40-მდე დაბრუნებული ავტომობილი, 2 მიწის ნაკვეთი და ღვინის ქარხანა - ხელისუფლების სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკის შედეგი

40-მდე დაბრუნებული ავტომობილი, 2 მიწის ნაკვეთი და ღვინის ქარხანა - ხელისუფლების სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკის შედეგი

person access_time2016-02-10 17:30:28

ამჟამინდელი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. სამართლიანობის აღდგენისა და მოქალაქეებისთვის უსამართლოდ დაკარგული ქონების დაბრუნების მიზნით შარშან პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც (სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი) შეიქმნა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორია ამ სტრუქტურისა და, ზოგადად, ხელისუფლების რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგი ამ მიმართულებით. 

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, ერთი წლის განმავლობაში რამდენი და რა სახის დანაშაული გამოიძია დეპარტამენტმა, რომლის შემადგენლობაშიც 20 ადამიანი შედის და რომლის ვალდებულება 2012 წლიდან შესული ათიათასობით საქმის გამოძიებაა.

 

ამ ხნის განმავლობაში დეპარტამენტის მიერ გამოძიებული საქმეების შედეგად, 40-მდე ავტომობილი, 2 მიწის ნაკვეთი, ოქროს ნაკეთობები და ერთი ბიზნესი - ღვინის ქარხანა „აკურა“ დაუბრუნდა მფლობელს.


გასული ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულზე და ჩამორთმეულ ქონებაზე განაცხადი პროკურატურაში „ნიბა ინვესტის“ დამფუძნებელ ბაკურ კიღურაძეს აქვს შეტანილი. ბიზნესმენი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფო აქტიური ნაბიჯებისგან თავს შეგნებულად იკავებს, რათა დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდეს და პასუხი არავის მოსთხოვონ. კიღურაძე ამბობს, რომ საქმეების გახსნის შემთხვევაში დამატებით ათასობით ადამიანის ციხეში ჩაჯდომა მოუწევს, რაც ხელისუფლებას არ სურს.

 

„ეს ყველაფერი არამარტო ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, არამედ ღირსების აღდგენასაც ეხება. ადამიანები არიან უკანონოდ გასამართლებულები და პასუხი ამას ჯერ არ აქვს გაცემული. ამას ემატება ჩამორთმეული ქონებებიც.

 

სახელმწიფო თავს იკავებს აქტიური ნაბიჯებისგან, რადგან ეს აუცილებლად დაკავშირებული იქნება კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან. კონკრეტული პირების უკან იმალებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ვის დავალებასაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ასრულებდნენ“,- განაცხადა ბაკურ კიღურაძემ.



კომპანია „მაგნატის“ ყოფილი მფლობელი ჯემალ ლეონიძე კი ახალი უწყების მუშაობით უკმაყოფილო არ არის. ლეონიძე აცხადებს, რომ მის კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით წინგადადგმული ნაბიჯებია.


„ახალი დეპარტამენტი მუშაობს ჩვეულ გრაფიკში, რომელზეც არ მეთქმის პრეტენზია. ჩემს საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება არა სწრაფი ტემპით და სირბილით, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, არამედ იმ კუთხით, რა კუთხითაც საჩივარი მქონდა შეტანილი 2011 წლიდან. ალბათ მალე დასრულდება გამოძიება. გონივრულ ვადაში იქნება პასუხი“,- აცხადებს ლეონიძე.


“კომერსანტი“ ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის და არასამთავრობო სექტორის პოზიციითაც დაინტერესდა.


პარლამენტარი თემურ მაისურაძე დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, მათ მიერ ერთი წლის განმავლობაში გამოძიებული საქმეები ზღვაში წვეთია. ამასთან პარლამენტარი ამბობს, რომ არცერთი გახმაურებული საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის. 

