4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა და გადასახადებისგან 15.2%-ით მეტი შემოსავლის მიღება - 2021 წლის ბიუჯეტის პარადოქსები

4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა და გადასახადებისგან 15.2%-ით მეტი შემოსავლის მიღება - 2021 წლის ბიუჯეტის პარადოქსები

access_time2021-01-06 10:00:09

პარლამენტმა 2020 წლის 29 დეკემბერს 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 4.3%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე და 3%-იან ინფლაციაზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით, 2021 წელს გადასახადებისგან მობილიზებულმა თანხებმა 2019 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს უნდა გადააჭარბოს რისი ალბათობაც ძალზედ მცირეა.


მთავრობა 2020 წელს 5%-იან ვარდნას და 2021 წელს 4.3%-იან ზრდას ელოდება. ერთიც და მეორეც არარეალურია, თუმცა ამ დაშვებითაც კი 2021 წლის ეკონომიკა 2019 წლის ეკონომიკის 99% იქნება და ამ ფონზე უფრო მეტი შემოსავლების ზრდის იმედის ქონა, ცოტა უცნაურია.


2021 წლისთვის მთავრობა გადასახადების სახით 2019 წელთან შედარებით 676 მლნ ლარით მეტს პროგნოზირებს. პროექტის თანახმად 2021 წელს საშემოსავლო გადასახადის მოცულობა 2019 წლის ფაქტთან შედარებით 115 მლნ ლარით, 2020 წლის კორექტირებულ გეგმასთან შედარებით კი 325 მლნ ლარით იზრდება. ეს ზრდა შესაბამისად 103 და 592 მლნ ლარს აღწევს დღგ-ს შემთხვევაში. რაც შეეხება აქციზს ის 2020 წლის პანდემიამდელ პროექტსაც აჭარბებს და 1.582 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.


ბიუჯეტის პროექტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადისგან მისაღები თანხის მოცულობა 10.9%-ით იზრდება, დღგ - 15.8%-ით, აქციზი - 19.4%-ით, მოგების გადასახადი - 13.2%-ით, იმპორტის გადასახადი კი 1.1%-ით. 0-დან 70 მლნ ლარამდე იზრდება სხვა გადასახადებიც. მთლიანობაში 2021 წელს 2020 წლის კორექტირებულ მაჩვენებელთან შეადრებით გადასახადებისგან ამოღებული თანხის მოცულობა, მისი განაკვეთის უცვლელად დატოვების პირობებში 15.2%-ით იზრდება, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 4.3%-ს შეადგენს.

რეალობა კი პროგნოზთან შედარებით უფრო მძიმეა. 2020 წლის 11 თვეში ეკონომიკა 5.9%-ით შემცირდა. მათ შორის ნოემბერში 7.7%-ით. სექტემბერში როცა რეგულაციები შემცირებული იყო მშპ მხოლოდ 0.7%-ით შემცირდა, იმავე პერიოდში 3.2%-ით დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაც კი გაიზარდა. სექტემბრის რეგულაციები დაახლოებით იმ სიმძიმის იყო რაც ივლის-აგვისტოში, მაგრამ მაშინ კლება 5%-ს აჭარბებდა, რაც ტურისტული სეზონის ჩავარდნით იყო გამოწვეული. ოქტომბერში მცირედით გაზრდილმა რეგულაციებმა ეკონომიკა უკვე 3.9%-ით შეამცირა, ხოლო ნოემბერში 7.7%-ით. აღსანიშნავია, რომ კომენდანტის საათი 9 ნოემბრიდან ამოქმედდა და ის 22:00 სთ-ზე იწყებოდა, 28 ნოემბრამდე სავაჭრო ცენტრებიც მუშაობდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. დეკემბერში კომენდანტის საათმა 21:00 სთ-ზე გადმოინაცვლა, ყველაფერი გაჩერდა და თვის ბოლოს 1 კვირით გახსნილ მოლებში რიგების მიუხედავად იმის ნახევარი ბრუნვაც არ ყოფილა რაც წინა წლებში, რის გამოც დეკემბერში ორნიშნა ვარდნას უნდა ველოდოთ, მაისში ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. აპრილში კიდევ უფრო მკაცრი ლოკდაუნის პირობებში - 16.6%-ით. ნებისმიერ შემთხვევაში წლიური ვარდნა 6%-ს გადააჭარბებს, შესაძლოა 6.5%-საც.


