Forbes აქვეყნებს სტატიას, სადაც საუკეთესო კომპანიების სიაში ძირითადად სუპერმარკეტები, რესტორნები და მანქანის მწარმოებელი კომპანიები დომინირებენ. კომპანიების რეიტინგი მომხმარებლთა კმაყოფილების ამერიკული ინდექსის მიხედვით შედგა.
პირველი ადგილი ამერიკულმა სწრაფი კვების ობიექტმა Chick-fil-A-იმ დაიკავა. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ამ რესტორანს აქვს განსაკუთრებული რეცეპტი, რაც ადგილობრივებს იზიდავს. ამ ყველაფერს პროფესიონალების გუნდი და ის სარეკლამო კამპანიები ემეტება, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.
მეორე და მესამე ადგილებს სუპერმარკეტების ქსელი Aldi და მისი შვილობილი კომპანია Trader Joe's იკავებენ. კომპანიები მომხმარებლებთან განსხვავებული მიდგომით უკვე წლებია უწყვეტი განვითარების გზაზე არიან. სწორედ მომსახურების მაღალი ხარისხის დამსახურებაა, რომ Aldi-მ Trader Joe's-სთან ერთად მრავალი ერთგული მომხმარებელი შეიძინა.
რეიტინგში მეოთხე ადგილს მსოფლიოს უდიდესი ონლაინ პლატფორმა Amazon იკავებს. კომპანია აფასებს პრუდუქციის ღირებულებას, მიწოდების ეფექტურობას და ყველაფერს იმას რაც მომხმარებელს უყვარს. Amazon რამდენიმე წლის წინაც მოხვდა მსგავსს რეიტიგში, სადაც მოწინავე პოზიცია ეკავა.
ხუთეული ტოიოტას ბრენდი ლექსუსით სრულდება. ავტომობილების მწარმოებელი ბრენდის პროდუქცია ხშირად ძვირფას სიამოვნებასთან ასოცირდება, თუმცა ეს ბრენდი მაღალ ფასთან ერთად მომხმარებელს ერთი პროდუქტით მაღალ ხარისხს და კომფორტს სთავაზობს. ამასთან, ლექსუსის ბრენდს განსაკუთრებული მიდგომა აქვს თავის მომხმარებლებთან და მათ ხშირად სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებს სთავაზობს.
საუკეთესო მომსახურების მქონე კომპანიების სრული ჩამონათვალი კი ასეთია:
- Chick-fil-A
- Trader Joe's
- Aldi
- Amazon
- Lexus
- Costco Wholesale
- HEB Grocery
- Toyota
- Publix
- Wegmans Food Markets
- Subaru
- Apple
- L Brands
- LG
- Texas Roadhouse
- Cracker Barrel
- Thrivent Financial
- FedEx
- Mercedes Benz
bm.ge