 

„იმ საქმეებიდან, რომლებიც ჩვენ ვიცით და რომლებითაც საქართველო შეწუხებული იყო, ეს ზღვაში წვეთია. სამწუხაროდ, ვერც წარმომიდგენია ერთმა უწყებამ ამ ყველაფერს როგორ უნდა გადახედოს და როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის მარტივი წესით განხილვა“,- აცხადებს თემურ მაისურაძე. მისივე თქმით, წარმოუდგენელია სამართლიანობა აღადგინონ იმ პროკურორებმა, რომლებმაც წლების განმავლობაში სხვადასხვა საქმე „შეთითხნეს“. მაისურაძე აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენის საქმეები სრულიად ახალმა, ახალგაზრდა პროკურორებმა უნდა გამოიძიონ და არა დაინტერესებულმა, ძველმა პროკურორებმა. 


საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით უფრო სწრაფი ტემპებია საჭირო. დეპუტატი აცხადებს, რომ ის სავსებით სოლიდარულია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფიქრობს, რომ მათთვის სამართალმა დააგვიანა. მიუხედავად ამისა, პარლამენტარის განცხადებით, ვერ იტყვის, რომ დეპარტამენტი არ მუშაობს, რადგანაც გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით არის. 


„როდესაც ათიათასობით განცხადებაა შესული პროკურატურაში და ამდენი ადამიანი ელოდება სამართლიანობის აღდგენას, საკუთარი ქონების დაბრუნებას, მე როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი? თუმცა, რასაკვირველია, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ არ მუშაობს ეს დეპარტამენტი. რთული საქმეებია, ხშირ შემთხვევაში ჩამორთმეული ქონებები სხვის მფლობელობაშია და ჰყავს კეთილსინდისიერი მფლობელი. ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთადერთი მიზეზი და მას უნდა შევეგუოთ. ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ადამიანებს საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით სწრაფად მიეღოთ ინფორმაცია, ან საერთოდ დაებრუნებინათ მათთვის ეს ქონება“,- აცხადებს პარლამენტარი. 


მისი თქმით, როდესაც ის პროკურატურის წარმომადგენლებთან საუბრობს, მათ აქვთ საკუთარი არგუმენტები, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში დაინტერესებული პირების მიერ გამოძიებისთვის ხელისშეშლის ფაქტებიც ფიქსირდება. რაც შეეხება საკითხს, რამდენად რეალურია, რომ ათიათასობით საჩივარი დეპარტამენტში 20-მა ადამიანმა განიხილოს, დეპუტატი აცხადებს, რომ ეს საკითხი პროკურორის არჩევისას დღის წესრიგში დააყენეს და დეპარტამენტში კადრების გადახედვის დაპირებაც მიიღეს. თუმცა, რამდენად შეასრულა დაპირება უწყებამ, მიროტაძისთვის ცნობილი არ არის.


 არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი თამარ ლუკავა „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დეპარტამენტის შეზღუდული უფლებების გამო გამოძიების პროცესში გარკვეული მოჯადოებული ჯაჭვი იკვრება, საიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელია. იურისტის განმარტებით პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ დეპარტამენტს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების უფლება არ აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებზე კი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ სასამართლოს ან მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიას აქვს, რომელიც ამ ეტაპზე არ არსებობს. „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში თუ ახალი გარემოება იქნება გამოკვეთილი. რომ შემქნილიყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, ის იქნებოდა უფლებამოსილი ხარვეზების შემთხვევაში გაებათილებინა სასამართლოს განაჩენი. ეს დეპარტამენტი ძირითადად იხილავს ისეთ საქმეებს, რომელიც ნოტარიუსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხება. მნიშვნელოვანი პრობლემები სადაც არის, იმას ვერ იხილავს“,- აცხადებს იურისტი. მისივე განცხადებით, სასამართლომ რომ ხელახლა განიხილოს სასამართლოს ძველი გადაწყვეტილება, ახალი გარემოებები უნდა იყოს გამოკვეთილი, ეს კი გამოძიების გარეშე მომჩივანს ძალიან გაუჭირდება. მეორე მხრივ, გამოძიება აღარ მიმდინარეობს, რადგანაც სასამართლოს განაჩენი გამოტანილი აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე იურისტი ამბობს, რომ საქმეები ისევ ჩიხში ექცევა.


ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ 2014 წლის ბოლოს ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პროკურატურა 2015 წლის თებერვლისთვის სამართლიანობის აღდგენის და წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის გეგმას წარმოადგენდა. 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up