4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

access_time2019-07-23 10:30:06


4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი.


დაარსების დღიდან კომპანიამ მრავალი გამოწვევა დაძლია. სხვადასხვა აღიარება და ჯილდო მოიპოვა,თუმცა ყველაზე მთავარი მონაპოვარი არის ნდობა , რომელიც 4Hospitals-მა მოიპოვა  როგორც მომწოდებლებს,ასევე კლიენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.


2019 წლის განვლილი პერიოდი ბევრი წარმატებით გამოირჩევა,რაც კიდევ უფრო ამყარებს წინა წლებში მოპოვებულ ნდობას და აძლიერებს პარტნიორობის შესაძლებლობებს.


4Hospitals - საიმედო პარტნიორი მომწოდებლებისთვის



4Hospitals საიმედო პარტნიორია გლობალური ბრენდებისთვის,რომლებიც სულ უფრო მეტ პროდუქტს ანდობენ მას საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიურად შეთავაზებისთვის.


2019 წელი განსაკუთრებული მიღწევით დაიწყო. გერმანული კომპანია IME-DC ის მიერ, რომელიც წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში, კომპანიამ მიიღო კიდევ ერთი ჯილდო „გამორჩეული საქმიანობისთვის“.


მიმდინარე წელს კომპანიამ რამდენიმე ახალი პარტნიორი - საერთაშორისო აღიარების მქონე მომწოდებელი შეიძინა. მათ შორის : კომპანია MAQUET - ახალი პროდუქტით - ECMO,რომელიც არის ერთადერთი ექსტრაკორპორალური ოქსიგენატორი, რომელიც გამოყენება 14 დღის მანძილზე უწყვეტად,რაც სიახლეა მსოფლიოში. საყურადღებოა, რომ პირველად საქართველოში განხორციელდა მისი ინსტალაცია კლინიკა „ჯერარსში“. ასევე ახალ პარტნიორებს შორისაა დიდი გამოცდილების მქონე კომპანია TRANSONIC (აშშ)  ახალი პროდუქტით  AuroFlo, კომპანია HAEMONETICS - ახალი პროდუქტით -  Cell Saver Elite და Xenosys - ქირურგიული სათვალეებისა და სანათების მწარმოებელი პრემიუმ ბრენდი; აღსანიშნავია -  კომპანია - FENG - ახალი თაობის მოტორიზებულ ენდოსტეპლერების მწარმოებელი. სწორედ  FENG-თან თანამშრომლობით წელს აგვისტოში  იგეგმება დიდი კონფერენცია. ასევე, წელს 4Hospitals -მა შემოიტანა მრავალი ახალი პროდუქტი სამედიცინო სახარჯი მასალების მიმართულებით.


გლობალურ ბრენდ POLYTECH - თან კომპანიას დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს, წელს კი მათი ახალი პროდუქტის შეთავაზება მოხდა საქართველოს ბაზარზე,რომლის პრეზენტაცია  4Hospitals-ის ოფისში გამართა.  B-light ინოვაციური , 30% - ით უფრო მსუბუქი მკერდის სილიკონის იმპლანტებია.


2019 წელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი.  4Hospitals სამი ბრენდით სომხეთის ბაზარზე შევიდა.


ახალი პარტნიორების მოზიდვის მიზნით, კომპანია მუდმივად ესწრება სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენას. მათ შორის, წლის დასაწყისში კომპანიის თანამშრომლები დაესწრნენ საერთაშორისო სამედიცინო აპარატურის გამოფენას -  Arab Health 2019 -ს დუბაიში.


 

წლის ბოლომდე კი დაგეგმილია შემდეგი აქტივობები :


  • სექტემბერში - Polytech-ის ყოველწლიური შეხვედრა -  პორტუგალია, ლისაბონი. ამ შეხვედრის მიზანია არსებული პარტნიორობის გაღრმავება;
  • ოქტომბერში - ყოველწლიური კავკასიის საერთაშორისო კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატოლოგიაში,სომხეთი , ერევანი; გამოფენაში მონაწილეობის  მიზანია სომხეთის ბაზარზე 4Hospitals -ის ბრენდების წარმოჩენა;
  • ნოემბერში - საერთაშორისო ყველაზე მაშტაბური სამედიცინო გამოფენა - გერმანია, დუსელდორფი. გამოფენაში მონაწილეობის მიზანია ახალი პარტნიორების მოზიდვა.

