5-დან 2 ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს აღემატება

5-დან 2 ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს აღემატება

access_time2021-09-14 17:00:08

ტყვია ერთ-ერთია იმ ნივთიერებათა შორის, რომლის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება ტყვიას შეიცავდეს, საკმაოდ ვრცელია: საკვები, სათამაშოები, საღებავები, საწვავი... ტყვიის კონცენტრაციის დონეს საქართველოში შესაბამისი კანონი განსაზღვრავს, რომლის ადმინისტრირებაც ხშირად არასრულფასოვანია.



საღებავის იმპორტიორები ვალდებულები არიან, იმპორტის შესახებ წინასწარ შემოსავლების სამსახურს აცნობონ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად შემოსავლების სამსახურს იმპორტის შეჩერების ვალდებულება ეკისრება. პრემიერ ღარიბაშვილის ხელმოწერილი დადგენილება მიმდინარე წლის 2 აპრილით თარიღდება, თუმცა ძალაში 2023 წლის 1-ლი ივლისიდან შედის.



რეგლამენტით ტყვიაშემცველ საღებავად ითვლება ისეთი საღებავი, რომლის მასაშიც ტყვიის წილი 90 ppm-ს (0.009%) აღემატება. ასეთი საღებავის მოხმარება იკრძალება. გამონაკლისს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებად განსაზღვრული არქიტექტურის უძველესი ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების, სატრანსპორტო საშუალებების რესტავრაცია წარმოადგენს, ისიც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.



მწარმოებელი ვალდებულია, დაიცვას რეგლამენტი და დოკუმენტაცია 10 წლის განმავლობაში შეინახოს. ასევე შეინახოს საჩივრები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს დისტრიბუტორს. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლისთვის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შესახებ საღებავის გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ გახდა ცნობილი, მაშინ მას ბაზრიდან პროდუქციის ამოღების ვალდებულება ეკისრება.



მწარმოებლის მსგავსად ვალდებულებები იმპორტიორებზეც ვრცელდება. რეგლამენტის თანახმად, პროდუქციის საქართველოში შემოტანამდე, იმპორტიორი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე უნდა დარწმუნდეს, რომ ლაქ-საღებავის შემცველობა საქართველოს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს არ სცდება.



ტყვია მძიმე მეტალია და ის ჰაერში ძირითადად 1 მეტრამდე სიმაღლეზე კონცენტრირდება, რის გამოც ის ბავშვებისთვის ორმაგად საშიში ხდება. ერთსა და იმავე გარემოში ბავშვი უფრო მეტ ტყვიას შეისუნთქავს, ვიდრე მოზარდი ან ზრდასრული ადამიანი. UNICEF-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, 1578 ბავშვიდან 41%-ის სისხლში ტყვიის გადაჭარბებული დოზა აღმოჩნდა.




ქართული არასამთავრობოების მიერ შემოწმებული 84 დასახელების სასურსათო პროდუქტიდან ტყვიის შემცველობა ნორმებს 5 მათგანში აჭარბებდა, კოსმეტიკასა და ბიჟუტერიაში 25-დან 4-ში. განსაკუთრებით საგანგაშო სათამაშოებისა და სამშენებლო–სარემონტო მასალების კვლევა აღმოჩნდა. შემოწმებული 77 სათამაშოდან ტყვიის შემცველობა დაშვებულ ზღვარს 19 მათგანში აჭარბებდა, რაც თითქმის 25%-ა, სამშენებლო–სარემონტო მასალებში კი 34-დან 13-ში, ანუ 38%-ზე მეტში.



სათამაშოების შემთხვევაში ნორმების დარღვევა ძირითადად იაფფასიან საღებავს უკავშირდება. ბავშვების უმეტესობა სათამაშოს თუ არა, თამაშის დროს ხელს მაინც იდებს პირში, რაც ტყვიით მოწამვლის დოზას კიდევ უფრო ზრდის.



