5 მარტიდან გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ გურიის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტით მოძრაობა ნოზაძის ქუჩიდან გამარჯვების ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.