$45 მლნ-ანი მოგებით მობილური ოპერატორების ბაზარზე მაგთი ლიდერობს, სილქნეტი და ბილაინი წაგებაზე გავიდნენ

$45 მლნ-ანი მოგებით მობილური ოპერატორების ბაზარზე მაგთი ლიდერობს, სილქნეტი და ბილაინი წაგებაზე გავიდნენ

access_time2021-06-04 15:00:10

საქართველოში სულ 3 მობილური ოპერატორია, რომელთაგანაც 2 მომხმარებელს ფიქსირებულ ინტერნეტსა და საკაბელო ტელევიზიასაც აწვდის. 2019 წელს ყველაზე მეტი - 167 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მაგთიკომმა მიიღო, საიდანაც მოგება $45 მლნ-ს უდრიდა. მაგთი ერთადერთია რომელმაც მოგებაზე გასვლა მოახერხა. სილქნეტმა (ჯეოსელი) და ბილაინმა 2019 წელი ზარალით დაასრულეს.


მაგთიკომი 1996 წლის 12 თებერვალს შპს-ს სახით დაფუძნდა, პირველი კომერციული ზარი კი 1997 წლის 22 სექტემბერს განახორციელა. ამჟამად კომპანიის 51%-იან წილს ,International Telcell Cellular, LLC“, დარჩენილ 49%-იან წილს კი „Telcell Wireless, LLC“ ფლობს. ორივე კომპანია შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული.


მაგთიკომმა GPRS სერვისი 2001 წელს დანერგა, 3G მომსახურება 2006 წელს, მაგთი ფიქსი 2008 წელს, მაგთისატი 2012 წელს, 4G ინტენეტი კი 2016 წელს. იმავე 2016 წელს შეისყიდა „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივები და „დელტაკომის“ 100%-იანი წილი. შესაბამისად კომპანია მომხმარებელს სატელეფონო მომსახურებასთან ერთად ინტერნეტსა და საკაბელო ტელევიზიასაც სთავაზობს.


მაგთი ქვეყნის მასშტაბით 53 ოფისს ფლობს, რეგიონებში მოსახლეონის უკეთ მოცვისთვის დამატებით 80 საზოგადოებრივ ცენტრშია წარმოდგენლი.


მაგთიკომის საკუთრებაშია 7000-მდე საბაზისო სადგური, რაც კომპანიას საქართველოს კონტროლირებად დასახლებულ ტერიტორიაზე 98%-იანი დაფარვის საშუალებას აძლევს.


2019 წლის მდგომარეობით მობილურ ოპერატორებში შემოსავლების მხრივ მაგთი 46.1%-იანი წილით პირველ ადგილს იკავებდა. ასევე პირველ ადგილზე იყო აბონენტთა რაოდენობის მხრივაც, სადაც 40.2%-იანი წილი ეკავა. ამასთან თუ ანონენტთა რაოდენობის წილი 2017-2019 წლებში 1.6%-ით გაიზარდა, შემოსავლების წილი 0.1%-ით შემცირდა.


2019 წლის მდგომარეობით მაგთიკომი 2588 ადამიანს ასაქმებდა, მათ ხელფასების სახით წლის განმავლობაში $22.3 მლნ მიიღეს.


Reportal.ge-ზე ატვირთული კონსოლიდირებული ანგარიში მთლიაანად აშშ დოლარშია წარმოდგენილი, კომპანიის განმარტებით ხელმღვანელობამ მიიჩნია, რომ ფინანსური ანგარიშის მომხმარებლისთვის დოლარში გაკეთებული გათვლები უფრო საინტერესო იქნებოდა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.87-ს შეადგენდა. ამ კურსით შემოსავალი 479 მლნ ლარი, ხოლო მოგება 129 მლნ ლარი გამოდის.



საქართველოში სიდიდით მეორე სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტია, რომელიც 2009 წლის 2 აპრილს დაფუძნდა. 2018 წლისთვის სილქნეტი ფიქსირებული ტელეფონის, ფიქსირებული ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბაზარზე უკვე იყო წარმოდგენლი, 2018 წლის 20 მარტს კი კომპანიამ სიდიდით მეორე მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ 100%-იანი წილი $151.7 მლნ-დ შეიძინა. ჯეოსელის შესაძენად საკონსულტაციო და იურიდიული ხარჯები სილქნეტს დამატებით 13 მლნ ლარი დაუჯდა.


