ეროვნული ბანკის მიერ 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.66 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7178 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.70%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.7125 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გამყარდა და 17.96 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.25%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.9639-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 405.5 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.08%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 405.1500-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6997 ნიშნულზე იყო.