$44 მლნ დანაკლისი რუსი ტურისტებისგან - საიდან და როგორ მიიღო ეს რიცხვი მთავრობამ?

$44 მლნ დანაკლისი რუსი ტურისტებისგან - საიდან და როგორ მიიღო ეს რიცხვი მთავრობამ?

access_time2019-08-07 17:31:05

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA) ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორმა ივლისის განმავლობაში რუსი ტურისტებისგან $44 მილიონი დოლარით უფრო ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე - 2018 წელს. თავად ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში საქართველოს ტურისტული სექტორი გაიზარდა, ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 5.8%-ით მოიმატა და 1,099,474 შეადგინა, ხოლო უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი 1%-ით 570,482 ტურისტამდე გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის ზრდა არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან დაფიქსირდა. დადებითი ტენდენცია იყო ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.


რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის მიმართულებას, 8 ივლისს ამოქმედებული ავიასანქციების შედეგად, ივლისში რუსი ვიზიტორების რაოდენობამ 6.4%-ით იკლო. თვის განმავლობაში რუსეთიდან სულ 159,063 საზღვრის კვეთა აღირიცხა. აქედან, 50,849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს კლება მონეტარულ გამოსახულებაში $44.3 მილიონს შეადგენდა. თუმცა, საინტერესოა რა დაშვებას დაეყრდნო ტურიზმის ადმინისტრაცია ამ შეფასების გაკეთებისას, რადგანაც ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, საშუალოდ ერთი რუსი ტურისტი ქვეყანაში 1135 ლარს ხარჯავს (ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში ერთმა რუსმა ვიზიტორმა ერთ ვიზიტზე დახარჯა 1135 ლარი) თუ ამ რიცხვს 18,851-ზე ანუ რუსი ვიზიტორების რაოდენობის კლებაზე გავამრავლებთ, 25 მილიონ ლარს მივიღებთ, რაც ამერიკულ დოლარებში $8.7-ს შეადგენს.


ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ დასახელებული $44.3 მილიონი დოლარის დანაკლისი კი, ნიშნავს იმას, რომ იმ 18,851 რუს ტურისტს, რომელიც არ შემოსულა, საშუალოდ ერთ ვიზიტზე $2350 ანუ 6885 ლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა თავად ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსი ტურისტები ერთ-ერთი ყველაზე დაბალმხარჯველი ვიზიტორები არიან, ხოლო ყველაზე მეტს ერთ ვიზიტზე დასავლეთ ევროპელი ტურისტები ხარჯავენ. მათი ხარჯი ერთ ვიზიტზე საშუალოდ 2300 ლარია.


ამ რიცხვებს შორის ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობის გამო, BMG-იმ დამატებითი ინფორმაციისთვის, ტურიზმის ადმინისტრაციას მიმართა. ადმინისტრაციიდან კი, მათი ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის წერილობითი კომენტარით გვიპასუხეს, რომელიც ამბობს, რომ მთლიანად ივლისის განმავლობაში საქართველომ ტურიზმიდან $375 მილიონი დოლარი მიიღო, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 58 მილიონი დოლარით ნაკლებია. ამ დანაკლისში კი $44 მილიონიანი წვლილი, რუსეთიდან ვიზიტორთა ნაკადის შემცირებით არის გამოწვეული:


მარიამ ქვრივიშვილის განმარტება:



“საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკური ანალიზისას ეფუძნება ვიზიტორების კონცეფციას, რადგან ამ კონცეფციაში გამორიცხულია ტურიზმისთვის ისეთი არარელევანტური კატეგორიები, როგორიცაა საზღვრის ხშირი გადამკვეთები და 15 წლამდე ასაკის მოგზაურები.


ვიზიტორების რაოდენობიდან ითვლება ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები როგორიცაა: მთავარი მიზანი, მონახულებული ადგილი, ღამისთევების რაოდენობა, საშუალო დანახარჯი და ა.შ. ეს მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და მის შემუშავებაში სწორედ ამ ორგანიზაციის ექსპერტები მონაწილეობდნენ. ეს მეთოდოლოგია უკვე გასაგები მიზეზების გამო არ ფარავს მთლიან ეკონომიკურ ეფექტს, რაც უცხოელი მოქალაქეების შემოსვლის შედეგად დგება. აღნიშნული მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები ერთი კვარტლის დაგვიანებით ქვეყნდება მისი დამუშავების დროის გამო.


მთლიანი ეკონომიკური ეფექტის შესაფასებლად გამოყენებული მეთოდოლოგია შესაბამისად განსხავავებულია და მოიცავს არა მხოლოდ ვიზიტორებს, არამედ მოგზაურების მთლიან რაოდენობას მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების შეფასება ასახავს მთლიან სავალუტო შემოდინებას, რომელსაც იღებს საქართველო და რომელიც წარმოადგენს მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვან კომპონენტს. სწორედ ამ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოგზაურების შემოსავლები 2019 წლის ივლისში 375 მლნ დოლარს შეადგენდა, ხოლო წინა წელთან შედარებით დანაკლისი 58 მილიონი იყო. იგივე მეთოდოლოგიით ამ დანაკლისში რუსეთის მოქალაქეთა გაწეული დანახარჯების შემცირების წვლილი დაახლოებით, 44 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,”- აცხადებს ქვრივიშვილი.


ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ გათვლებზე საუბრობს, თუმცა თავად ეროვნულ ბანკს 2019 წლის ივლისის ტურიზმის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია. სებ-ში განგვიცხადეს, რომ ეს მათ წინსწარ შეფასებას წარმოადგენს, ხოლო დოკუმენტის სახით, მაკროეკონომიკურ მიმოხილვას შემდეგ კვირაში გამოაქვეყნებენ.


ე.წ. ტურისტული ემბარგოს შედეგების შესახებ საკუთარი შეფასება Galt & Taggart-მაც მოამზადა. BMG-სთან საუბარში ორგანიზაციის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა განაცხადა, რომ მათი წინასწარი შეფასებით, ივლისში ტურისტულმა შემოსავალმა $428 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.


“ივლისის თვეში ტურისტული სფეროს შემოსავალი ჩვენი წინასწარი შეფასებით იყო $428 მილიონი დოლარი. ეს არის დაახლოებით, 1%-იანი შემცირება წინა წელთან შედარებით.


ტურისტების რიცხვი კი არის გაზრდილი 1%-ით, მაგრამ ბევრი რუსი ვიზიტორი მოაკლდა და ზრდა იყო მაღალი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ეს ვიზიტორები საშუალოდ კიდევ უფრო ცოტას ხარჯავენ, ვიდრე - ვიზიტორები რუსეთის ფედერაციიდან. შესაბამისად, დავთვალეთ, რომ კლება იყო საერთო ჯამში. რუსების ნაცვლად რომ არის ზრდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, ამ სხვა ქვეყნებმა შეავსო რუსეთის დანაკლისი. 1%-იანი ზრდის მიუხედავად, ხარისხობრივად განსხვავებული გადანაწილების გამო, მცირედით შემცირდა ტურისტული შემოსავლები. დაახლოებით, $4-5 მილიონის ფარგლებშია ეს შემცირება,” - განაცხადა BMG-ისთან Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა.


ცნობისთვის: Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის პროგნოზით, წელს, სავარაუდოდ, საქართველო რუსი ტურისტებისგან 200 მლნ დოლარს დაკარგავს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ზარალი 200 მლნ-ზე ნაკლები იყოს.



BMG





ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up