4 შემოთავაზება ინტერნეტში, რომლებსაც არ უნდა ენდოთ

4 შემოთავაზება ინტერნეტში, რომლებსაც არ უნდა ენდოთ

access_time2022-07-10 09:00:29

ინტერნეტში ხშირად შეხვდებით შემოთავაზებას, რომელიც ერთი შეხედვით, ძალიან მიმზიდველი და ადვილად განსახორციელებელი ჩანს, თუმცა, სინამდვილეში, შესაძლოა, ძალიან რისკიანი ან სულაც თაღლითური აღმოჩნდეს. შეიძლება, იფიქროთ: ვცდი, რას ვკარგავ, მაგრამ ასეთ შემოთავაზებებში, სწორედ რომ თქვენს ფინანსებს რისკავთ. თუ არ ხართ მზად, მოგების ნაცვლად საკუთარი თანხაც დაკარგოთ, გადახედეთ ინტერნეტში გავრცელებულ 4 შემოთავაზებას, რომელსაც არ უნდა ენდოთ ან მინიმუმ, ეჭვის თვალით უნდა შეხედოთ და სიფრთხილით მოეკიდოთ:


1. იშოვე ფული მარტივად

ფულის მარტივად შოვნის სქემები მუდამ იყო და იქნება. ასეთ დროს თქვენგან გარკვეული თანხის დაბანდება მოითხოვება და სანაცვლოდ, გარკვეულ სარგებელს გპირდებიან. მსგავსი პირამიდული სქემები ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად არის შეფუთული (საბაზროზე მაღალი სარგებელი დაბანდებულ თანხაზე, საგზურის/ნივთის შეძენა და მეგობრების მიყვანა, NFT აქტივი და ა.შ.), თუმცა, არსი ერთია: არ ჩანს კომპანიის ბიზნესმოდელი, ანუ ბუნდოვანია, რაში აბანდებთ თანხას და როგორ უნდა მოიტანოს ამან მოგება. ასეთი კომპანიები არ ახორციელებენ რეალურ ინვესტიციას. თქვენი შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ  სქემაში სხვა ადამიანების გაწევრიანებაზე (თქვენ მიერ, ან თქვენ გარეშე გაწევრიანებული), რომლებიც ასევე დააბანდებენ თანხას და თქვენი მოგებაც სხვა წევრებისგან შემოსული თანხებისგან გადაიხდება. ეს მაშინაც ასეა, როდესაც სხვა წევრების არსებობა არც ისე თვალსაჩინოა და თქვენი დავალება თითქოს მხოლოდ სპორტული აქტივობა, ან ვიდეოს ყურებაა. ასეთი სქემები კი ადრე თუ გვიან, ყოველთვის იშლება: მაშინ, როდესაც ახალი წევრების მოძიება შეუძლებელი ხდება და არსებული წევრები ვეღარ იღებენ შემოსავალს. 


2. აიღე სესხი შემოსავლისა და საკრედიტო ისტორიის მიუხედავად

რატომ უნდა მოგცეთ კომპანიამ სესხი, თუ მას არ აქვს არავითარი გარანტია, რომ სესხს უკან დაუბრუნებთ? ანუ მაშინ, როდესაც არ გაქვთ შემოსავალი, საიდანაც სესხს გადაიხდით? ასევე, როდესაც სესხის გამცემს არ აინტერესებს, როგორ ფარავდით წარსულში სესხებს? ასეთი შემოთავაზებების უკან დიდი ალბათობით, თაღლითობა დგას. სესხის გამცემმა სესხის დამტკიცების სანაცვლოდ შესაძლოა, წინასწარ გარკვეული საკომისიოს გადარიცხვა გთხოვოთ. საბოლოოდ კი, თქვენი გადარიცხული თანხა მიითვისოს და რეალურად, არანაირი სესხი არ გასცეს. ასევე, შესაძლოა, თითქოსდა სესხის გადმორიცხვის მიზნით, თქვენი ბარათის მონაცემების გამჟღავნება მოითხოვოს, რაც მას თქვენს ბარათზე წვდომის საშუალებას მისცემს. 


3. მოიგე პრიზები - შეიყვანე ბმულზე შენი ინფორმაცია

ბოლო პერიოდში ასევე გავრცელებული იყო გათამაშებები ცნობილი კომპანიების სახელით სოციალურ ქსელებში, რომლებიც სინამდვილეში, ნამდვილი კომპანიების გვერდების მიმსგავსებულ, გაყალბებულ გვერდებს წარმოადგენდნენ. ასეთ შემოთავაზებებში, რაიმე ნივთის მოგებას გპირდებიან, სანაცვლოდ კი, ბმულზე გადასვლა და თქვენი ინტერნეტბანკის ან ბარათის მონაცემების შეყვანა მოითხოვება. ამ გზით შეყვანილი მონაცემები თაღლითის ხელში ხვდება, რაც მას თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომისა და თქვენი თანხის მითვისების საშუალებას აძლევს. მსგავსი თაღლითობები გარკვეული პერიოდების შემდეგ ბრუნდება ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მთავარი მიზანი, მოტყუებით ხელში ჩაიგდონ მსხვერპლის საბანკო მონაცემები - იგივე რჩება.


4. შევიძენ შენს ნივთს - შეავსე საფოსტო ფორმა

მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა, მსგავსი თაღლითობა დღესაც გვხვდება: თუ ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში ყიდით ნივთს, შესაძლოა სხვადასხვა გზით (WhatsApp, Viber, Telegram და ა.შ.) დაგიკავშირდნენ ვითომდა მყიდველები და გთხოვონ ნივთის სხვა ქალაქში გაგზავნა, საფოსტო ხარჯები კი თავის თავზე აიღონ. ამ დროს ისინი აგზავნიან საფოსტო ფორმას, სადაც თქვენი ბარათის მონაცემების შეყვანას გთხოვენ, შეკვეთის გასაფორმებლად, თანხის ჩასარიცხად ან სხვა მიზეზით. ცხადია, ასეთ ფორმაში შეყვანილი ბარათის მონაცემებიც თაღლითთან მიდის და მას თქვენი ბარათიდან თანხის მითვისების საშუალებას აძლევს. 

სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება პირამიდული სქემები, ფიშინგისა თუ ინტერნეტთაღლითობის სხვა შემთხვევებიც, შესაბამისად, ყოველთვის მნიშვნელოვანია, სიფრთხილით მოვეკიდოთ ისეთ შემოთავაზებებს, რომლებიც არარეალურად კარგად ჟღერს, რადგან დიდი ალბათობით, ისინი მართლაც არარეალური აღმოჩნდება. 

https://finedu.gov.ge/

თეგები:
ინტერნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up