 

4Hospitals - საიმედო პარტნიორი კლინიკებისთვის



პარტნიორების რიცხვი და შესაბამისად პროდუქტებისაც მუდმივად იზრდება, რაც 4Hospitals საშუალებას აძლევს იყოს საიმედო პარტნიორი კლინიკებისთვის. ის უზრუნველყოფს მათთვის სრულყოფილი სერვისის გაწევას,რაც გამოიხატება პროდუქციის მიწოდების უწყვეტობასა და დროულობაში და რაც მთავარია: - აპარატურის ექსპლუატაციის მანძილზე სრულ მომსახურებაში.


4Hospitals - საიმედო პარტნიორი ექიმებისთვის


გარდა კლინიკებისა, 4Hospitals საიმედო პარტნიორია  მის მიერ მიწოდებული პროდუქციის მომხმარებელი ექიმებისთვის. კომპანია ექიმებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ მასტერკლასებსა და კონფერენციებს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ საკუთარი გამოცდილების გაზიარება უცხოელი კოლეგებისათვის და ამავდროულად გაეცნონ დარგში მიმდინარე მსოფლიო დონის საუკეთესო მაგალითებს.


მაგალითად, 4Hospitals 9 აგვისტოს ორგანიზებას უკეთებს კონფერენციას,რომელსაც 4Hospitals-ის მოწვევით დაესწრება  ბარიატრიულ ქირურგიის საერთაშორისო ფედერაციის (IFSO) პრეზიდენტი - ექიმი რამოსი. საქართველოს ბარიატრიული ქირურგიის ასოციაციასთან და კლინიკა „ჯერარსთან“ თანამშრომლობით ამ დღეს  გაიმართება ექიმი რამოსის ლაივ ოპერაცია და კონფერენცია სასტუმრო შერატონში: თემაზე სიმსუქნის და მეტაბოლური დარღვევების მკურნალობის ქირურგიული მეთოდები. კონფერენციის და ლაივ ოპერაციის მიზანია გამოცდილების გაზიარება ქართველი ექიმებისთვის.


გარდა ამისა, 18-20 სექტემბერს,ბათუმში 4Hospitals-ის სპონსორობით გაიმართება საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია - „დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“. ეს კონფერენცია კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართველი ექიმებისთვის გაეცნონ მსოფლიო ბაზარზე არსებულ სიახლეებს.


4Hospitals -ის ინიციატივით, გაზაფხულზე ენდოკრინოლოგებისთვის მიმდინარეობდა პრეზენტაციების ციკლი - #მართედიაბეტი ენდკრინოლოგიურ კლინიკებში: კლინიკა ენდმედიცი, კლინიკა დიაკორი,  დავით მეტრეველის სახელობის სამედიცინო ცენტრი. პრეზენტაციების მიზანი იყო დარგში მიმდინარე სიახლეების ენდოკრინოლოგებისთვის წარდგენა.


 

4Hospitals - საიმედო პარტნიორი პაციენტებისთვის


უფრო მეტიც, 4Hospitals საიმედო პარტნიორია მისი პროდუქტების საბოლოო მომხმარებლისთვის - პაციენტებისთვის. მან წელს შემნა „პაციენტის სკოლა“,რომლის ეგიდითაც ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს პაციენტებისთვის : სხვადასხვა პორტალსა და სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ექიმების სტატიებს სხვადასხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის შესახებ.


სპეციალური აქციები ჩატარდა მოსახლეობისთვის ავერსის სააფთიაქო ქსელში - სისხლში გლუკოზის უფასო კვლევა თბილისში და რეგიონებში 4 თვის განმავლობაში. აქციის მიზანი იყო დაავადების შესახებ დროული ინფორმირებულობა.


4Hospitals - საიმედო პარტნიორი სხვადასხვა სერვისის მომწოდებელი კომპანიებისთვის


4Hospitals წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა სერვისების მომწოდებელ კომპანიებთან. უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით წარმატებული თანამშრომლობა კომპანია BDO-სთან. 4Hospitals -ში ერთი წლის წინ დაინერგა  პროგრამა „ბალანსი“,რამაც  ერთი წლის შემდეგ შედეგად მოიტანა გაყიდვების ზრდა 60% -ით. გაყიდვების ზრდა განაპირობა საოპერაციო საქმიანობის პროცესების  სწორი ავტომატიზაციის დანერგვამ.


წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს საწყობის გაფართობას და ამატებს კიდევ ერთ საწყობს სახარჯი მასალებისთვის.


4Hospitals - საიმედო პარტნიორი თანამშრომლებისთვის


დაარსების დღიდან სწორი ორგანიზაციული განვითარება და თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა 4Hospitals-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თანამშრომლებს მუდმივად უტარდებათ ტრენინგები უცხოელი პარტნიორების მიერ მათი პროდუქტების შესახებ,ასევე სოციალური უნარების განვითარების მიზნით - მათ უტარდებათ ტრენინგები გაყიდვების და კომუნიკაციების მიმართულებით.


მაგალითად, წელს 4Hospitals -მა მოიწვია დავით ჩიკვაიძე, International Sales Institute - ის დამფუძნებელი, რომელმაც თანამშრომლებს ჩაუტარა ტრენინგი შემდეგ თემებზე :  1.“რა არის ნეთვორქინგი და რატომ არის წარმოუდგენელი კონტაქტების გარეშე მუშაობა” ; 2. როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებას?; 3. “შავი გედი-black swan ძნელად პროგნოზირებადი მოვლენების მართვა”.


4Hospitals - საიმედო პარტნიორი საზოგადოებისთვის


2019 წელი კომპანიისთვის ახალი გამოწვევებისა და განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. საკონსულტაციო კომპანია Profit Lab -თან თანამშრომლობით შედგა მარკეტინგული სტრატეგია და CSR სტრატეგია. როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, 4Hospitals ზრუნავს საზოგადოებასა და შეძლებისდაგვარად - გარემოს დაცვაზეც.


გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიაში დაიგეგმა და განხორციელდა რამოდენიმე აქტივობა. მათ შორის:

    • „დედამიწის საათი“-სადმი მიძღვნილი აქტივობა ოფისში. თემაზე „დედამიწა ჩვენი სახლია“ თანამშრომლებმა პოსტერები შექმნეს. ასევე - თანამშრომლები ჩაერთნენ საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ გარბენში ლისის ტბაზე, რითაც ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდას. ასევე - ოფისში დაიდგა „პალიტრა მედიის “ მწვანე ურნა მაკულატურის შესაგროვებლად.

 

    •  „დედამიწის დღე“ კი - 4Hospitals - მა ხეების დარგვით აღნიშნა. რუსთავში ცენტრალურ ადგილას,რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე,თანამშრომლებმა დარგეს მარადმწვანე ტუიას ნერგები.

კომპანია ასევე შეუერთდა კამპანიას #არავინდატოვომიღმა - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და  კამპანიას #ფერადიქალაქიაუტიზმისეროვნულიცენტრი - აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.


4Hospitals მომავალი განვითარება დაფუძნებულია იმ ღირებულებებზე, რაც კომპანიის დაარსებისას დამფუძნებლებმა განსაზღვრეს. ესენია:


  • პროგრესულობა;
  • საიმედო პარტნიორობა;
  • მზრუნველობა.


„ ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი კომპანიის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარის წინაშე, ვზრუნავთ როგორც კომპანიის მდგრადობაზე , ასევე - მხარეთა ინტერესების დაცვაზე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და ქმედება დაინტერესებულ მხარეთა ნდობის გაძლიერებას ემსახურება. მომავალშიც გავაგრძელებთ პასუხისმგებლიან განვითარებას,იქნება ეს დაკავშირებული დასავლეთ საქართველოში ფილიალის გახსნასთან,ახალი გლობალური ბრენდების შემოყვანასთან თუ სხვა საქმიანობასთან“. - განაცხადა ნინო გამყრელძემ - 4Hospitals -ის დირექტორმა.


დამატებითი ინფორმაცია 4Hospitals -ის შესახებ იხილეთ : https://www.facebook.com/4Hospitals/


(NS)

 



თეგები:
4Hospitals



კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....


მსგავსი სიახლეები

up