40 წლის შემდეგ აღდგენილი ქართველი ფარმაცევტის რეცეპტი – საფერავის უალკოჰოლო სასმელი ინვესტიციის მოლოდინში

40 წლის შემდეგ აღდგენილი ქართველი ფარმაცევტის რეცეპტი – საფერავის უალკოჰოლო სასმელი ინვესტიციის მოლოდინში

access_time2017-12-09 16:00:55

70-იან წლებში, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილმა ფარმაცევტმა – ირაკლი ნატროშვილმა, საფერავის უალკოჰოლო სასმელის რეცეპტი შექმნა. სასმელის სინჯები იაპონიისა და ამერიკის ლაბორატორიებში გაიგზავნა, სადაც მისი ანტიოქსიდანტური შემცველობა დადასტურდა, თუმცა, უალკოჰოლო საფერავი არასდროს უწარმოებიათ. 40 წლის შემდეგ, ირაკლი ნატროშვილის შვილმა – გიორგი ნატროშვილმა მამის რეცეპტის, მომზადების წესისა და ტექნოლოგიის აღდგენა და ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა, როგორც თვითონ ამბობს, გადმოიღო თაროდან სიძველისგან დაყვითლებული ფურცლები და უცხოური ლაბორატორიების შედეგის გადამოწმება საქართველოში, კახა ბენდუქიძის ლაბორატორიაში სცადა. იგივე შედეგი მიიღო. ღვინის გემოვნური თუ ორგანული თვისებების მქონე სასმელი ორგვარია – ცივი და ცხელი. რა პერსპექტივა აქვს პროდუქტს ქართულ და უცხოურ ბაზრებზე და რა არის საჭირო უალკოჰოლო საფერავის საწარმოებლად – ამ საკითხებზე მარკეტერი სტარტაპ იდეის ავტორს – გიორგი ნატროშვილს ესაუბრა:


- როგორია საფერავის უალკოჰოლო სასმელის ისტორია და გარდა ანტიოქსიდანტური მოქმედებისა, რა თვისებები აქვს მას?


70-იანებში მამაჩემი მუშაობდა მეღვინეობის პროდუქტებზე. მისი ნაშრომები ახლა გადმოვიღეთ და აღვადგინეთ ტექნოლოგია, რეცეპტურა და მომზადების წესი – მივიღეთ პროდუქტი, რომელსაც პირობითად ღვინის ჩაი ვუწოდეთ. პაკეტებში მოთავსებული გრანულები, რომელიც ცხელ წყალში 3-4 წუთში იხსნება და ვიღებთ ბორდოსფერ შეფერილობის უალკოჰოლო წითელი ღვინის სასმელს, რომელიც მიღებულია ნატურალური პროდუქტებისგან, ფიზიკური დამუშავებით, აქვს საფერავის გემო და ფერი და შეიცავს ყველა იმ სასარგებლო თვისებას, რაც წითელ ღვინოშია. ასევე, მამას ნაშრომებიდან წამოვწიეთ ცივი, ქვევრში დაყენებული უალკოჰოლო ანტიოქსიდანტური სასმელი, სამი ფორმით: მშრალი, ნახევრად მშრალი და ნახევრადტკბილის სახით, რომლის გემოვნურმა თვისებებმა, ასევე, დიდი მოწონება დაიმსახურა. წითელი ღვინის სარგებლობის ანალოგიურად, ეს პროდუქტიც მოქმედებს ანტიდეპრესანტის მსგავსად, ინსულტის თავიდან ასარიდებლად, ასევე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ა.შ.


width=720


- რა სტრატეგია გქონდათ ან გაქვთ იდეის განსახორციელებლად? რა კონკურსებში ან პროექტებში მიგიღიათ მონაწილეობა?