ტყვიით მოწამვლა სპონტანურ სიკვდილს არ იწვევს, მაგრამ მისი გრძელვადიანი შედეგები საკმაოდ მძიმეა. ბავშვებში მან შეიძლება ზრდა-განვითარების შეფერხება და გონებრივი ჩამორჩენილობა გამოიწვიოს. ორსულებში მუცლის მოშლა ან მკვდრად შობადობა. გარდა ამისა, ტყვია აზიანებს: გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებს, უარყოფითად მოქმედებს იმუნურ და რეპროდუქციულ სისტემებზეც. ტყვიით ინტოქსიკაცია ნაყოფმა მუცლად ყოფნის პერიოდში ან უკვე შემდეგ ძუძუთი კვების დროსაც შეიძლება მიიღოს.



UNICEF-ის კვლევის მიხედვით, მდგომარეობა ყველაზე მძიმე აჭარაში აღმოჩნდა, სადაც ტყვიის შემცველობა დაშვებულ 5 მკგ/დლ-ზე (მიკროგრამი დეცილიტრზე) ბავშვების 85%-ის სისხლში გამოვლინდა, მათგან ყოველ მეორეს ტყვიის დონე სისხლში 10 მკგ/დლ-ზე მაღალი ჰქონდა.



ტყვიით დაბინძურებაში საღებავს უმთავრესი ადგილი უკავია, თუმცა ტყვიის გადაჭარბებულ დოზას შედარებით მცირე დოზით მაგრამ მაინც ცემენტი, გაჯი და სხვა სამშენებლო მასალებიც შეიძლება შეიცავდეს.



რაც შეეხება ატმოსფეროს, აქ მდგომარეობა შედარებით უკეთესია. მართალია მტვრის ნაწილაკებისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს რამდენჯერმე აღემატება, მაგრამ ბოლო წლებში ტყვიის სიჭარბე აღარ შეინიშნება, რისი უმთავრესი მიზეზიც 2005 წლიდან ტყვიის შემცველი ბენზინის რეალიზაციის აკრძალვა გახდა.



ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს როგორც ჰაერიდან, ასევე ნიადაგიდან, მტვრიდან და წყლიდან.



ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ტყვიის შემცირებასთან ბრძოლა 70-იან წლებში დაიწყეს. საქართველომ – 30 წლით გვიან.



იმ პერიოდში, როცა UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა, მეორე კვლევის შედეგიც გახდა ცნობილი. ამერიკული მხარის დახმარებით აღმოჩნდა, რომ საკვები პროდუქტებიდან ტყვიის განსაკუთრებით მაღალი შემცველობა სუნელებში აღინიშნებოდა.



ფაქტია, ბოლო წლებში საქართველოში რეგულაციები გამკაცრდა, რამაც პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარა. აღსრულების მექანიზმი ისევ აქილევსის ქუსლად რჩება. ბავშვიც და უფროსი ასაკის ადამიანიც შეიძლება დღეს ქუჩაში ატმოსფეროდან აღარ იღებს ტყვიის მავნე დოზებს, მაგრამ მას სახლში, ოფისში, სკოლაში ან საბავშვო ბაღში იღებს.



ნებისმიერი სახის რეგულაცია პროდუქტზე ფასს ზრდის. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი თავის ქმედებით საკუთარ თავთან ერთად სხვასაც ვნებს. გამონაბოლქვით მხოლოდ მძღოლი არ ზარალდება. ბავშვს საკუთარი ფული არ გააჩნია და მისთვის ტყვიით ინტოქსიკაციას ნაკლები, მაგრამ უსაფრთხო სათამაშოს გამოყენება ჯობია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს. სიგარეტი რომ მავნებელია ყველამ იცის, ხოლო ის, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ბავშვის სათამაშო ან სპეციფიკური სუნის გასვლის შემდეგ სახლში შეღებილი კედლები შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს - ბევრად ნაკლებმა.

გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up