4 მუნიციპალიტეტში ტექ-ინსპექტირების სერვისი პრაქტიკულად არ არსებობს

4 მუნიციპალიტეტში ტექ-ინსპექტირების სერვისი პრაქტიკულად არ არსებობს

access_time2019-07-12 17:57:06

“ადიგენი, ასპინძა, ყაზბეგი, თიანეთი ეს ის მუნიციპალიტეტებია, რომელთაც ავტომობილების ტექ-ინსპექტირების სერვისი პრაქტიკულად არ მიეწოდებათ”,- ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია” ავრცელებს.


მათი მტკიცებით, კომპანია “გრინვეი“ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას და ნაცვლად მთიანი რეგიონისა, გადასატან ხაზს უმეტესად ანთავსებს ახალციხის ცენტრში, უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრის მიმდებარედ.


“კომპანია „გრინვეი“ ფლობს ინსპექტირების სამ მოძრავ ხაზს. ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად მოძრავი ხაზით კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მთიან რეგიონებში ავტომობილთა ინსპექტირება, მათ შორის არის სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთიანი რეგიონებიც.



კომპანია “გრინვეი“ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას და ნაცვლად მთიანი რეგიონისა, გადასატან ხაზს უმეტესად ანთავსებს ახალციხის ცენტრში, უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრის მიმდებარედ. სადაც ერთის მხრივ ქმნის არაჯანსაღ ბიზნეს გარემოს, ხოლო მეორეს მხრივ მომსახურების გარეშე ტოვებს უამრავ ადამიანს.


ასოციაცია უარყოფითად აფასებს კომპანია „გრინვეის“ გადაწყვეტილებას, რომლის გამოც არ სრულდება ეკონომიკის სამინისტროს მთავარი დაპირება ინსპექტირების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ. მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ პრობლემაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.


BMG






Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

საავტომობილო გზების დეპარტამენტში “პოტენციური მკვლელები“ მუშაობენ - მორიგი ტრაგედია ქობულეთის შემოვლით გზაზე

საავტომობილო გზების  დეპარტამენტში “პოტენციური მკვლელები“ მუშაობენ - მორიგი ტრაგედია ქობულეთის შემოვლით გზაზე
access_time2019-07-16 11:00:47
„საავტომობილო გზების  დეპარტამენტში პოტენციური “მკვლელები“ მუშაობენ“— სტატიის ეს სათაური შესაძლოა ძალიან ემოციურია და  შესაძლოა გარკვეულწილად  ჟურნალისტურ ეთიკასაც არღვევს, მაგრამ „კომერსანტი“ ვერ მისცემს სხვა შეფასებას იმ ფაქტს, რომ საქართველოში საავტომობილო გზებზე არის საკმაოდ ბევრი  სახიფათო მონაკვეთი, სადაც უამრავი ტრაგედია ხდება და უამრავი ოჯახი...

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...


მსგავსი სიახლეები

up