-იდეა წარვადგინეთ სტარტაპ საქართველოზე, სადაც გავიმარჯვეთ, თუმცა, პარტნიორთან უთანხმოების პირობებში, უარი ვთქვით საქმიანობის გაგრძელებაზე. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღეთ Creative Business Cup Contest-ში, რომელშიც გავიმარჯვეთ და საერთაშორისო ეტაპზე ესტონეთსა და დანიაში გავემგზავრეთ. დანიაში, კონკურსში გაიმარჯვა ჩინურმა რობოტმა, რა თქმა უნდა, Food Section ცალკე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, საპრიზო ადგილის გარეშე არ დავბრუნდებოდით, თუმცა, დავფიქსირდით, როგორც პირველი ასეთი სასმელის შემქმნელები. ამ ეტაპზე, ველით შემოთავაზებებს კონკურსზე ჩვენი პროდუქტით დაინტერესებული ადამიანებისგან.


- რა პერსპექტივა აქვს პროდუქტს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე და ვინ არის თქვენი სამიზნე მომხმარებელი?


-საფერავის უალკოჰოლო სასმელი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მიჰყვება ცხოვრების ჯანსაღ წესს. ლანჩის დროს იქნება, თუ სამსახურში წასვლისას, თან წაიყოლებს, დალევს, ან, თუნდაც, საჭესთან. ექიმები ხშირად გვირჩევენ წითელ ღვინოს, თუმცა, ქართველისთვის მით უფრო რთულია დოზის სწორად განსაზღვრა, ღვინოსთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე, საფერავის არაალკოჰოლურობა კი ამ პრობლემას გადაჭრის. აქტუალური იქნება, ასევე, სათხილამურო კურორტებზე ბორანითა თუ თხილამურებით სრიალისას, უალკოჰოლო სასმელი მათ გლინტვეინის მაგივრობას გაუწევს. ანტიოქსიდანტური პროდუქტი დღეს მსოფლიოში არის ბროწეულის წვენი, ასეთივე იქნება ღვინის სასმელი, რომელიც 200-300 მილიგრამიან ბოთლებში ჩამოისხმება და იქნება ქვევრში დაყენებული ღვინისა და მეღვინეობის პროდუქტებისგან შექმნილი. გვინდა, რომ ვპოზიციონირდეთ დასავლურ სამყაროში და ასევე, მუსლიმანურ კულტურაში, სადაც ღვინის გასინჯვა ბევრს უნდა, მაგრამ რელიგია კრძალავს ალკოჰოლს. გარდა ამისა, რადიაციულ ზონებში, მაგალითად უკრაინაში ან იაპონიაში, ამ პროდუქტის საჭიროება ბევრად თვალსაჩინოა. კონკურსის შედეგად, დიდი იყო დაინტერესება, მათ შორის სინგაპურის წარმომადგენლებში, სადაც მაღალი ჯარიმებია მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში.


- რა არის საჭირო უალკოჰოლო საფერავის საწარმოებლად?


-ვეძებთ ინვესტორს, რომ პროდუქცია აქტიურად ვაწაარმოოთ და გავხადოთ საერთაშორისო რეალიზაციის საგანი. საჭიროა ინვესტიცია და სადისტრიბუციო ხაზების მოძიება. ცხელი სასმელისთვის გრანულების გამოშვების შემთხვევაში, შედარებით მცირე ინვესტიციაა საჭირო. ცივს კი სჭირდება საწარმოო ხაზი, ბოთლების ჩამოსხმის დანადგარები და მეტ სტანდარტსა და პროცედურას მოიცავს. ინვესტორთან ერთად, შეგვიძლია გავხადოთ ეს პროდუქტი საერთაშორისო მოხმარების და ღვინის სამშობლო, 8000 წლიანი ისტორიით, შესაძლოა გახდეს ღვინის უალკოჰოლო ცივი სასმელისა და ჩაის შემქმნელიც.

მარკეტერი




საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია

საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია
access_time2021-05-13 13:27:21
„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ, მობილობის შესამცირებლად და ამასთან, ეკონომიკური სარგებლისთვის, საუკეთესო გამოსავალი კომენდანტის საათის გადაწევა იქნებოდა. მისი თქმით, მცირე სამუშაო დროის პირობებში, როგორც...

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...


მსგავსი სიახლეები

up