საქართველოში 4G ინტერნეტის წილმა 88%-ს გადააჭარბა

საქართველოში 4G ინტერნეტის წილმა 88%-ს გადააჭარბა

access_time2021-04-17 16:00:28

მობილური ინტერნეტის ბაზარზე 2021 წლის იანვარში 4G-ის წილმა 88.4%-ს მიაღწია, 3G-ის წილი 11.5%-მდე შემცირდა, რაც შეეხება 2G-ს შეიძლება ითქვას, რომ ის პრაქტიკულად აღარც არსებობს მისი წილი მხოლოდ 0.1% შეადგენს. მართალია ძველ მობილურ ტელეფონს უფრო მეტი ადამიანი ფლობს, მაგრამ ისინი ინტერნეტით არ სარგებლობენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გაორმაგდა მობილური ინტერნეტის მოხმარებაც.


4G მსოფლიოში პირველად 2009 წელს გაეშვა, საქართველოში კი 6 წლის დაგვიანებით გამოჩნდა. პირველი ლიცენზია მაგთიკომმა აიღო, რომელიც აბონენტთა რაოდენობით დღესაც ლიდერია. 2016 წელს 4G-ის წილი 38%-ს შეადგენდა, 2017 წელს უკვე დომინანტი გახდა 56%-ს მიაღწია, 2018 წელს მისი წილი 65%-მდე, 2019 წელს 77%-მდე გაიზარდა. 80%-იანი ზღვარი კი 2020 წელს გადაილახა.


საქართველოში 5G-ის მხარდაჭერის მქონე სმარტფონებს 2019 წლიდან მოიხმარენ, მაგრამ ჯერჯერობით ქსელი არ მუშაობს. გასული წლის აგვისტოში მაგთიკომმა სატესტო რეჟიმში 5G ინტერნეტი გაუშვა, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოესი 3 წლის მანძილზე ტექნოლოგია მომხმარებლისთვის ხელმწისაწვდომი არ იქნებოდა.



4G-ის წილის ზრდის პარალელურად ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა მოხმარების ტრაფიც, რასაც თავის მხრივ კარანტინმა და მობილურ ინტერნეტზე ფასების კლებამაც შეუწყო ხელი. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2021 წლის იანვარში 1 გიგაბაიტი მობილური ინტერნეტის ღირებულება 2020 წლის იანვართან შედარებით 47%-ით გაიაფდა და 79 თეთრი შეადგინა.


2021 წლის იანვარში მობილური ინტერნეტის მოხმარებამ 21.5 პეტაბაიტს (21 500 ტერბაიტს) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 98%-ით აღემატება. თავის მხრივ 2020 წელს მობილური ინტერნეტის მოხმარებამ 190.3 პეტაბაიტი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 117%-ით, 2018 წლის მაჩვენებელს კი 199%-ით, 2018-2019 წლების ჯამურ მაჩვენებელს კი 25%-ით აღემატება.


2021 წლის იანვრის მდგომარეობით მობილური ინტერნეტის ბაზრის 51.8%-ს მაგთიკომი აკონტოლებს, 28.5%-ს სილქნეტი (ჯეოსელი), დარჩენილ 19.7%-ს კი ბილაინი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up