 ჯეოსელი პირველი GSM ოპერატორი იყო საქართველოში, რომელიც თურქული ინვესტიციით, 1996 წლის 20 აგვისტოს დაფუძნდა.


2019 წელს სილქნეტის შემოსავალმა 387 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა წელი 46 მლნ-იანი ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო წინა 2018 წელიც, რაც ორივე შემთხვევაში ძირითადად წმინდა ფინანსურმა ხარჯებმა განაპირობა.


2019 წლის მდგომარეობით სილქნეტში 2200 ადამიანი იყო დასაქმებული, მათი სახელფასო უზღუნველყოფა 54 მლნ ლარი დაჯდა.


მობილურ ოპერატორებში ყველაზე მცირე ზომის ბილაინია. კონკურენტებისგან განსხვავებით, მას საკაბელო ტელევიზია და ფიქსირებული ინტერნეტიც არ გააჩნია. 


ჯეოსელისა და მაგთის ამოქმედებიდან 10 წლის შემდეგ მესამე მობილური ოპერატორის - ბილაინის ზარი პირველად 2007 წლის 15 მარტს განხორციელდა. კომპანიის სტრატეგიას თავიდანვე დაბალი ტარიფები წარმოადგენდა. შიდა ქსელში წუთ 2 თეთრი, სტანდარტულ ფასზე 14-ჯერ ნაკლებს შეადგენდა.


2019 წელს ბილაინის შემოსავალმა 111 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ზარალმა - 40 მლნ. კომპანია სულ 338 ადამიანს ასაქმებს და მათზე ხელფასების სახით წლიურად 14.5 მლ ლარი გაიცემა.


მობილური ინტერნეტის ისტორია 20 წელზე მეტს ითვლის, თუმცა რეალური კონკურენცია ფიქსირბულ ინტერნეტთან 2009 წლიდან 4G-ის ამოქმედებიდან დაიწყო.


საქართველოში 4G ქსელი 7 წლის დაგვიანებით, 2016 წელს გაეშვა. იმ დროისთვის 4G ინტერნეტის წილი 38%-ს შეადგენა, რომელიც 2017 წელს 56%-მდე გაიზარდა, 2018 წელს 65%-მდე, 2019 წელს 77%-მდე, 2021 წლის იანვრისთვის კი 88%-მდე.


ქვეყანაში 5G-ის მხარდაჭერის მქონე სმარტფონებს 2019 წლიდან მოიხმარენ, მაგრამ ჯერჯერობით ქსელი არ მუშაობს. გასული წლის აგვისტოში მაგთიკომმა სატესტო რეჟიმში 5G ინტერნეტი გაუშვა, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოესი 3 წლის მანძილზე ტექნოლოგია მომხმარებლისთვის ხელმწისაწვდომი არ იქნებოდა.


2021 წლის მარტშ მობილური ინტერნეტის მოხმარებამ 22.9 პეტაბაიტს (22 900 ტერბაიტს) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 76%-ით აღემატება. თავის მხრივ 2020 წელს მობილური ინტერნეტის მოხმარებამ 190.3 პეტაბაიტი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 117%-ით, 2018 წლის მაჩვენებელს კი 199%-ით, 2018-2019 წლების ჯამურ მაჩვენებელს კი 25%-ით აღემატება.

 

2021 წლის მარტის მდგომარეობით მობილური ინტერნეტის ბაზრის 52.4%-ს მაგთიკომი აკონტოლებს, 28.1%-ს სილქნეტი (ჯეოსელი), დარჩენილ 19.5%-ს კი ბილაინი.


ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე 469 ათასი აბონენტით ლიდერი კვლავ მაგთია, რომლის წილიც 54.7%-ა, ხოლო სილქნეტი 34.7%-იანი წილით - 298 ათასი აბონენტი მეორე ადგილს იკავებს. დარჩენილი 10% ახალ ქსელებზე, სქაიტელსა და ახტელზე ნაწილდება.


რაც შეეხება საკაბელო ტელევიზიების 348 ათასი აბონენტით ლიდერი ამ შემთხვევაშიც მაგთია, რომელიც ბაზრის 55%-ს აკონტროლებს, მეორე ადგილზე 233 ათასი აბონენტით - 36.8% სილქნეტია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up