4 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

4 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

access_time2017-04-13 15:37:21

4წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომას კიევი მასპინძლობს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომა ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ გახსნეს.

 

 

როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა- "საქართველოსა და უკრაინას ენერგეტიკის სფეროში საერთო ინტერესები და ურთიერთთანამშრომლობის მრავალწლიანი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვთ. კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების მანძილზე, ორივე ქვეყანა აქტიურად მუშაობს იმ მექანიზმების შემუშავებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების, ენერგეტიკული პროექტებისა, თუ მომარაგების წყაროების და რეგიონში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას. ეს ყველაფერი კი ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის დარგში არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთო ინტერესების დაცვას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია".

 

 

„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ტურიზმი რჩება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში უკრაინელი ტურისტების რიცხვი. ეს მაჩვენებელი გასულ წელსაც გაიზარდა და უკრაინას ამ სიაში უკვე მეხუთე ადგილი უკავია. მივესალმებით ჩვენს ტუროპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებას.

 

 


მსურს განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებები, ეტაპობრივად უკვე რეალობად იქცა. საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისათვის, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყნებმა დაამტკიცეს, რომ არიან საიმედო პარტნიორები. "ასოცირების შესახებ შეთანხმების" ხელმოწერით, ჩვენ ერთად, მორიგი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპასთან საბოლოო ინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ დაასრულა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი და ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. ამ მხრივ, უკრაინამაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა როცა გასულ კვირას ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს, რასაც გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს.

 

 

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ევროპული პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნები, იმედი მაქვს, რომ წარმატებით ითანამშრომლებენ გახლავთ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რომლის წევრი უკრაინა უკვე არის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ორგანიზაციასთან მიერთების შესახებ პროტოკოლს და ენერგეტიკის ნაწილში, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების დიდი ნაწილიც მოვილაპარაკეთ. უახლოეს მომავალში, იმედს გამოვთქვამთ, რომ დასრულდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და ჩვენ გავხდებით ენერგეტიკული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი."-განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

სხდომაზე მხარეები ენერგეტიკულ, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხალვენ.

 

 

კომისიის სხდომაში მონაწილეობენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი თამარ მიქაბერიძე და ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაძე.

 

 

 

 



ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებ სჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებისთ ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებით. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up