4 თვიანი პაუზის შემდეგ შიდა ფრენები განახლდა, აგვისტოდან კი სიხშირეებიც გაიზრდება

4 თვიანი პაუზის შემდეგ შიდა ფრენები განახლდა, აგვისტოდან კი სიხშირეებიც გაიზრდება

access_time2020-07-22 17:05:35

4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აცხადებს, პირველი ფრენა 09:00   საათზე ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით 24 ივლისს შესრულდება, ამავე დღესვე, 20:00 საათზე შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენა ბათუმის მიმართულებით.

 

ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

 

„აგვისტოდან კი მესტიის მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით შესრულდება რეგულარული რეისები, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ბათუმის მიმართულებით კი – კვირაში 4 სიხშირით. რეგულარული რეისები მესტია-ამბროლაურის მიმართულებით მცირე ზომის L410 ტიპის საჰაერო ხომადლდით განხორციელდება და მისი ტევადობა 15 ადამიანამდეა.

 

ხოლო თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე ფრენა საშუალო ტიპის საჰაერო ხომალდით – ემბრაერ 120-ით შესრულდება, რომლის ტევადობა 30 ადამიანია“, განმარტავს თამარ არჩუაძე.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

 

„შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შიდა ფრენების დაწყება მნიშვნელოვანია, ამას ელოდება, განსაკუთრებით როგორც ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც.

 

მოლოდინი, რომ დიდია ეს ბილეთების გაყიდვაზეც აისახა, ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 180-მდე ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდულია.


 

როგორც ცნობილია, 24 ივლისიდან საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. შესაბამისად, 24 ივლისიდან აღდგება ფრენები შემდეგი მიმართულებით: თბილისი-ბათუმი, ნატახტარი – მესტია და ნატახტარი – ამბროლაური.

 

ნატახტარი – მესტია – ნატახტარი

 

ერთი გზა: ზრდასრული 90 ლარი ; ბავშვები (3-12) 63 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

 

თბილისი – ბათუმი – თბილისი

 

ერთი გზა: ზრდასრული – 125 ლარი; ბავშვები (3-12) – 88 ლარი; ჩვილები (0-3) – უფასოდ.

 

ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი

 

ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

 

მესტია – ქუთაისი – მესტია

 

ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.


avianews




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up