საქართველოს აეროპორტებში 4 თვის მონაცემებით მგზავრების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში 4 თვის მონაცემებით მგზავრების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

access_time2019-05-07 15:10:35

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,450,847 მგზავრს მოემსახურა. რაც 20%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,208,422 მგზავრი).


უწყებაში ამბობენ, რომ აპრილში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331,523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296,163 მგზავრი). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11%-ით მეტი შეადგინა (2018 წელი 1,020,104 მგზავრი).


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2019 წლის აპრილში 67%-ით გაიზარდა და 67,530 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 40,413 მგზავრი). რაც შეეხება 4 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 224,314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ით მეტია. (2018 წელი 118,433 მგზავრი).



2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36,532 მგზავრმა ისარგებლა. რაც 16%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 31,501 მგზავრი). 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 30%-ით გაიზარდა და 88,448 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 68,261 მგზავრი).


რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 4 თვეში 1,626 მგზავრს მოემსახურა. რაც 16%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,406 მგზავრი).


ამბროლაურის აეროპორტით 2019 წლის პირველ 4 თვეს 261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 218 მგზავრი).


ჯამში, ოთხ თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,887 მგზავრმა ისარგებლა რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 1,624 მგზავრი).






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up