ახალი პროდუქტების შექმნას დააჩქარებენ – ილონ მასკისგან

access_time2021-08-28 12:00:08

YouTube-არხთან Everyday Astronaut ინტერვიუში ილონ მასკმა მუშაობის ორგანიზების იმ სისტემაზე ისაუბრა, რომლებიც თავად დანერგა Tesla–სა და SpaceX–ში. სისტემა 5 ნაბიჯს მოიცავს, რომლებიც ქვემოთ პრიორიტეტულობის რიგითობითაა წარმოდგენილი.

 

ნაბიჯი 1

მოთხოვნები ნაკლებად სულელური გახადეთ


მოთხოვნები, ვინც არ უნდა წამოაყენოს ისინი, ყოველთვის შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით საშიშია, თუ ამას ჭკვიანი ადამიანი აკეთებს, ვინაიდან მის მითითებებს თქვენ ეჭვქვეშაც არ დააყენებთ. „მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხართ, ზოგჯერ ყველა უშვებს შეცდომებს“, – თქვა მასკმა და დასძინა, რომ რაღაცით ყველა მოთხოვნა არასწორია და საქმე ისაა, თუ რამდენად არასწორია ისინი.

როგორიც არ უნდა იყოს ამოცანა, Tesla–ს დამფუძნებლის აზრით, ის ერთ კონკრეტულ შემსრულებელს უნდა დაავალო და არა მთელ განყოფილებას. ხოლო ის, ვინც ამ დავალებას გასცემს, ვალდებულია მასზე პასუხისმგებლობა აიღოს. სხვა შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი აირიოს.

 

ნაბიჯი 2

თავიდან მოიშორეთ უსარგებლო დეტალები და პროცესები


„ფაქტობრივად, თუ დროის 10% არ იხარჯება იმაზე, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნოთ, ნიშნავს, რომ თქვენ საკმარისი რაოდენობით ვერ იშორებთ თავიდან უსარგებლო დეტალებსა და პროცესებს“, – თქვა მასკმა. არსი ისაა, რომ ადამიანები პროექტებში ბევრი დეტალის დამატებისკენ არიან მიდრეკილი, რომლებიც, მათი აზრით, დაეხმარება, ან დააზღვევს მაინც. თუმცა, ამას პროექტების გადატვირთულობა მოაქვს შედეგად.


 

ნაბიჯი 3

გამარტივება და ოპტიმიზაცია


ეს ნაბიჯი წინასთან მჭიდრო კავშირშია. ის გასაგებია, მაგრამ მთლად უბრალოდაც არ დგას მესამე ადგილზე. ინჟინრების ხშირი შეცდომა ისაა, რომ ისინი იმ ნივთების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციას იწყებენ ხოლმე, რომელთა არსებობაც საერთოდ არ იყო საჭირო. „ეს რატომ ხდება? უბრალოდ ყველას ასე ასწავლიდნენ სკოლასა და უნივერსიტეტში: კითხვა არსებობს – საჭიროა პასუხი. არ შეიძლება პედაგოგს უთხრა, რომ მისი კითხვა იდიოტურია, უნდა უპასუხო. ამიტომ ყველას აქვს თავისებური გონებრივი შემრიგებლური პერანგი“, – დასძინა მასკმა.

 

ნაბიჯი 4

დააჩქარეთ ციკლი


აქამდე ნელა მოძრაობდით, ამიტომ მომდევნო ნაბიჯია – დაჩქარება. მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ უნდა გააკეთოთ, რაც დარწმუნდებით, რომ წინა ნაბიჯები წარმატებით გაიარეთ. „თუ საფლავს ითხრით, არ არის საჭირო ამის უფრო სწრაფად გაკეთება, უბრალოდ შეწყვიტეთ ეს საქმე“, – ამბობს მასკი იმ მეწარმეებზე, რომლებიც მოვლენებს უსწრებენ.

 

ნაბიჯი 5

გადადით ავტომატიზაციაზე


ეს ბოლო ნაბიჯია. მასკი იმასაც ამბობს, რომ არაერთხელ დაუშვია შეცდომა, დინების საპირისპიროდ წასულა. ანუ, იწყებდა ავტომატიზაციით, შემდეგ ციკლის დაჩქარებაზე გადადიოდა და ა.შ. ამის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდა. „Tesla Model 3–ის შექმნისას ავტომატიზება მოვახდინე, დავაჩქარე, გავამარტივე და შემდეგ მოვაშორე“, – განმარტავს მასკი.


თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up