ეროვნული ბანკის მიერ 5 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.52 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8710 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.40%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8775 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 16.98 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.0199-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და დოლართან მიმართებაში 405.7 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.69%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 408.5300-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6989 ნიშნულზე იყო.