დამაიმედებელი არც 2021 წელია. იანვარი კვლავ რეცესიით იწყება. წესით რეგულაციების უდიდესი ნაწილი თებერვლიდან უნდა მოიხსნას, მათ შორის საერთაშორისო ფრენებიც უნდა აღდგეს, თუმცა ის ჯერ კიდევ ივლისიდან უნდა განახლებულიყო, მთავრობას დამატებითი შეზრუდვების უფლება მხოლოდ 2020 წლის 15 ივლისამდე უნდა ჰქონოდა, ამის შემდეგაც 24 დეკემბრიდან ერთი კვირით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ამუშავებულიყო. 29 დეკემბერს პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, პრეზიდენტისა და თვით პარლამენტის თანხმობის გარეშე, შეზღუდვების ექსკლუზიური უფლება კიდევ 6 თვით 2021 წლის ივლისამდე გაუხანძლივა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველა შეზღუდვა მართლა მოიხსნა. ტურიზმსა და ავიაციას აღსადგენად კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებათ. თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 590 ათასამდე შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქუთაისის აეროპორტი 2020 წელ 1 მლნ-ზე მეტ მგზავრს ელოდებოდა და მხოლოდ 184 ათასის მომსახურება შეძლო, ისიც მხოლოდ პირველ კვარტალში, აპრილიდან როგორც მგზავრების, ასევე რეისების გრაფაში ნულები ჩაიწერა. 700 ათასამდე შემცირებული ტურისტების რაოდენობაც, რაც ასევე 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს რიცხვიც საერთაშორისო განმარტებიდან იქნა მიღებული, რადგან პირი რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება ტურისტად აღირიცხება.


წელი ვარდნით იწყება და პროგნოზირებადი არც მომავალი პერიოდია, რასაც შეიძლება პოლიტიკური კრიზისიც დაემატოს. ამ ფონზე 4.3%-იანი ზრდა ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება.


ბიუჯეტის პროექტში კითხვებს აჩენს ინფლაციის 3%-იანი მოლოდინიც. 2021 წლის იანვრიდან ბიზნესსუბიექტებს თბილისში გაზზე გადასახადი 28%-ით 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე გაეზარდათ, ხოლო ელექტროენერგიაზე მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ 72%-ით. ზრდის ტემპი მცირედით განსხვავდება თბილისისა და რეგიონების, ასევე სხვადასხვა ძაბვის შემთხვევაში. 48%-ით ₾6.5-მდე გაძვირდა 1 კუბური მეტრი, ანუ 1 ტონა წყლის გადასახადიც. არასაყოფაცხოვრებო მომხამრებლებისთვის წყლის ტარიფი ფიზიკურ პირებთან შედარებით 1250%-ით მეტია. გაზრდილი კომონალური გადასახადები ბიზნესისთვის გაზრდილ ხარჯს ნიშნავს, რაც აუცილებლად აისახება ფასებში.


რაიმეს დათვლისას რეალური მონაცემების გარდა მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ ითვლის მას და რა მეთოდით. საქსტატის ცნობით 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2019 წლის თებერვლის შემდეგ პირველად ჩამოსცდა 3%-იან მაჩვენებელს და 2.4% შეადგინა, ოღონდ ამ გამოთვლისას გაკეთებული იყო დაშვება, რომ წყალმომარაგების ხარჯი 36.5%-ით, ხოლო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის 30.1%-ით შემცირდა. აღნიშნული დაშვება თავის მხრივ საბიუჯეტო სუბსიდირებას ეფუძნება, საიდანაც პროგრამაზე ყოველთვიურად გადასახადის გადამხდელთა ₾50 მლნ იხარჯება. სუბსიდირების გაუთვალისწინებლად დეკემბერში წლიური ინფლაცია 4.3% იქნებოდა.


ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ₾5.279 მლრდ-ის ვალის აღებაა გათვალისწინებული, რაც მშპ-ს მიმართ 60%-იანი ზღვარის გადალახვას გულისხმობს, თუმცა ეკონომიკური ვარდნის გამო, რაც მთავრობას გამონაკლისის ნებას რთავს, ამ გადაწყვეტილებით კანონი არ ირღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადების გეგმის შესრულება ძალიან გაჭირდება მთავრობას ორი ვარიანტი რჩება, ან რიგ პროექტებზე უარის თქმა და ხარჯების შემცირება ან ვალდებულებების კიდევ უფრო მეტად ზრდა, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის საშიში პრეცენდენტია.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up