41 ათასი მსოფლიო საბანკო ანგარიშიდან 100 მილიონი მოიპარეს - დაჯგუფებას საქართველოს მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ

41 ათასი მსოფლიო საბანკო ანგარიშიდან 100 მილიონი მოიპარეს - დაჯგუფებას საქართველოს მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ

access_time2019-05-16 21:55:27

მსოფლიო მასშტაბის სკანდალი და ბოლო დროის ყველზე რეზონანსული კიბერდანაშაული - „კურიერმა“ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს განჩინება მოიპოვა. საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა, ირკვევა, რომ მთელ მსოფლიოში 41 ათასი საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ორმა მოქალაქემ და მათმა თანამზრახველებმა 100 მილიონი დოლარი მოიპარეს.



„კურიერმა“ დაადგინა ჯგუფის ლიდერების ვინაობა - ალექსანდრე კონოვალოვი და მარატ კაზანდჟიანი. „კურიერის“ გადამღები ჯგუფი ვარკეთილში კონოვალოვის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. მისი მეზობლების თქმით, ბოლოს ის რამდენიმე დღის წინ ნახეს.

 


საქართველო პროკურატურა ასაიდუმლოებს, თუმცა „კურიერმა“ დაადგინა, რომ მსოფლიო მასშტაბის სკანდალში ალექსანდრე კონოვალოვი და მისი მეგობარი მარად კაზანჯიანი ფიგურირებენ, ორივე თბილისში ცხოვრობდა და 2015 წლიდან მსოფლიო წამყვანი ბანკების ანგარიშებიდან დიდი რაოდენობით თანხების მოხსნას ცდილობდა.



კონოვალოვი, იგივე ნან-ერთი” დაჯგუფების ლიდერი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის და მისი თანამზრახველები იყენებდნენ ვირუსს, GozNym-ით ისინი კომპიუტერებში შეღწევას, მონაცემების მოპარვას და შემდეგ საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოხსნას ახერხებდნენ.



დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი მარატ კაზანდჟიანი, იგივე ფენტომი საქართველოსა და ყახაზეთის ორმაგი მოქალაქეა. ის კიბერშეტევის დროს თბილისში იმყოფებოდა. ალექსანდრე კონოვოლოვის მთავარი ასისტენტი და ტექნიკური ადმინისტრატორი თბილისში 8 მაისს დააკავეს. ამავე დღეს ალექსანდრე კონოვალოვიც დააკავეს. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატების ინფორმაციით, უპრეცედენტო კიბერთავდასხმის საქმის მთავარი ფიგურანტი ბრალს არ აღიარებს.



ბოლო რამდენიმე კვირაა, საქართველოს ყველა წამყვანი ბანკი კლიენტებს აფრთხილებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან შესაძლოა, მათი ანგარიშები საეჭვო ბმულზე გადასვლის შემთხვევაში გატეხონ და ფული თავდამსხმელების ხელში აღმოჩნდეს. უცნობია, უკავშირდება, თუ მსოფლიო მასშტაბის კიბერთავდასხმას ქართული ბანკების გაფრთხილება.



ამერიკული სასამართლოს დოკუმენტებში ერთადერთი ქართულ ბანკი ვითიბი ფიგურირებს, საიდანაც ათი ათასობით დოლარი მოიპარეს. საქართველოს მოქალაქეების, გარდა უპრეცედენტო კიბერთავდასხმის საქმეზე დაკავებულთა შორის არიან ბულგარეთის, მოლდოვის და უკრაინის მოქალაქეებიც. გამოძიება ამ დრომდე დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრს ეძებს. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.


rustavi2.ge





“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი
access_time2019-05-20 15:11:57
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ...

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის
access_time2019-05-20 15:00:32
გაფართოებული დაფინანსების შესახებ პროგრამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამა, რომელიც სამწლიანია, საქართველომ წინმსწრებით დაასრულა და ერთი წლით ადრე პროგრამის დასრულებამდე, პროგრამით...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...


მსგავსი სიახლეები

up