4 ოქტომბრიდან თბილისს m² -ის კიდევ ერთი ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებული კომპლექსი შეემატა

4 ოქტომბრიდან თბილისს m² -ის კიდევ ერთი ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებული კომპლექსი შეემატა

access_time2018-10-08 16:30:34

m²-მა ახალი საცხოვრებელი კომპლექსის, m² იპოდრომთან 2 -ის მშენებლობის დაწყების შესახებ 2015 წლის ივლისში განაცხადა და სამშენებლო სამუშაოებიც ამავე წელს დაიწყო. ნაცვლად 2018 წლის ოქტომბრისა, კომპანიამ 800-მდე ოჯახისთვის სარემონტო სამუშაოების დაგეგმილზე ადრე, ეტაპობრივად ჩაბარება 23 აგვისტოს დაიწყო, 4 ოქტომბერს კი, საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა.



კომპლექსი m² იპოდრომთან 2 გ. კარტოზიას 10 ნომერში მდებარეობს. პროექტს გამოარჩევს მისი მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა. უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარებით. კომპლექსი 23%-მდე ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას აძლევს დაზოგონო კომუნალური ხარჯები. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.



კომპლექსის ერთ-ერთ უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტს შექმნის.




კომპლექსში განთავსებულია 2-სართულიანი თანამედროვე საბავშვო ბაღი. ასევე, პირველ და მეორე კორპუსებს შორის მოწყობილია გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სპორტული მოედანი. იპოდრომთან 2-ის მაცხოვრებლებს სრულად გარემონტებულ ბინებში დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურით, ღუმელითა და გამწოვით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბინის მფლობელს შესაძლებლობა ჰქონდა, თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.



კომპლექსის შესახლების შემდგომი მომსახურება ითვალისწინებს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოს დასუფთავებას, გამწვანების მოვლას, ასევე გაქირავების კომფორტულ მომსახურებას კომპანია - m2 რენტის მიერ.




აღსანიშნავია, რომ პროექტი m² იპოდრომთან 2 დაფინანსებული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის - IFC -ის (7.5 მილიონ აშშ დოლარი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდის Green for Growth Fund – GGF -ის (7.5 მილიონი აშშ დოლარი) მიერ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 60.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპლექსში ბინების 98% უკვე გაყიდულია.



m² იპოდრომთან 2 კომპანიის მიერ განხორციელებული მე-8 წარმატებული და ყველაზე მასშტაბური პროექტია.


(R)






კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up