42 საპრივატიზაციო მიწა 74356 კვ.მ.-ზე - წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ აუქციონზე მცირე ლოტებად გაიყიდება

42 საპრივატიზაციო მიწა 74356 კვ.მ.-ზე - წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ აუქციონზე მცირე ლოტებად გაიყიდება

access_time2021-04-22 10:00:04

წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიყიდება, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესისთვის უფრო საინტერესო მისი მცირე ლოტებად შეთავაზება იქნებოდა.


„კომერსანტის“ ინფორმაციით, ახალ აუქციონზე წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია 42 საპრივატიზაციო ერთეულად დაიყოფა, რომელთა საერთო ფართობი 74 356 კვ.მ.-ია, გარდა ამისა ტერიტორიაზე არსებული გზები და სპორტული მოედანი 15 515 კვ.მ.-ს მოიცავს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, უშედეგოდ დასრულებული აუქციონის შემდეგ აცხადებდა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა მოიძებნოს წყნეთის „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის ის ფორმა, რომელიც ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერილი და მათთვის საინტერესო იქნება.


„წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები აუქციონზე ჩვენ ადრეც რამდენჯერმე გავიტანეთ, მაგრამ, შევისწავლეთ ბაზარი და დღეს განახლებული ფორმით გთავაზობთ. ეს იქნება ცალ-ცალკე აღებული ობიექტები, უფრო ფრაგმენტირებული“,- ასე უპასუხა ნათია თურნავამ კითხვას, რომელიც „წყნეთის აგარაკების“ შემდგომ პრივატიზაციას შეეხებოდა, თუმცა რას გულისხმობდა განახლებული ფორმა, როდის გაიმართება და რა ეღირება ხელახალ აუქციონზე წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ ამაზე მინისტრი არ საუბრობს.


აღსანიშნავია, რომ წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის 13 შენობა-ნაგებობა განთავსებულია 89 988 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომლის საწყისი ღირებულება სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ“ 55,710,287 ლარად შეაფასა. ის აუქციონზე არაერთხელ იყო გამოტანილი, თუმცა გამარჯვებული ვერცერთ ჯერზე ვერ გამოვლინდა. ბოლოს, აუქციონი 2021 წლის 22 იანვარს გაიმართა.


წინა აუქციონების საინვესტიციო პირობებით, გამარჯვების შემთხვევაში მყიდველი ვალდებული ხდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიასა ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო. ამასთან, მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მლნ ლარია. პროექტის განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამავე დროს, ამით ხელი შეეწყობა მომიჯნავე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას.


საინტერესოა, რომ ე.წ. წყნეთის „სამთავრობო აგარაკების“ ხარჯი შემოსავალს აღემატება. ქონების ეროვნული სააგენტოდან 2020 წელს გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლიდან 2020 წლის ბოლომდე ობიექტის შენახვის ხარჯი დაახლოებით 5 187 019 ლარია, ხოლო შემოსავალი 2 981 767 ლარი.



ე.წ. წყნეთის „სამთავრობო აგარაკების“ შენახვის (მოვლის) ხარჯი, 2015 წლიდან დღემდე, ჯამში შეადგენს 5 187 019 ლარს, საიდანაც:

2015 წელს შეადგინა 825 311 ლარი;

2016 წელს შეადგინა 815 763 ლარი;

2017 წელს შეადგინა 862 038 ლარი;

2018 წელს შეადგინა 907 666 ლარი;

2019 წელს შეადგინა 914 729 ლარი;

2020 წელი (საპროგნოზო) შეადგინა 861 512 ლარი;


ამასთან 2015 წლიდან დღემდე შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 2 981 767 ლარი, საიდანაც:

2015 წელს შეადგინა 364 201 ლარი;

2016 წელს შეადგინა 282 971 ლარი;

2017 წელს შეადგინა 352 607 ლარი;

2018 წელს შეადგინა 562 780 ლარი;

2019 წელს შეადგინა 593 401 ლარი;

2020 წელი (საპროგნოზო) შეადგინა 825 805 ლარი;


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up