5 კოვიდ-ეფექტი, რომლითაც გლობალური ეკონომიკა 2021 წელს ხვდება

5 კოვიდ-ეფექტი, რომლითაც გლობალური ეკონომიკა 2021 წელს ხვდება

access_time2020-12-28 19:30:00

კორონავირუსის პანდემიამ გლობალური ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეცესიის წინაშე დააყენა. ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როდის შეძლებს მსოფლიოს ეკონომიკა სრულ აღდგენას. ვაქცინის გამოჩენამ, ეკონომისტების პროგნოზების გაუმჯობესება გამოიწვია, თუმცა, ჯერ მაინც ბოლომდე არ არის ცნობილი, როდის დასრულდება პანდემია.



CNBC აქვეყნებს ხუთ ტენდენციას, რომლითაც გლობალური ეკონომიკა 2021 წელს ხვდება:



ეკონომიკური აქტივობის დაღმასვლა



კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, ბევრმა ქვეყანამ 2020 წლის განმალობაში რამდენიმე თვე ლოქდაუნის პირობებში გაატარა, რამაც ბუნებრივია, ეკონომიკური აქტივობის შემცირება გამოიწვია.



შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტი რეკორდულად შემცირდა ბევრ ქვეყანაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა წელს 4.4%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 5.2%-ით გაიზრდება. როგორც ფონდში ოქტომბრის თვეში განაცხადეს, მსოფლიო ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო, თუმცა, პრეპანდემიურ დონესთან მიახლოებას დიდი დრო სჭირდება.



სამოგზაურო შეზღუდვები




კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ისაა, რომ ქვეყნების დიდ ნაწილს საზღვრები სრულად ან კიდევ ნაწილობრივ ჩაკეტილი აქვს. ამან კი საერთაშორისო მიმოსვლა და ტურიზმი მნიშვნელოვნად შეამცირა. 1 ნოემბრის მონაცემებით, 150-ზე მეტ ქვეყანას და ტერიტორიას კოვიდ-შეზღუდვები შემსუბუქებული ჰქონდა. თუმცა, შეზღუდვების დიდი ნაწილი კვლავ ძალაშია.



ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ცნობით, შეზღუდვები მოიცავს:
- საზღვრების გახსნას მხოლოდ ცალკეული ქვენებისთვის, ან ცალკეული მიმართულებებით;
- ვიზიტორებისთვის კოვიდ-უარყოფითობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულებას;
- ვიზიტორებისთვის სავალდებულო კარანტინის ან თვითიზოლაციის დაწესებას.



უმუშევრობის დონის ზრდა



პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე სამუშაო ადგილების შემცირება გახდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ცნობით, ცალკეულ ქვეყნებში შრომის ბაზარზე კორონავირუსის გავლენა 10-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის პირველი ხუთი თვის განმავლობაში იყო.



კომპანიების, ორგანიზაციების დიდ ნაწილს თანამშრომლების დროებით ან სამუდამოდ დათხოვნა მოუხდა.



სამთავრობო ვალის ზრდა



იმისათვის რომ მთავრობებს სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინათ, მხარჯველობა გაიზარდა. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებდა, ოქტომბერში, მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა $12 ტრილიონს მიაღწია. შედეგად, ვალის მოცულობა რეკორდულ ნიშნულებს მიუახლოვდა.



„იმის გამო, რომ უამრავი დასაქმებული უმუშევრად დარჩა, მცირე ბიზნესი კრიზისშია და 80-90 მლნ ადამიანი სიღატაკეში აღმოჩნდა 2020 წელს, ჯერ ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ მთავრობები სოციალურ დახმარებებს შეწყვეტენ“, - აცხადებენ სავალუტო ფონდში.



ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები



ცენტრალურ ბანკებს ეკონომიკის მხარდასაჭერად მოუხდათ საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ეს დაეხმარება მთავრობებს ვალების მართვაში. ასევე ცენტრალურ ბანკებს განვითარებად ქვეყნებში, მოუწიათ გაეზარდათ აქტივების შეძენა, რათა ფინანსურ სისტემებში მეტი ფული ჩაეშვათ.



forbes.ge


თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up