4 წელიწადში საქართველოში ავოკადოს პირველ მოსავალს მიიღებენ

4 წელიწადში საქართველოში ავოკადოს პირველ მოსავალს მიიღებენ

access_time2021-09-17 15:00:52

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეგზოტიკური ხილის, ავოკადოს პირველი, საცდელი მეურნეობა შეიქმნა. ინვესტიცია ქართულმა კომპანიამ Geonuts Company განახორციელა, რისთვისაც 6 ჰექტარზე 30 000 ნერგი დაირგო. პირველ მოსავალს კომპანია 4 წელიწადში მიიღებს, ხოლო ავოკადოს სრულ მსხმოიარობას 6 წელი დასჭირდება.



Geonuts Company-ს დირექტორი, ფერმერი რეზო ჩიტაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ მეურნეობას ექსპერიმენტის სახე აქვს და რამდენად გაამართლებს იგი, დაახლოებით 1 წელიწადში გამოჩნდება, როცა ნერგები პირველ ზამთარს გადაიტანენ.



,,ავოკადო საქართველოში ბაღის სახით არავის ჰქონია, თუმცა თითო-ორორი ნერგი არის დასავლეთ საქართველოში, დეკორაციის დანიშნულება აქვს. ავოკადოს ზოგიერთ სახეობას შეუძლია 5-6 გრადუსიან ყინვას გაუძლოს, ჩვენც ძირითადად ასეთი ნერგები შევარჩიეთ - ყინვაგამძლე ჯიში, კლიმატურ პირობებთან უფრო მეტად მიახლოებული. შერჩევაში ესპანელები დაგვეხმარნენ. ცხადია, ძალიან დიდი რისკი გავწიეთ, ვინაიდან არ ვიცით, რამდენად გაამართლებს. ჩვენი ყველაზე დიდი მტერი კლიმატია - ყინვა და ქარი. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ზამთარს როგორ გადავიტანთ. დაახლოებით 1 წელიწადში კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რა მდგომარეობაა. ამ ეტაპზე მცენარეებზე დაკვირვება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ნერგები კარგად გრძნობენ თავს“, - ამბობს რეზო ჩიტიძე.



მეწარმის ინფორმაციით, 1 ჰა-ზე დაირგო 500 ძირი ავოკადო, საშუალო მოსავლიანობა კი, ევროპული ქვეყნების შემთხვევაში, 20-25 ტონაა. შენარჩუნდება თუ არა ეს მაჩვენებელი საქართველოშიც, ამას გამოცდილება აჩვენებს.



ავოკადოს მოშენებას წინ უძღვის ფერმერის საკმაოდ კარგი გამოცდილება მეხილეობაში. კერძოდ, როგორც რეზო ჩიტიძე ამბობს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფლობს ასევე 20 ჰა ხეხილის ბაღს, სადაც მოჰყავს სხვადასხვა კულტურა, მათ შორის ვაშლი, მსხალი, ფეიხოა და გარგარი.




რაც შეეხება ფასს, ავოკადოს 1 ნერგი ევროპაში საშუალოდ 13-15 ევროს ფარგლებშია. ხოლო ნაყოფის ღირებულება 3-დან 5 ევრომდე მერყეობს.



Geonuts Company-მ ნერგები იტალიური კომპანია Vivai Zanzi-სგან იყიდა და ისინი გურიაში არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.



მეწარმე განხორციელებული ინვესტიციას არ აკონკრეტებს, თუმცა მხოლოდ  ნერგის რაოდენობის და ფასის გავითვალისწინებით,  ეს ხარჯი  დაახლოებით 45 000 ევროს შეადგენს.



ცნობისთვის, საქართველოში ავოკადო პირველად 1904 წელს შემოიტანეს სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, 1913 წელს კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დარგეს.



აქამდე ის კომერციული დანიშნულებით არასდროს უწარმოებიათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე იყო გაშენებული საცდელი ნარგავები, კერძოდ, გავრცელებული იყო ჯიშები: მექსიკოლა, პუებლა და ფუერტე. როგორც ამბობენ, ქართული ავოკადო თავისი გემოთი უცხოეთიდან ჩამოტანილს არ ჩამოუვარდება. ავოკადოს კულტივაცია საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და აფხაზეთში 1940-1950 წლებში ხდებოდა, თუმცა, წარუმატებლად, რადგან სახეობები ყინვაგამძლე არ გამოდგა და საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში ამ დარგის განვითარებაზე ხელი აიღო.



ლანჩხუთში გაშენებული ბაღი კი იძლევა იმედს, რომ ევროპული გამოცდილება წარმატებით დაინერგება. მით უმეტეს, როგორც კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ამბობს, თურქეთი რუსეთის და უკრაინის ბაზრებს უკვე აქტიურად ითვისებს და საქართველოს მისთვის კონკურენციის გაწევა მოუწევს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up