კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1998 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2056 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2013-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.0452 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.0690-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/480.5500 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 480.2500-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და მხოლოდ მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6985 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6989-ის ნიშნულზე იყო.