„5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ – ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს

„5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ – ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს

access_time2021-12-03 18:30:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი მედიასაშუალებების გამოყენებით გრძელდება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.



„ნოემბერ-დეკემბერში Conde Nast-ის ოთხ ონლაინ გამომცემლობაში: Vogue France, Conde Nast Traveller UK, Conde Nast Traveller Spain და Architectural Digest Germany საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატიები და ფოტო რეპორტაჟები მომზადდა.




„5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს. სტატიების პარალელურად ელექტრონული ჟურნალების სოციალურ გვერდებზე სპეციალური პოსტები იტვირთება საქართველოს შესახებ, სადაც ე. წ. „სთორი“ და მოკლე ვიდეო რგოლებია განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულებაა აღწერილი. მრავალენოვან სტატიებში მიმოხილულია საქართველოს სამთო კურორტები, მესტია, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, ბახმარო, ზამთრის ტურიზმის ექსტრემალური სახეობებით. სტატიების საშუალებით მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს საქართველოში არსებულ სამთო-ბილიკებს, რომელიც რაჭას, სვანეთს, თუშეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებს მოიცავს.



სტატიებში აღწერილია სპა-კურორტები: ბორჯომი, საირმე, წყალტუბო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, კულინარიას, ისტორიულ ძეგლებს, მცხეთას, სიღნაღს და ძველი თბილისის არქიტექტურას.



ტურიზმის ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედია პლატფორმების ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტო რეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდა. კამპანია სოციალურ ქსელებსაც მოიცავს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn“ – ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up