474 მლნ ლარიანი შემოსავლით კარფური საქართველოს რითეილ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

474 მლნ ლარიანი შემოსავლით კარფური საქართველოს რითეილ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

access_time2021-05-18 11:00:41

ექვსმა დიდმა სუპერმარკეტების ქსელმა 2019 წელს საქართველოში 1.656 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო. მათგან ყველაზე ბევრი - 474 მლნ „კარფურმა“ გამოიმუშავა მისი წილი მსხვილ ქსელებში 28%-ს აღემატება.


კარფურის“ პირველი მაღაზია საფრანგეთში 1960 წელს გაიხსნა. დღეს კომპანია 30 სახელმწიფოში 12 200-ზე მეტ სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტს ფლობს. 2019 წელს კარფურის შემოსავალმა €81 მლრდ, წმინდა მოგებამ კი €1.3 მლრდ შეადგინა. ქსელი 321 000 ადამიანს ასაქმებს. ბრენდი საქართველოში 2012 წელს გამოჩნდა. პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში გაიხსნა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ამჟამად შვიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორში, თალავსა და ფოთში 2 ჰიპერმარკეტითა და 42 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.


ქართული ქსელური სუპერმარკეტებიდან ყველაზე ძველი „ნიკორაა,“ რომელიც ბაზარზე 2000 წლიდან გამოჩნდა. „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმენტის ქვეშაა ასევე „ლიბრესა“ და „ნუგეშის“ ქსელებიც. კომპანია ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა წარმოდგენილი, თუმცა 242-დან 191 მაღაზიას, ანუ თითქმის 80%-ს თბილისში ფლობს. ნიკორა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელიცაა, სადაც 5000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.



ორი ნაბიჯის“ ისტორია 2010 წლიდან იწყება. მისი მიზანი უბნის მაღაზიების ჩანაცვლება იყო. დღეს ქსელი უკვე 250-მდე ობიექტს ითვლის. დასაქმებულთა რაოდენობა კი 2000-ს აღწევს. კომპანია დაბალ ფასებში პოზიციონირებას ცდილობს, რისთვისაც მომხმარებელს სისტემატურად სთავაზობს ფასდაკლების ორდღიან და ერთკვირიან აქციებს.  


სპარი“ ნიდერლანდებში 1932 წელს დაარსდა. დღეს ის 4 კონტინენტზე, 48 ქვეყანაში 12 700 მაღაზიას აერთიანებს, ყოველდღიურად 13 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება და 200 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საქართველოში ფრენჩაიზინგითაა წარმოდგენილი. ფრენჩაიზი 2014 წელს „ფუდმარტმა“ შეიძინა. იქამდე 1 წლით ადრე იმავე კომოპანიამ „პოპულისა: და „იოლის“ ქსელებიც შეიძინა.


საქართველოში პიველი ჰიპერმარკეტი 2004 წელს დიდ დიღომში „გუდვილმა“ გახსნა. კომპანია თბილისსა და ბათუმში 5 ჰიპერმარკეტსა და 3 სუპერმარკეტს ფლობს და 1600-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მთავარ აქცენტს კომპანია არა ფასზე არამედ ხარისხზე და კორპორატიულ კლიენტებზე აკეთებს, რომელთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.


2015 წლის ოქტომბერში დაარსებული „ფერმა მარკეტი“ 2016 წლის ნოემბრიდან „აგროჰაბის“ სახელით ოპერირებს. გუდვილის მსგავსად აგროჰაბიც ხარისხზე და ნატურალურ პროდუქტზეა ორიენტირებული. კომპანია სულ სამ ფილიალს ფლობს, მათ შორის ორს თბილისში და ერთს ბათუმში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up