5-მილიონიანი სარეზერვო ფონდის გაუქმების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი კერძო ფონდს ქმნის

5-მილიონიანი სარეზერვო ფონდის გაუქმების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი კერძო ფონდს ქმნის

access_time2019-01-11 17:58:31

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ცენტრალური ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ფონდით, რომლითაც გიორგი მარგველაშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც სარგებლობდნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვეღარ ისარგებლებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა განცხადა, რომ ის კერძო შენატანებზე დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების ინიციატივით გამოდის და მზადაა ყოველთვიურად საკუთარი ხელფასი სრულად ამ ფონდში გადარიცხოს.


"ვინაიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე გაუქმდა, მე გადავწყვიტე, მოვნახო ფორმები ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის. მე მგონი, ეს აუცილებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების - ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ იურიდიულ ფორმაზე, რომ კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი ჩემი ეგიდით და საზოგადოების წარმომადგენლების დახმარებით. სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. რამეთუ მე ვიღებ საფრანგეთიდან ჩემს დაგროვილ პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია, ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც ერთად გადავწყვეტთ, რომ არის მნიშვნელოვანი ქველმოქმედების ან რამე ინიციატივების მხრივ,"- ამბობს ზურაბიშვილი.



2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 0 ლარით, მთავრობის სარეზერვო ფონდი კი 50 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.


bm.ge






გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up