4 წელიწადში უკრაინაში სიღატაკის მაჩვენებელი გაორმაგდა

4 წელიწადში უკრაინაში სიღატაკის მაჩვენებელი გაორმაგდა

access_time2018-07-21 16:00:00

ბოლო 4 წლის მანძილზე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი უკრაინელების რაოდენობა გაორმაგდა. სიტუაციის შეცვლა მხოლოდ ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანის შემთხვევაშია შესაძლებელი - ასეთ დასკვნას აკეთებს მსოფლიო ბანკი.

ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში 2014 წელს დაიწყო - ამის მიზეზი იყო ომი  და რუსეთთან ტრადიცული კავშირების მკვეთრი შემცირება. ცნობილია, რომ უკრაინული ინდუსტრიის დიდი ნაწილი მიბმულია რუსეთთან, შესაბამიდ, რუსული ბაზრის დაკარგვის შემდეგ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა წარმოების დონე და დაიხურა ბევრი ქარხანა.

„ამ პერიოდის მანძილზე ღატაკების რაოდენობა უკრაინაში 15%-დან - 25%-მდე გაიზარდა“,  - განაცხადა უკრაინის, ბელორუსიის და მოლდოვის საკითხებში მსოფლიო ბანკის დირექტორმა სატუ კახკონენმა ხარკოვში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, უკრაინის ეკონომიკური პოტენციალი აღემატება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, რუმინეთი, ან ინდონეზია, თუმცა ეკონომიკური განვითარებით სახელმწიფო ჩამორჩა 20 წლით.

„უკრაინაშია  სახნავ-სათესი მიწების ყველაზე დიდი რაოდენობა ევროპაში, ასევე ქვეყანა გამოირჩევა მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობით ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე და ჰყავს კვალიფიციური სპეციალისტებიც. თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა არ პასუხობს განვითარების აუცილებლობას და ჩამორჩება რეალობას 20 წლით. მსოფლიო ბანკმა ჩადო უკრაინაში  5,5 მლრდ. დოლარი, მათ შორის 2,5 მლრდ. საინვესტიციო პროექტებში. სამწუხაროდ, მთელი ეს ფული  არ იქნა გამოყენებლი სრული მოცულობით და ჩვენ ველოდებით უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებებს“  - განაცხადა სატუ კახკონენმა.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის თქნით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს დაწყებული რეფორმები და დაიწყოს ახალიც - კერძოდ, სახელმწიფო ბანკებში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სადამკვირვებლო საბჭოები, რომლებიც ხელს შეუშლიან „საჭირო ხალხისთვის“კრედიტების გაცემას.


„ასევე საჭიროა სხვა ცვლილებები, კერძოდ, მიწის გამჭირვალე ბაზრის შექმნა. ეს და მრავალი სხვა გასაკეთებელი რეფორმა შექმნის ცხოვრების სტანდარტების ამაღლების სტიმულს“,  - მიიჩნევს კახკონენი.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში არიან პოლიტიკასთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებზეც მოდის  ქვეყნის მთელი ბიზნესის მხოლოდ 2%, მაგრამ ისინი აკონტროლებენ მთელი ბიზნეს-ბრუნვის 20%-ს და აქტივების მეოთხედს.

„უკრაინული „მეგობრული“ კაპიტალიზმის ეკონომიკური ღირებულების მიუხედავად,  ქვეყნის საბოლოო წარმატება დამოკიდებულია იმაზე,  თუ როგორ შეძლებს ხელისუფლება დაძლიოს იმ დაინტერესებული წრეების წინაამღდეგობა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან ქვეყანაში სამართლებრივი სისტემის და ნორმების შექმნა“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება არსებულ  სერიოზულ საინვესტიციო რისკებზე.

„ძნელია ინვესტორების დარწნუნება, რომ მათ ჩადონ ფული უკრაინაში. არის პრობლემები ასევე მაკროეკონომიკურ დონეზე - კერძოდ, ქვეყნის საგარეო ვალი არ მცირდება დაგეგმილი ტემპებით. ასევე არის ინფლაციის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ხელფასების გაორმაგებასა და სუბსიდირების ზრდასთან. ამ ფონზე შეუძლებელია სამომხმარებლო ფასების ზრდის შეკავება“, - განაცხადა კახკონენმა.







აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი

აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი
person access_time2018-10-22 20:00:00
21 სექტემბერს გამოცემა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სპეცპროკურორი რობერტ მიულერი დაინტერესდა რუსული კომპანია Crocus Group-ის დამფუძნებლის არაზ აგალაროვის და აშშ-ში მის წარმომადგენელის ირაკლი ყაველაძეს შორის განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებით. საინფორმაციო საშუალების მონაცემებით, 2016 წლის 3 ივნისს აგალაროვი შეეცადა აშშ-ს წარმომადგენლობაში 3,3 მლნ. დოლარის გადარიცხვას  - ამის შემდეგ იყო 9 ივნისი, როდესაც რუსული კომპანიის...

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“
person access_time2018-10-22 20:31:30
სტივენ ფეარი საერთაშორისო ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენმოუწოდებს. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად ცნობადი გახდა მსოფლიოშიდა ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ამ შესანიშნავ, დემოკრატიულ ქვეყანასა და ხალხსისე გაიცნობთ, როგორც მე ვიცნობ. შესაძლოა, ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში“ - ამის შესახებ მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელი,სტივენ...

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა ქალაქს ტოვებს

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა  ქალაქს ტოვებს
person access_time2018-10-22 15:30:02
ქარხანა „ელექტროცინკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები ადამიანების სოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონულ განყოფილებაში. ხანძარი საწარმოში 21 ოქტომბერს დილით გაჩნდა, შედეგად ქალაქის მოსახლეობა ჯანმრთელობის გაუარესებას - კერძოდ, თავის, ყელის და თვალების ტკივილის უჩივის. ვლადიკავკაზში არსებობს ინფორმაცია, რომ „ელექტროცინკში“...

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება
person access_time2018-10-22 18:34:16
ილონ მასკის განცხადებით, პროექტი, რომელიც ქალაქებს შორის გვირაბების სატრანსპორტო სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს, პირველ მნიშვნელოვან ფაზას ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან საკუთარ ოფიციალურ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ პირველი გვირაბის მშენებლობა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე კომპანია Boring Company მუშაობს, რომელიც მასკის მფლობელობაშია. ეს არის პროექტი, რომელიც გვირაბების სრულიად ინოვაციური...

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა
person access_time2018-10-22 17:30:20
საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემა და პროკურატურა. მიუხედავად წლების მანძილზე გატარებული რეფორმებისა თუ საკადრო ცვლილებებისა,  ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემები ყველა ხელისუფლებისთვის ქვაკუთხედად რჩება. ამ ფონზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების ახალი ინიციატივები გააჟღერა. სამი იდეის ზუსტ...


მსგავსი სიახლეები

up