5 ეკონომიკური თემა, რომელსაც მსოფლიოში და საქართველოში ყველაზე აქტიურად განიხილავენ

5 ეკონომიკური თემა, რომელსაც მსოფლიოში და საქართველოში ყველაზე აქტიურად განიხილავენ

person access_time2016-01-23 12:08:42

ჩინეთის მშპ-ს ზრდის შეჩერება, ნავთობის სიჭარბე ფასის დაცემის ფონზე, ევროპული აქციების ფასების ზრდა, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე ფასების დაცემა - საერთაშორისო გამოცემა Bloomberg-ი ყველაზე აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებს გამოყოფს, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით აქტიურად განიხილავენ.


ამ ფონზე, „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა არის ყველაზე განხილვადი ეკონომიკური საკითხები საქართველოში. ძირითადი პრობლემების გამოყოფა „კომერსანტმა“ ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს სთხოვა. 


ჟურნალისტების შეფასებებზე დაყრდნობით, ეს საკითხები პრიორიტეტულობის  მიხედვით ასეთი თანმიმდევრობით განლაგდა:

 

1. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - საკითხი წელიწადნახევარია აქტუალურობას არ კარგავს, რაც საკმაოდ ლოგიკურია, რადგანაც 2014 წლის ნოემბრიდან ქართული ლარი მკვეთრად არის გაუფასურებული. ამჟამად ლარი 2,39-2,42-იან ნიშნულებს შორის მერყეობს. მკვეთრი დევალვაციის დაწყებამდე ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1,75-1,76-იან ნიშნულზე ფიქსირდებოდა.



2. ბენზინის ფასი -  მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ბლუმბერგის სიაშიც მოხვდა, საქართველო გლობალურ ტენდენციებს ოდნავ განსხვავებულად პასუხობს. ქვეყანაში განხილვის უმთავრესი თემა არის ის, თუ რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში მსოფლიო ბაზარზე არსებული ცვლილებების შესაბამისად.


3. ბანკებში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები - ლარის გაუფასურებისა და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ფონზე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთებით, რასაც სპეციალისტების ერთი ნაწილი აპროტესტებს, მეორე ნაწილი კი ბუნებრივად აღიქვამს.


4. მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ -  საკითხი, რომლის გარშემოც საქართველოში ეკონომიკური და არამხოლოდ ეკონომიკური საზოგადოება აქტიურად მსჯელობს. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი საქართველოს „გაზპრომზე“ დამოკიდებულების გაზრდის საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას. ხელისუფლება და ექსპერტების მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ საქართველოს „გაზპრომზე“ დამოკიდებულების გაზრდა არ იგეგმება.


5.  ანაკლიის პორტი და ხუდონჰესი - ორი უმსხვილესი პროექტი, რომლებზე საუბარიც უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში მიღებული არ არის.



„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG

„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG
access_time2020-09-18 11:00:21
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენის წესით მხარდაჭერით პრაქტიკულად დასრულდა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შრომითი პირობების თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანას და, ამავდროულად, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.   საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასოციაცია...

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...


მსგავსი სიახლეები

up