5 ავტომობილი ყველაზე კომფორტული სავარძლებით

5 ავტომობილი ყველაზე კომფორტული სავარძლებით

access_time2021-08-30 13:35:56

 უმაღლესი კლასის ავტომწარმოებლებს შორის კონკურენცია სულ უფრო იზრდება, ბლუმბერგი საუკეთესო სალონის მქონე ავტომობილების ჩამონათვალს აქვეყნებს.

 

2021 Volvo XC90

ვოლვოს ახალი მოდელი კვლავ ელეგანტური და მაღალი ხარისხის ავტომობილების მოყვარული მომხმარებლის ფავორიტია. 2021 წლის Volvo XC90-ის ყველა სიახლე და დახვეწილი დეტალები მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული.


ტექნოლოგია: მაღალი ხარისხის ფოლადის კარკასების წყალობით, თითოეული სავარძელი მგზავრთა სიმძიმის ვერტიკალურ ძალებს მესამედით ამცირებს. მეორე და მესამე რიგში მსხდომი მგზავრებისთვის  სახურავში ინტეგრირებულია დამცავი გასაბერი ფარდები (ე.წ. ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები), მძღოლის მხარეს კი მუხლის უსაფრთხოების ბალიშიცაა განთავსებული.


კომფორტი: მოდელის ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიას, XC90-ს აქვს გათბობის, ვენტილაციისა და 10-წერტილიანი მასაჟის ფუნქციით აღჭურვილი წინა სავარძლები. 


მასალები: ვოლვო ყოველთვის გამოირჩევა და ერთ-ერთი პირველია მდგრადი, არა ტყავის, არამედ სხვა მასალისგან დამზადებული სავარძლების ტექნოლოგიებში. ეს არის ფაფუკი, მოსახერხებელი და ამავდროულად ნაზი, სპეციალიზირებული შალის ნაზავი, ნამდვილი შალისა და გადამუშავებული პოლიესტერისგან დამზადებული მასალა.


ბონუსი: განსაკუთრებული სიახლეა „სივრცის ტრანსფორმაციის“ ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებულია პროგრამული უზრუნველყოფის შვედ სპეციალისტთან, დირაკ რისერჩთან ერთად და თითოეულ სავარძელზე მოთავსებული მგზავრისთვის ქმნის კონკრეტული სივრცის აკუსტიკას - საკონცერტო დარბაზის, ან სტუდიის მსგავსად.

ღირებულება: € 45,000

 

 

 

2021  Mercedes-Benz S580

მათ ვინც ავტომობილის მართვისგან შეუდარებელ განცდას ელოდება, Mercedes-Benz ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ სავარძლებს სთავაზობს. სავარძლების ახალი მექანიკური ჰაერის ბუშტები ზედაპირთან ახალა იმაზე უფრო ახლოს არის, ვიდრე წინა წლებში, რაც მასაჟის 10 პროგრამისათვის უკეთესი კონტაქტის საშუალებას იძლევა. ამასთან ავტომობილი მსოფლიოში პირველი სერიული წარმოების უკანა სავარძლების უსაფრთხოების ბალიშით გახლავთ აღჭურვილი.


რა ქმნის კომფორტს: ბალიშის ჩანართები წინა და უკანა სავარძლების საყრდენებზე, პირველად ფუნქციასთან ერთად, სითბოსა და მასაჟის შეგრძნებას უზრუნველყოფს.


მასალა: ახალი S კლასის დალიანდეგებული ტყავის სალონს, მისი რბილი სტურქტურის და ელეგანტურობის გამო, მაღალი დონის ხელჩანთას ადარებენ.


ბონუსი: მერსედესის ცნობილი პროგრამა Energizing Comfort გთავაზობთ სიახლეს, რაც უფრო მეტ კომფორტს გულისხმობს. ახალი პარამეტრები არეგულირებს განათებას, ეკრანულ დისპლეის, ხმას და ასევე სავარძლის ისეთ ფუნქციებს როგორც არის ტემპერატურა და მასაჟის სიძლიერე. ამ ფუნქციების ერთობლიობა კი საბოლოოდ ქმნის შეგრძნებას თითქოს ოთხ ბორბალზე შემდგარი მანქანა სპა-სალონად გადაიქცა.


ღირებულება:  € 95,000

 

 


 

2022 Rolls-Royce Phantom Tempus


ამბიციური განაცხადი აქვს როლს-როისს, - მანქანაში წყდები გარესამყაროს, სტრესს, ყველაფერს რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს.


