დღეს ბავშვთა გასართობი ცენტრები განახევრებული რაოდენობით და შემცირებული კადრებით იხსნებიან

დღეს ბავშვთა გასართობი ცენტრები განახევრებული რაოდენობით და შემცირებული კადრებით იხსნებიან

access_time2021-10-04 10:00:48

დღეიდან, 4 ოქტომბრიდან საქართველოში მანამდე მოქმედი რეგულაციების შემსუბუქება ბავშვთა გასართობ ცენტრებსაც ეხება, თუმცა ბევრი მათგანი მუშაობის განახლებას ვეღარ ახერხებს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კადრების დეფიციტი სახელდება.


 

როგორც „კომერსანტთან“ საუბარში ბავშვთა ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა და ბავშვთა გასართობი ცენტრ Stars Club-ის მეპატრონემ გიორგი მთიულიშვილმა თქვა, პანდემიამდე არსებული 120 ობიექტიდან ბაზარზე მხოლოდ 50 დარჩა. მისივე თქმით, გარანტია იმისა, რომ 50–ივე შეძლებს მუშაობის განახლებას, არ არსებობს.



„გამომდინარე იქიდან, რომ ორ წელზე მეტია გაჩერებულები ვართ, კადრები ფიზიკურად ვერ შევინარჩუნეთ, რადგან ორი წელი უხელფასოდ არავინ გაჩერდებოდა. ამხელა პაუზის მერე ასე პირდაპირ გახსნა მარტივი არ არის, ჩვენთან ადამიანების დასაქმებას დრო და ფინანსური რესურსი სჭირდება, რადგან მათ სპეციალური ფსიქოლოგიური კურსი უნდა გაიარონ, ამას გარდა ეს პერიოდი ადამიანს უხელფასოდ ვერ ატარებ. არ აქვს მნიშვნელობა შემდეგ შტატში აიყვან თუ არა.

პანდემიამდე იყო 100 -120 ობიექტი და დღეს დარჩენილია 50 ობიექტი, ისიც არ ვიცით 50-ივე შეძლებს თუ არა მუშაობის განახლებას, სახელფასო, საიჯარო და საბანკო ვალდებულებების კუთხით ძალიან დიდი ფინანსური დავალიანებები გვაქვს, ასევე დისტრიბუციის სექტორთან გვაქვს დავალიანებები. მართალია გახსნა კარგია და გვიხარია, მაგრამ გახსნა და დაკეტვა მხოლოდ სათქმელად არის მარტივი, ამ ყველაფრის უკან რამხელა შრომაა ამას არავინ ითვალისწინებს“, - აღნიშნა გიორგი მთიულიშვილმა.



რაც შეეხება გასართობი ცენტრის მომსახურებაზე ფასების შეცვლას, მთიულიშვილი ამბობს, რომ დღეს გასართობი ცენტრები ისედაც ფუფუნების საგანი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ფასი როგორც პროდუქტზე, ასევე კომუნალურებზე გაზრდილია, მომსახურების ფასს ცენტრები მაინც ვერ გაზრდიან, რადგან არსებულ ფასებზე მოთხოვნა ისედაც 40%-მდე აირს შემცირებული და ფასის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება ობიექტები საერთოდ გაქრნენ ბაზრიდან.




რაც შეეხება მის კომპანიას Stars Clubs, მთიულიშვილი ამბობს, რომ 4 ფილიალიდან არ იცის რამდენის გახსნას შეძლებს, მისივე თქმით ოთხივე ფილიალში დასაქმებული 120 ადამიანიდან მხოლოდ 30 მათგანი შეინარჩუნა. 



„რაც შეეხება Stars Clubs, გვაქვს ოთხი ფილიალი, არ ვიცი რამდენი მათგანით შევძლებ მუშაობის განახლებას, გასართობი ცენტრების ასოციაციამ მოვითხოვეთ პრემიერთან შეხვედრა, მის სახელზე განცხადება შევიტანეთ თუმცა ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - აღნიშნა გიორგი მთიულიშვილმა.


 

ბავშვთა გასართობი ცენტრის „ქენდი ლენდის“ მეპატრონემ და ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ხარებაშვილმა თქვა, რომ მისი ობიექტი 4 ოქტომბერს თანამშრომლების განახევრებული რაოდენობით ხვდება. რაც შეეხება ფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პროდუქტზე ფასი გაზრდილია, მათ სერვისის გაძვირებაც მოუწიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელფასო ვალდებულებებს ვერ დაფარავენ .



„ჩვენ გასული წლის მარტიდან დახურული ვიყავით, შემდეგ აპრილში რაღაც პერიოდი მოგვეცა მუშაობის უფლება, კადრები მოვიძიეთ, შემდეგ ისევ დაგვხურეს და ახლაც იგივე პრობლემის წინაშე ვართ. თანამშრომლების ნახევარზე მეტი აღარ გვყავს და 4 რიცხვამდე ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. გვინდა რომ სამივე ფილიალი გავხსნათ.

რა თქმა უნდა ფასებიც შევცვალეთ, კომუნალურები გაგვიძვირდა, პროდუქტი გაგვიძვირდა, და სხვა გზა აღარ გვაქვს, სერვისი გაძვირდება, ეს ალბათ მომხმარებლის რაოდენობაზეც აისახება დღეს რომ ადამიანს 600 ლარი აქვს ხელფასი და პირობითად 400 ლარი დაბადების დღის გადახდა უჯდება მესმის რომ რთულია, ჩვენც არ გინდოდა ფასების გაზრდა, მაგრამ თუ ძველი ფასებით ვიმუშავებთ ყველა ღონისძიება ზარალზე გავა“, - აღნიშნა გიორგი ხარებაშვილმა.


კოვიდ რეგულაციების შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დღეიდან, 4 ოქტომბრიდან საქართველოს სკოლებში, საბავშვო ბაღებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება აუდიტორიები და კლასებში იწყება.

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up