4-სეზონიან კურორტად ქცევის გეგმა - დავით კენჭაძე მთავრობას ბაკურიანში აკვაპარკის მოწყობას ურჩევს

4-სეზონიან კურორტად ქცევის გეგმა - დავით კენჭაძე მთავრობას ბაკურიანში აკვაპარკის მოწყობას ურჩევს

access_time2019-08-14 13:00:42

ქართულ „დავოსად“ წოდებული ბაკურიანი როგორ უნდა გახდეს 4 სეზონიანი კურორტი, ამ საკითხზე „კომერსატთან“ უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია DK Capital-ის გენერალური დირექტორი დავით კენჭაძე საუბრობს. მისი განცხადებით, ამისთვის საჭიროა ბაკურიანის წრეზე დიდი აკვაპარკის მოწყობა. 



მაგალითად, შეიძლება მოხდეს ადგილის 100 წლით პრივატიზირება, გაკეთდეს პროექტი, რომელსაც მთავრობა დასაფინანსებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს, ან უბრალოდ ინვესტორს მოიძიებს.



„აკვაპარკი ყოველთვის საინტერესოა, ბაკურიანში ზამთარ-ზაფხულ დატვირთვა ისედაც არის, ხოლო შემოდგომაზე და გაზაფხულზე გექნება ფანტასტიური შესაძლებლობა იმისა, რომ მსოფლიოში ან რეგიონში ყველაზე მაგარი აკვაპარკი გქონდეს, ტურისტები კი ამით დააინტერესო. ამით ბაკურიანში კიდევ უფრო გაიზრდება უძრავი ქონების ფასიც,“  აცხადებს კენჭაძე.




მისივე განცხადებით, ინვესტორებისთვის მთავრობა მზა პროექტების წარდგენას უნდა ახდენდეს. მაგალითად, როგორც DK Capital-ის გენერალური დირექტორი განმარტავს, კარგი იქნება, გაკეთდეს ქვეყნის მასშტაბითაც ძალიან ბევრი პროექტი და შემდეგ თითოეულ ლოტად გაიყიდოს ინვესტორებზე.



„თუ ჩვენ ველოდებით იმას, რომ ინვესტორი მოვიდეს და თავად მოიფიქროს სად ჩადოს საქართველოში ფული, მერე შექმნას ბიზნესგეგმა და ასე შემდეგ ეტაპები, ეს რთული და დიდხნიანი პროცესი იქნება. სახელმწიფოს ნაცვლად მე გავაკეთებდი კონკრეტულ საინვესტიციო პროექტს, რომლის გაყიდვაზე მსოფლიოს მასშტაბით ვიმუშავებდი. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველა რეგიონში. განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში,“-აცხადებს კენჭაძე.



როგორც ცნობილია, 20016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს ისეთივე რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად, როგორიც დავოსია შვეიცარიაში. მაშიდელი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებული იყო და აცხადებდა, რომ კურორტს ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია. მაშინ ასევე ითქვა, რომ ბაკურიანი 4 სეზონიანი კურორტი უნდა ყოფილიყო.


სოფო ქსოვრელი 




მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up