4 მთავარი მიღწევა: ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობაზე ყოფნის წელიწადი და 8 თვე შეაჯამა

4 მთავარი მიღწევა: ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობაზე ყოფნის წელიწადი და 8 თვე შეაჯამა

access_time2020-10-04 18:30:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის წელიწადი და 8 თვე შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.



მარიამ ქვრივიშვილმა ოთხი მნიშვნელოვანი მიღწევა გამოყო: ბაზრების დივერსიფიკაცია, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე „ITB- ბერლინი“ 2022 წლისთვის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და ადმინისტრაციის ინსიტიტუციური გაძლიერება. 



„პირველი და უმთავრესი არის ის, რომ განსაკუთრებული ცვლილება შევიტანეთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, ეს არის გრძელვადიანი, ამ კუთხით ბევრი რაღაც გაკეთდა. ჩვენ ფაქტობრივად 2019 წელს შევცვალეთ მარკეტინგული აქტივობების განხორციელების გზები, ბიუჯეტი გადაიხედა და საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება იყო. გადავწყვიტეთ რომ ცოტა უფრო გრძელ ვადაზე შეგვეხედა და ინვესტირება, მარკეტინგული სახსრები მიგვემართა ისეთი ქვეყნებისკენ, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, აშშ დაე.წ. შორი მანძილის ქვეყნები, ისევე როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნები. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ გვინდა მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც ნიშნავს მეტ ეკონომიკურ სარგებელს ამ ინდუსტრიიდან. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ამ ქვეყნებში. შედეგად 2019 წელი იყო სრულფასოვნად ამ მიმართულებით დიდი სამუშაოს გატარების წელი. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ შედეგების ამონაგები ვნახეთ 2019 წელსაც და ეს გადმოვიდა 2020 წლის იანვრის თვეშიც, როდესაც გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის ტემპი.




მეორე, რასაც გამოვყოფდი არის ისტორიული გამარჯვება, ეს არის ITB-ზე – მსოფლიოში ყველაზე ძლიერ, რეიტინგულ და მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე ჩვენი ქვეყნის წარმატება, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ქვეყანას არა აქვს ხშირად იმის საშუალება, რომ ასეთი ფორმით წარმოადგინოს თავისი თავი. ეს არის წვდომა მთელი მსოფლიოს ყველაზე სტრატეგიულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მედიასთან და ჩვენ ამ გამარჯვებით ფაქტობრივად მივიღეთ დაახლოებით 25 მლნ. ევროს ღირებულების მარკეტინგული კამპანია. ანუ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო არეალზე აღარ იქნება გამოწვევა.



მესამე – გამოვიყენებ კერძო სექტორის შეფასებას და ჩავთვლი რომ მიღწევაა. ჩვენიძლიერი მხარე გახდა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა. ამას ჰქონდა ყოველდღიური ფორმა და მიხარია, რომ ბევრი გადაწყვეტილება კერძო სექტორთან ერთად მივიღეთ. რა თქმა უნდა, ხშირი იყო დისკუსიები, დებატები და კრიტიკა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე ყოველთვის ვიცავდი კერძო სექტორის ინტერესებს, ვცდილობდი, რომ გამეტარებინა მათი პოლიტიკა საჯარო უწყებაში, იმიტომ რომ გულწრფელად მჯერა, რომ ტურიზმის ინდუსტრია კერძო სექტორის ინდუსტრიაა.    



და მეოთხე – მიღწევად ჩავთვლიდი თავად ტურიზმის ადმინისტრაციის უწყებრივ დაინსტიტუციურ გაძლიერებას“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციასერთი წლისა და რვა თვის განმავლობაში იკავებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up