ტექნოლოგია: თითოეული კარის გასწვრივ წვრილი, პატარა ხვრელებიდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი განათება მოჩანს და ქმნის მბრუნავ, ტალღოვან გამოსახულებებს, რომელიც როლს-როისის ცნობილი ვარსკვლავების შუქიან ჭერს ავსებს.


კომფორტი: Tempus--ის საბურავის გაფართოებული ბაზის წყალობით, უკანა მხარეს მოსახერხებელი ფეხის საყრდენებით და ზამშის ბალიშებით სარგებლობთ. არ დაგავიწყდეთ მასაჟის ფუნქცია, რომელიც ოთხივე სავარძელს აქვს.


გამოყენებული მასალა: შალითები შეკერილია ხელით, ხალიჩები კი მაღალი ხარისხის ბატკნის მატყლისგან მზადდება. წინა სავარძლების საზურგეების ხის პანელები ცნობილი ბრენდის Eameს-ის მოსასვენებელი სავარძლით არის შთაგონებული.


ბონუსი: მაცივარი შამპანურისთვის - იტევს 2 ბოთლს და დამჭერები 2 ბოკალისათვის განთავსებულია სტანდარტულად უკანა სავარძლებს შორის. მყიდველებს ასევე შეუძლიათ შუკვეთონ სავარძლის ვარინატები, რომლებიც მათ მოთხოვნებს უფრო მეტად ერგება, მათ შორის ახლადდანერგილი საძილე სავარძლი.


ღირებულება: $500,000

 


2021 Lamborghini Aventador SVJ


კომფორტული და თანამედროვე, - ამ კონცეფციით იქმნება სალონი მომხმარებლებისთვის


ტექნოლოგია: ტრეკზე გასასვლელად გამზადებულ ავტომობილში ორი სავარძელი ოპტიმალურ მართვაზეა მორგებული. არ არსებობს რაიმე ელექტორნული რეგულირება, - ნუ ელით, რომ აქ ნახავთ სავარძლის გამათბობლებს, - გარდა საყრდენებისა.


მასალა: ზამშის მსგავსი ალკანტერის და ტყავის შალითები, სავარძლები ხუთწერტილიან სარბოლო აჭურვილობასთან არის თავსებადი.


კომფორტი: ერთადგილიანი სავარძლები, შთაგონებული რეაქტიული თვითმფრინავებისგან, მჭიდრო საგებებით და მაღალი გვერდებით. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ მყარად იჯდეთ მაშინაც, როდესაც ვიწრო მოსახვევებში იქროლებთ. მკაცრი ხაზები მჭიდროდ ერგება მძღოლის თეძოებს და მხრებს, ზედმეტად არ მოძრაობს თავი, იდაყვები და მკლავები, იმისათვის რომ სრულად იყოთ დაცული.


ბონუსი: არჩევანი თქვენზეა, - ლამბორჯინი გთავაზობთ ასობით არჩევანს ნათელი, კონტრასტულნაკერებიანი, ფერადი კომპლექტაციისთვის და ასევე მუქ ტონებს სავარძლის ქვედა ნაწილის, გვერდების და საზურგისათვის.


$ 517,700

 

 

 

 

Koenigsegg Gemera


ტექნოლოგია: პირველად ელექტრო ჰიპერქარში სავარძლების 2+2 კომბინაცია, უკანა სავარძლები წინაზე ოდნავ მაღლაა განლაგებული, იმისათვის რომ თვალსაჩინო ხედები და მაქსიმალური სივრცე უზრუნველყოს.


კომფორტი: წინა სავარძლები ოთხივე მიმართულებით ელექტრონულად რეგულირდება. წინა და უკანა სალონში თქვენ ჯდებით მანქანის თითოეულ მხარეს განლაგებული ერთი დიდი, ვერტიკალურად გაღებადი კარის საშუალებით. საკმარისი სივრცეა ოთხი ზრდასრული ადამიანის კომფორტულად განსათავსებლად და დამატებით ბარგის გადასატანადაც.


მასალები: ერთადგილიანი სავარძლები დამზადებულია ინტეგრირებული მეხსიერების ეფექტის მქონე  ქაფით ზურგის იდეალური საყრდენისათვის მთელ სიგრძეზე.


ბონუსი: ფინჯნების რვა დამჭერი გვთავაზობს როგორც ცხელ, ასევე ცივ ტემპერატურას. კომფორტს ემატება წინა და უკანა საინფორმაციო -მულტიმედიური ეკრანი, უსადენო დამტენი და კითხვის ოთხი განათება.


ღირებულება: $1.7 მილიონი

 



(R)

 



თეგები:
ავტომობილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up